Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მერიამ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. გორის მერიამ 200 000 ლარი ორი სკვერის მოწყობაში გადაიხადა, რომლებშიც გამწვანება ხელოვნურია admin Mon, 02/08/2021 - 23:50 2019-2020 წლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ” გორის მუნიციპალიტეტისთვის 3 მლნ ლარზე მეტი გამოყო, საიდანაც 207,169 ლარი სოფელ უფლისციხეში სკვერების მოწყობას მოხმარდა. აშენებული სკვერებიდან არცერთში ბუნებრივი გამწვანება არ გვხვდება, მხოლოდ ერთი მათგანია გამწვანებული, ისიც ხელოვნური ბალახით. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ” 2019-2020 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დააფინანსა. კერძოდ, 2019 წელს 1,600,000 ლარი გამოყო 153 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა, რომელი პროექტების განხორციელება სურდათ. 2020 წელს კი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ” გორის მუნიციპალიტეტისთვის 1,596,000 ლარი გამოყო, ამ თანხით 120 პროექტი უნდა განხორციელებულიყო. 2019-2020 წლებში აღნიშნული პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში გასართობი და დასასვნებელი სივრცეებიც მოეწყო. მაგალითად, 2019 წლის აპრილში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელ.ტენდერი, რომელიც შეეხებოდა სოფელ უფლისციხეში სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას, კერძოდ, სპორტულ მოედნისა და დასასვენებელი ტერიტორიის მოწყობას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება თითქმის 30,000 ლარი იყო (29,432). აღნიშნულ ტენდერში თავდაპირველად ოთხი კომპანია იღებდა მონაწილეობას, მათ შორის: შპს ალონისი, შპს ხაჩა, შპს ჯითი კაპიტალი და შპს ევრო გზა. აღნიშნული კომპანიებიდან ჯერ შპს ევრო გზის დისკვალიფიკაცია მოხდა ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო, თუმცა აღნიშნულ კომპანიას ყველაზე ნაკლები თანხა ჰქონდა შეთავაზებული გორის მუნიციპალიტეტსითვის. შემდეგ კი შპს ჯითი კაპიტალის დისკვალიფიკაციაც მოხდა ტექნიკური დოკუმენტაციის გაუმართაობის გამო. აღსანიშნავია, რომ შპს ჯითი კაპიტალს დარჩენილ სამ კომპანიას შორის ყველაზე ნაკლები თანხა ჰქონდა შეთავაზებული მუნიციპალიტეტისთვის. დარჩენილი ორი კომპანიიდან გამარჯვებული შპს ხაჩა გახდა და მასთან ხელშეკრულება 2019 წლის ივნისში გაფორმდა. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ კომპანია სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ 33,956 ლარს მიიღებდა. კომპანიას სამუშაოები 45 დღის ვადაში უნდა დაესრულებინა. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიას ხელშეკრულების თანხიდან 31,412 ლარი აქვს მიღებული, აქედან 7,000 – ავანსად. სამშენებლო სამუშოები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ფინანსებოდა. შპს ხაჩამ საბავშვო სკვერში მოაწყო ფანჩატური, ასევე დამონტაჟდა სასრიალო ატრაქციონი და საქანელა, დაიდგა სკამები და ნაგვის ურნები, კომპანიამ ასევე დააგო ფილები და ბორდიურები და დაამონტაჟა გარე განათების ბოძები. თუმცა მას არ უზრუნია სკვერის გამწვანებაზე, შესაბამისად, შპს ხაჩას მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ სოფელ უფლისციხის სკვერი ასე გამოიყურებოდა: (დანართი N1). რაც შეეხება შპს ხაჩას, აღნიშნული კომპანია 2015 წელს შეიქმნა, საჯარო რეესტრის მონაცემებიც მხოლოდ ამ 2015 წლის არსებობს, რომლის მიხედვითაც, შპს ხაჩას დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ალექსანდრე ხაჩიური იყო. კომპანია 2015 წლიდან ჩნდება ელექტრონულ ტენდერებში, მას 2015-2019 წლებში 71 ელ.ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 29 შემთხვევაში გაიმარჯვა და 644,576 ლარი მიიღო. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, კომპანია მხოლოდ 2019 წელს აფორმებდა ამ გზით ხელშეკრულებებს, სულ 5 ხელშეკრულება გააფორმა და მათი საერთო ღირებულება 43,152 ლარია. ამავდროულად, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ზუსტად 1 თვის შემდეგ, 2019 წლის მაისში გამოაცხადა ტენდერი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარკვეული ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს შეეხებოდა. აღნიშნული ტენდერი ითვალისწინებდა 10 სოფელში სკვერების, საბავშვო ბაღებისა და მინი მოედნების მოწყობას, მათ შორის იყო სოფელი უფლისციხეც. ტენდერს ერთადერთი პრეტენდენტი ჰყავდა-შპს ალონისი, რომელთანაც 144,104 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული თანხიდან უშუალოდ უფლისციხეში ატრაქციონებისა და ფანჩატურის მოწყობაზე 15,342 ლარი დაიხარჯა. შპს ალონისი 2008 წელს დაარსებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი მაკედონ ანანიადისი არის. შპს ალონისი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას ელექტრონულ ტენდერებში, კომპანიამ 2011-2020 წლებში 359 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, 121 ტენდერში გაიმარჯვა და 6,474,934 ლარი მიიღო. აქედან 70 ტენდერი უკონკურენტო გარემოში ჩატარდა, რომელთა საერთო ღირებულებაც თითქმის 4 მლნ ლარი (3,688,905) იყო ამის შემდეგ, 2020 წლის სექტემბერში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მეორე ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ასევე სოფელ უფლისციხეში გასართობი და დასასვნებელი სკვერის მოწყობის სამუშოების შესყიდვას შეეხებოდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 197,380 ლარს შეადგენდა. შემსყიდველმა თავად წარადგინა საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მიმწოდებელ კომპანიას უნდა შეესრულებინა სამუშაოები. ტენდერში მხოლოდ ორი კომპანია იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყო შპს ალონისიც და შპს ზანაძგა (ს/კ 422934800). საბოლოოდ, გამარჯვებული შპს ზანაძგა გახდა, ვინაიდან მან უფრო ნაკლები თანხა შესთავაზა გორის მუნიციპალიტეტის მერიას. 2020 წლის 30 სექტემბერს ხელშეკრულება გაფორმდა შპს ზანაძგასა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის. ხელშეკრულების ღირებულებამ 177,737 ლარი შეადგინდა. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ კომპანიას სამუშაოები 75 დღის ვადაში უნდა დაესრულებინა. კომპანია ვალდებული იყო, ჩაეტარებინა სამშენებლო სამუშაოები, დაეგო ხელოვნური საფარი, დაემონტაჟებინა მოაჯირი, დაეგო ქვაფენილი, მოეწყო საბავშვო მოედანი და საკალათბურთო სტადიონი, ასევე პასუხისმგებელი იყო კეთილმოწყობასა და შემოღობვაზე. შპს ზანაძგას მუშაობა 2020 წლის 12 დეკემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, რთულდებოდა შეკვეთილი პროდუქციის დამზადება და მიწოდება, შესაბამისად, ხელშეკრულების ვადა 22 დეკემბრამდე გაგრძელდა. სოფელ უფლისციხეში რეაბილიტირებული დასასვენებელი და გასართობი სკვერი დაფარულია ხელოვნური საფარით და ირგვლივ არანაირი გამწვანება არ არის. (დანართი N2) შპს ზანაძგა 2014 წელს დაარსდა. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიაში დირექტორის თანამდებობას იპოლიტე თოდუა იკავებს, მას ეკუთვნის კომპანიის 100%-იანი წილიც. კომპანია 2018 წელს გამოჩნდა სახელმწიფო შესყიდვების ვებ.გვერდზე. 2018-2020 წლებში შპს ზანაძგამ 69 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 16 შემთხვევაში გაიმარჯვა და 2,042,911 ლარი მიიღო, საიდანაც 643,983 ლარი კომპანიამ უკონკურენტოდ მიიღო. წყაროები: NAT190007157- 2019 წლის აპრილის ტენდერი https://drive.google.com/.../1h8wYVp3fN9pRQmBk6pBEs3LsGeY... -პირველი სკვერი (დანართი 1) https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...]5GC45dlFG7VpdvZCQgU6xnbIKwQoI5lTimC3e -შპს ხაჩა NAT190010017-2019 წლის მაისის ტენდერი https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...]VnCmN0dpQH1nz6xBn4fLemYLCg34fsf8oZO]oiEfL -შპს ალონისი NAT200013843-2020 წლის ტენდერი https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...]dtXEs4tvMn2cYStJDoNxzixUP -შპს ზანაძგა https://tenders.procurement.gov.ge/.../library/files.php... -შემსყიდველის პროექტი https://drive.google.com/.../19otuSBn3GLS8bwDNzhWa8lAwY7P... -მეორე სკვერი https://droa.ge/?p=44577 http://region.kvira.ge/42815/ Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-02/148420436_2883250708617027_1756186240155525314_o.jpgთებერვალი 0021შიდა ქართლი 21 Author ლიზა ქორიძე
  2. წითელი ბაღის მოწტობისთვის მერიამ გრინსერვისს 1,9მლნ ლარი გადაუხადა admin Wed, 02/03/2021 - 20:16 გოძიაშვილის ბაღს “წითელ ბაღად” სასეირნო ბილიკზე დაყრილი წითელი ქვიშა-ხრეშის გამო მოიხსენიებენ, მაგრამ “კეთილმოწყობისთვის” ბაღში ბეტონი მოასხეს, რის შედეგადაც ბაღში მტვერი დგება. გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა შეუსაბამო მასალებით მოხდა, რის გამოც ბილიკებზე დაგებული მასალა (120,000ლარი) მალევე დალპა, გრანიტის ფილები კი დატყდა. გრინსერვისის დამფუძნებლები ქართულმა ოცნებამ 2013 წელს კორუფციაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა, თუმცა მათმა კომპანიამ 2013-დან დღემდე 55,808,667 ლარის ტენდერები მოიგო. 2018 წელს მერიამ გადაწყვიტა, რომ გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა უნდა მომხდარიყო. მან წარმოადგინა კეთილმოწყობის პროექტი,დიზაინი და გამოაცხადა ტენდერი. 2019 წელს, გოძიაშვილის ბაღის კეთილმოწყობა 1,896,590 ლარი დაჯდა. მაგალითად, თითო ბაღის სკამი 2000 ლარი გადაიხადეს. სამუშაოები შეასრულა შპს გრინსერვისმა+ (NAT180008474). ბაღის კეთილმოწყობა მოხდა შეუსაბამო მასალებით. 1 წელიწადში, ბილიკებზე დაგებული მასალა დალპა (120,000ლარი) დაგებული გრანიტის ფილები დატყდა და ა.შ. ბაღის კეთილმოწყობა საკმაოდ ძვირი დაჯდა, თუმცა ამით პარკი არ გაუმჯობესებულა. ბაღის დიზაინი და კეთილმოწყობა მარტივი უნდა იყოს. პარკებს არ აქვს ბევრი სამშენებლო მასალის შეტანის, მოპირკეთების საჭიროება, რომელიც შემდეგ პერიოდში რეგულარულად გამოსაცვლელი იქნება. ამასთან ერთად, ურბანულ მეხსიერებაში მას წითელი ბაღი ერქვა, რადგან სასეირნო ბილიკებზე წითელი ქვიშა-ხრეში იყო დაყრილი. კალაძის კეთილმოწყობას ესეც შეეწირა. ბაღში ბეტონი მოასხეს, რის გამოც ხშირად საშინელი მტვერი დგება. 2019 წლის მაისში მერმა, კახა კალაძემ პარკი საზეიმოდ გახსნა. ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა საზეიმო კონცერტი სტეფანე მღებრიშვილისა და ნანი ბრეგვაძის მონაწილეობით. ასევე, პარკის “კეთილმოწყობაში” თანადგომისთვის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო კომპანია “აქსისს” გადაუხადა მადლობა. შპს “გრინსერვისის+” დამკვეთი ძირითადად თბილისის მერიაა. შპს “გრინსერვისი +” 2010 წელს ლაშა ფურცხვანიძის, კობა ხარშილაძისა და ტარიელ კიკნაძის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. შპს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დამფუძნებლების მეორე კომპანია - შპს გრინსერვისი - ტენდერების შავ სიაში შეიყვანეს. უნდა აღინიშნოს, რომ შპს გრინსერვისის საქმიანობის პარალელურად, ლაშა ფურცხვანიძე ამავდროულად ძველი თბილისის რაიონის გამგებელი იყო, ხოლო კობა ხარშილაძე მისი მოადგილე (2007-2009წ). ისინი თავიანთი კომპანიისთვის სასათბურე პირობებს ქმნიდნენ. 2013 წელს ქართულმა ოცნებამ კომპანიის დამფუძნებლები - ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე კორუფციულ სქემაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა. მიუხედავად ამისა, შპს გრინსერვისი+-მა 2020 წელს ლ 18 მილიონის ტენდერები მოიგო, 2013 წლიდან დღემდე კი ჯამში ლ 56 მილიონამდე მიიღო. გრინსერვისი + თავისი პროფილიდან გამომდინარე ძირითადად თვითმართველობის ორგანოების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იღებს მონაწილეობას. ვრცლად: https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2865888050353293 დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, გრინსერვისი +-მა 57 ტენდერში გაიმარჯვა. ჯამურად მიიღო 11,506,503 ლარი: 2014-2015: 2,218,942 ლარი 2016: 4.083,494 ლარი 2017: 5,204,067 ლარი კახა კალაძის მერობის პერიოდში, ანუ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, გრინსერვისი +-მა 42 ტენდერში გაიმარჯვა. ჯამურად მიიღო 44,302,164 2018: 7,777,441 ლარი 2019: 21,518,780 ლარი (აქედან 9.5 მილიონ ლარამდე - უკონკურენტოდ) 2020: 15, 005, 943 ლარი (აქედან 12 მილიონ ლარამდე – უკონკურენტოდ) წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - https://tenders.procurement.gov.ge/ - NAT180008474 ფოტომასალა: https://photos.app.goo.gl/2dAxcqbt61vWCFzN6 Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-02/145531074_2879616502313781_4668280553795942284_o.jpgთებერვალი 2021 2021 Author გიორგი ნონიაშვილი