Jump to content
×
×
  • Create New...

ჩიხირთმა


Dude
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
On 2/2/2021 at 6:22 PM, Dude said:

მე გასწავლით, როგორ გააკეთოთ კერძების მეფე.

 

დაგვჭირდება რათქმაუნდა ქათამი 1.5 კგ

წყალიც რათქმაუნდა

2 კვერცხი 

ქინძი

ხახვი 1-2 თავი 

ნიორი 2-1 კბილი

დაფნის ფოთოლი

წითელი ცხარე წიწაკა

ძმარი გემოვნებით

ცოტა მარილი 

ფქვილი ასე 2-4 სუფრის კოვზი. 

 

 იდეალურია სოფლის ქათამი.  კარგად გარეცხეთ, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე.  შემოდგით?

მერე ქაფს რომ წამოიღებს მოხადეთ. მერე ხარშვისას ბულიონში ჩაამატეთ 1-2 თავი ხახვი და დაფნა. აი, ქათამი რომ დარბილდება და მოიხარშება, ამოიღეთ, ბულიონი კი გაწურეთ. თუ ბევრი ცხიმი აქვს, შეგიძლიათ მოხადოთ ან არ მოხადოთ. ეს პროცედურა უფრო მარტივია გაციებული ბულიონის შემთხვევაში. 

2 ლიტრი  ბულიონი ხელახლა წამოადუღეთ. ცოტაოდენ გრილ ბულიონში ან წყალში კი გახსენით 2-4 სუფრის კოვზი ფქვილი. ჩაუშვით ადუღებულ ბულიონში და კარგად გახსენით.  ხარშეთ 5-8 წუთი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით, დაამატეთ 1-2 ჩ.კ ძმარი.  შემდეგ კვერცხი სწრაფი მორევით ჩაუშვით კერძში.

მერე კიდე წამოადუღეთ 1-2 წუთი და წვნიანი მზადაა. ვუალაა.

ბოლოს დაამატეთ მარილი, დაჭრილი ქინძი, ცოტა წითელი წიწაკა, ძმარი (სავარაუდოდ, დამატება დასჭირდება). ძალიან უხდება ჩვეულებრივის ნაცვლად სვანური მარილი, მაგრამ ეს აუცილებელი არ გახლავთ.

 

შეგერგოთ 

 

როცა გააკეთებთ, გაგვიზიარეთ, როგორი გამოვა :boli:

 

ამ წამს გადავიღე მე

ფოტოგრაფიაში რა გითხრათ, მარა გემრიელურია

 

photo5244589698087760694.jpg

 

ძაან მინდოდა ჩემი შეყვარებულისთვის გამეკეთებინა, მაგრამ იდიოტი აღმოჩნდა და დავშორდი :coffee:

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Dude said:

@კარქი გოგო იქნებ შეეშინდა შენი გაკეთებული ჩიხირთმის? დაგვიმტკიცე რო შეგიძლია

მინდოდა გამეკეთებინა თქო ?

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, კარქი გოგო said:

მინდოდა გამეკეთებინა თქო ?

და სანამ გააკეთებდი, გაგასწრო

Share on other sites

  • ფორუმელი

რა დროის ჩიხირთმაა

 

კიტრი, პომიდორი, ყველი, კარტოფილი, მაწონი :mnia:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
14 minutes წინ, Dude said:

@Mulan ეგ რა მეტიჩრობა იყო. შენ გაკეთებულს როდის გვაღირსებ?

გავაკეთე და დავდე პირველი ნახელავი. ვაპირებ ეგ მეტიჩრობა დავტესტო და მის ფოტოსაც დავდებ :boli:

მაგ ვიდეორეცეპტით ჩიხირთმა რესტორნულ ვიდზე და ვაუ გემოზე იქნება. წესით! 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   137 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 136 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(15)
    • Googlebot(3)