Jump to content
×
×
  • Create New...

სამართალი და მორალი


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სამართლის ნორმებს საფუძვლად მორალური ნორმები უდევს თუ მათი არსებობა სუფთა საჭიროებიდან გამომდინარე მიღებული რაციონალური გადაწყვეტილებების შედეგია? მორალის როლი მაინტერესებს სამართალწარმოებაში როგორია? მე არ ვფიქრობ რომ მორალი ის ბაზისია სადაც სამართალი აღმოცენდა...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, cosmia said:

სამართლის ნორმებს საფუძვლად მორალური ნორმები უდევს თუ მათი არსებობა სუფთა საჭიროებიდან გამომდინარე მიღებული რაციონალური გადაწყვეტილებების შედეგია? მორალის როლი მაინტერესებს სამართალწარმოებაში როგორია? მე არ ვფიქრობ რომ მორალი ის ბაზისია სადაც სამართალი აღმოცენდა...

მორალი უფრო ქუჩაში ვიდრე კანონში (ნაფიცმსაჯულები წესით მორალურად უნდა უდგებოდნენ), მაგრამ ქუჩაშიც დაჯგუფებებია და უმრავლესობაში ცუდი ხალხია და ხშირად უმრავლესობას გააქვს უსამართლობა :vis:

მოსამართლეს შეიძლება უნდოდეს კიდეც გაამართლოს, რადგან მორალურად ამართლებს , მაგრამ კანონი სხვა რაღაცას გვეუბნება.

ალბათ მაგ შემთხვევაში მოსამართლე მინიმალურს აძლევს განსასჯელს :rolleyes: მაგრამ მაგათაც გააჩნიათ ვიცი ხო.

როგორც ვაჟა იტყოდა ალუდა ქეთელაურში - ყველას თავის სიმართლე აქვს და ყველა მართალია :givi:

Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, cosmia said:

მორალის როლი მაინტერესებს სამართალწარმოებაში როგორია?

კანონი, პრაქტიკულად არის პროცედურულად გენერირებული policy-ების კრებული.

ანუ რაღაც პრობლემა გაჩნდა - დააწესეს კანონი რომლითაც ნაწილობრივ მაინც მოგვარდა, დ.ა.შ. ათასჯერ.

ათასში ერთხელ ვიღაც გადახედავს ხოლმე დაგროვებული კანონების გორგალს, ჩაუჯდება და გაუკეთებს ხოლმე კონსოლიდაციას, ხშირად ახალი საკანონმდებლო ერთეულები ასეთი კონსოლიდირებული კანონების კრებულიდან იწყებენ მოღვაწეობას.

უშუალოდ კითხვას რაც ეხება, კავშირი ძალიან სუსტი და აბსტრაქტულია. უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებრივი ქსოვილის დაურღვევლობას ბევრად მაღალი პრიორიტეტი უჭირავს ვიდრე მორალურ პრინციპებს.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, რედაქცია said:

როგორც ვაჟა იტყოდა ალუდა ქეთელაურში - ყველას თავის სიმართლე აქვს და ყველა მართალია :givi:

ეგ კი კაცო მარა მე სხვა რამის გარკვევა მინდა, მორალია სამართლის დედა, პრე თუ პოსტ ''ნარატივია''? 

 

6 საათის წინ, Damnoc said:

ანუ რაღაც პრობლემა გაჩნდა - დააწესეს კანონი რომლითაც ნაწილობრივ მაინც მოგვარდა, დ.ა.შ. ათასჯერ.

მე მინდა საწყისებთან ჩავძვრეთ. ანუ ჯერ მორალი იყო და მერე კანონი ამას ამბობ თუ მორალი სხვა ოპერიდანაა და კანონის არსებობა უბრალოდ საჭიროებებიდან გამომდინარე გაჩნდა?  მაგალითად რომის სამართალი, ხამურაბის კანონები მათი ბაზისი რა იყო? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ფუტკრების შესახებ კანონი გამახსენდა..

მუხლი 4.1. ქართული ფუტკრის ჯიშის სიწმინდის შესანარჩუნებლად აკრძალულია საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული ან გაყვანილი ფუტკრის უკან დაბრუნება.

ჩემი ლექტორი ყვებოდა კიდევ, ამერიკაში კანონია, შენი ფუტკარი მეზობელთან თუ გადაფრინდა-რამდენად შენია, გაქვს თუ არა მისი უკან დაბრუნების მოთხოვნა, რომ დავობენ... დეტალებში აღარ მახსოვს, სახალისო კი იყო.

Share on other sites

  • ფორუმელი
17 საათის წინ, cosmia said:

ანუ ჯერ მორალი იყო და მერე კანონი ამას ამბობ თუ მორალი სხვა ოპერიდანაა და კანონის არსებობა უბრალოდ საჭიროებებიდან გამომდინარე გაჩნდა?

იდეაში როცა პირველ კანონს წერ, რაღაცაზე ხო უნდა აიღო ორიენტირი, ხოდა იღებ იმ დროს და ადგილას დომინანტ მორალურ პრინციპებზე. მთელი დასავლეთის თანამედროვე კანონმდებლობა მაგალითად ე.წ. "იუდეო-ქრისტიანული" მორალის პრინციპებს ემყარება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   15 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 12 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)