ფორუმელი Artie Posted 1 თებერვალი, 2021 Posted 1 თებერვალი, 2021 1 თებერვალი, ორშაბათი - შესანიშნავი დღე სიგარეტის მისატოვებლად. ვისაც გაქვთ ამის სურვილი, შემომიერთდით და ერთიანი ძალებით, ერთმანეთის მხარდაჭერით ბოლო მოვუღოთ ამ ერთი ციდა გაშტიკინებული ჯოხის პარპაშს. ერთიანად ან თანდათანობით, დოზების შემცირებით. გაერთიანება გაგვიადვილებს საქმეს. არ იუ ინ? დიდი ალბათობაა, რომ მზად არ იყოთ ან სურვილი არ გქონდეთ, მაააგრამ იქნებ მაინც... მაინც დაფიქრებულიყავით. პ.ს. ასეთი თემა თუა, მაპოვნინეთ რა და ეს დახურეთ ან წაშალეთ. მადლობელი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 1 თებერვალი, 2021 Posted 1 თებერვალი, 2021 (შესწორებული) მივესალმები ამ შესანიშნავ წამოწყებას აქვე მინდა დოჩანა გავიხსენო, ხომ არ იცით ამჟამად რას შვრება ამ კუთხით? Edited 1 თებერვალი, 2021 by საწყალი ოსვალდო რიოსი მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 1 თებერვალი, 2021 Author Posted 1 თებერვალი, 2021 (შესწორებული) @საწყალი ოსვალდო რიოსი საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ ალბათ ისევ სიგარეტის დემონთანაა ბრძოლაში ჩაბმული. იმედია ნაწილობრივ ვცდები და უკვე დაამარცხა. Edited 1 თებერვალი, 2021 by Artie Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 1 თებერვალი, 2021 Posted 1 თებერვალი, 2021 მიყვარს ესეთი თემები. მახსენდება რომ უკვე დავანებე წლებია და გახარბებთ უსიგარეტობით Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 1 თებერვალი, 2021 Posted 1 თებერვალი, 2021 მეც მიყვარს ასეთი თემები მახსენდება რომ საერთოდ 1 ღერიც არ მომიწევია და გახარბებთ @Artie დანებების სურვილიც უკვე ბევრს ნიშნავს .. შეუძლებელი არაფერია.. წარმატებები Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 1 თებერვალი, 2021 Posted 1 თებერვალი, 2021 მეც გავხსნი ოდესმე ტკბილის გადაგდების თემას ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი კარალიოკი Posted 1 თებერვალი, 2021 Posted 1 თებერვალი, 2021 @Artie დოზების შემცირება და რაღაცები არ გინდა უბრალოდ აღარ მოწიო მე ასე ვქენი. ძალიან გამიჭირდა ერთი ორი კვირა ალბათ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 1 თებერვალი, 2021 Author Posted 1 თებერვალი, 2021 10 საათის წინ, Moor said: მახსენდება რომ უკვე დავანებე წლებია და გახარბებთ უსიგარეტობით ნამდვილად მოსალოცი ამბავია. მე კიდევ ის მახსენდება, რომ მრავალი წელი არ ვეწეოდი, ვერავინ მაცდუნა. სანამ ჩემს ბიჭს არ ავყევი თამაშ-თამაშით. თუმცა სერიოზული მწეველი ალბათ უფრო სამსახურმა გამხადა. ჰაერივით მჭირდებოდა 5-წუთიანი შესვენებები. + სასიამოვნო საუბრებისა და თანამშრომლებთან დაახლოების საშუალებაც აღმოჩნდა და მსიამოვნებდა. :დ ორსულობისას და ლაქტაციის დროს შევწყვიტე, მაგრამ საშინლად მენატრებოდა თვეების შემდეგაც კი. ფსიქოლოგიური იყო. გარშემო სულ მწეველ ხალხს ვხედავდი. სამსახურში, ქუჩაში, სახლში, ფილმებში, სერიალებში. ყველგან ისინი იყვნენ. ლამის გავგიჟდი. @Holden Caulfieldმადლობა, ჰოლდენ. მოწევას რაც შეეხება: ასე გააგრძელე. 9 საათის წინ, marguerite said: მეც გავხსნი ოდესმე ტკბილის გადაგდების თემას გიგულშემატკივრებთ. 1 საათის წინ, Suliko said: დოზების შემცირება და რაღაცები არ გინდა უბრალოდ აღარ მოწიო მე ასე ვქენი. ძალიან გამიჭირდა ერთი ორი კვირა ალბათ მართალი ხარ. მეც ეგრევე ერთიანად დანებებას ვემხრობი. რამდენწლიანი სტაჟი გაქვს? ახლა საერთოდ არ გიჩნდება სურვილი? არც ფსიქოლოგიურად? Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა