Jump to content
×
×
  • Create New...

კობა ლურსნამაშვილმა 450 000 გაფლანგა ხარაგაულში აფითეატრის მოსაწყობად


Recommended Posts

  • ფორუმელი
კობა ლურსნამაშვილმა 450 000 გაფლანგა ხარაგაულში აფითეატრის მოსაწყობად admin Fri, 01/29/2021 - 00:35

ხარაგაულის ამფითეატრი ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა და ორი შეხვედრა ჩაატარა ამომრჩეველთან - მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ამპლუაში.

ამის შემდეგ, ამფითეატრი, რომლის “რეაბილიტაციაში” 450 ათასი ლარი დაიხარჯა, 5 წელია უფუნქციოა და ინგრევა.

 მაჟორიტარად ყოფნისას ლურსმანაშვილი ხელშეკრულებებს ავტოსატრანსპორტო მომსახურებისთვის უტენდეროდ უფორმებდა საკუთარ ძმას.

კობა ლურსმანაშვილი 2020 წელს ხელმეორედ გახდა ხარაგაულის მერი, მიუხედავად ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხებისა.

 შედარებისთვის, ეს თანხა აღემატება მუნიციპალიტეტის ბოლო სამი წლის ჯანდაცვის ბიუჯეტს. 

ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა (2013-2016) კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა მისი ბრძანებით გარემონტებული ამფითეატრი, რომლის რეაბილიტაციაც ადგილობრივ ბიუჯეტს 449,999 ლარი დაუჯდა. ორად-ორი შეხვედრა, რაც ამფითეატრში ჩატარდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის შეხვედრები იყო საკუთარ ამომრჩეველთან, 2016 წლის 17 სექტემბერს და 4 ოქტომბერს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ ქართულ ოცნებას ეს ფართი 2-2 საათით 100 ლარად დაუთმო, ამის შემდეგ შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი და ინგრევა.

რამდენიმე წლის შემდეგ აწ უკვე ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი აცხადებდა, რომ მან შენობა კარგ მდგომარეობაში ჩაიბარა და თუ ახლა შენობა ცუდ მდგომარეობაშია, ამის პასუხისმგებლობა მის შემცვლელ, მოქმედ გამგებელ ნიკოლოზ თოფურიძეს ეკისრებოდა

ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ამ საკითხზე პასუხისმგებლობას იხსნიდა და 2018 წელს ამბობდა, რომ ამფითეატრს თავიდან ვერ გაარემონტებს და ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა ამ განცხადების გაკეთებიდან 3 წლის თავზე, არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ამფითეატრის მდგომარეობაზე კობა ლურსმანაშვილი აგრეთვე ამბობდა 2018 წელს, რომ ეს ექსპერტებმა უნდა შეაფასონ და შესაძლოა ის სულაც არ არის ისეთ ცუდ მდგომარეობაში, როგორც გარეგნულად ჩანს.

საბოლოო ჯამში ამფითეატრის რეაბილიტაციაზე დახარჯული 450,000 ლარი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა ვინაიდან დღეს შენობა აბსოლუტურად უფუნქციოა და იქ არანაირი კვალი არ ჩანს იმისა, რომ ოდესმე იქ ამფითეატრი იყო. უფრო მეტიც, ის ინფრასტრუქტურა რომელიც ამ 450,000 ლარის დახარჯვით შეიქმნა ამ ამფითეატრში, ახლა სრულად განადგურებულია და შენობაში აღარაფერი აღარ არის. მიუხედავად ბიუჯეტის ასეთი მასშტაბური ფლანგვისა, კობა ლურსმანაშვილი 2020 წლის 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში ისევ იყრიდა ხარაგაულის მერობისთვის კენჭს და ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით მან 54% იანი მხარდაჭერით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კობა ლურსმანაშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის დროს მისი ბიურო ხარაგაულში აქტიურად უფორმებდა ხელშეკრულებებს მის ძმას ზურაბ ლურსმანაშვილს. კერძოდ: 2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე ასეთი 6 ხელშეკრულება არსებობს – 3,860 ლარის ღირებულების.

თავის დროზე დეპუტატ კობა ლურსმანაშვილის ძმამ, ზურაბ ლურსმანაშვილმა 2016 ბიზნესი სახელმწიფოს დახმარებით დაიწყო და მას 15 ათასი ლარი გამოუყვეს პროექტ “აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში. თუმცა, ზურაბ ლურსმანაშვილმა იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც ახლა მისი ბიზნესი მდებარეობს, მშენებლობა უკანონოდ დაიწყო, ხოლო ხარაგაულის მერიამ დეპუტატის ძმაზე, პრესტიჟულ ადგილას, იჯარით გასცა 917 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის წლიური გადასახადი სულ რაღაც 822 ლარია.

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-01/143161227_2874637392811692_3547584027213410115_o%20%281%29.jpgიანვარი 2021 2021 Author დავით მჟავანაძე

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, Moor said:

ხარაგაულის

 

13 საათის წინ, Moor said:

ამფითეატრი

 

13 საათის წინ, Moor said:

450 ათასი ლარი

:lool:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   146 all people including: 2 წევრი, 1 ანონიმური, 143 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(15)
    • YandexBot(3)
    • t-90
    • Freeman