ფორუმელი Moor Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 (შესწორებული) ადიქტური ქცევა არის დევიანტური (გადახრილი) ქცევა და არსებობს ადიქტური ქცევის მქონე ტიპის ფსიქოლოგიური თავისებურებები. ეს თავისებურებებია: დაბალი სტრესმედეგობა, ყოველდღიული პრობლემების გადაჭრის უნარის ნაკლებობა, გამძაფრებული არასრულფასოვნების კომპლექსი. ადიქტები გარეგნულად სოციალურები არიან, მაგრამ სინამდვილეში უჭირთ მყარი ემოციური კონტაქტები, ახასიათებთ სწრაფვა ფანტაზიისა და ტყუილისკენ, ახასიათებთ მუდმივად სხვების დადანაშაულების ჩვევა, ვექტორის გარეთ გატანა, პასუხისმგებლობებისგან და გადაწყვეტილების მიღებისგან გაქცევა. მათი ქცევა არის სტერეოტიპული და განმეორებითი. ყველა ადიქტს ახასიათებს დამოკიდებულება და მაღალი შფოთვა. ინდივიდი ხდება დამოკიდებული იმ წინასწარი მზაობით, რომ დამორჩილდეს ვინმეს, ან რამეს – ეს არის ვნება ან ლტოლვა იყოს ვინმეს ან რამის ტყვეობაში. ადიქტური ქცევა ყოველთვის არის პიროვნული და შემდეგ მოდის გენეტიკური, სოციალური ზედნაშენი. გარე ფაქტორები არის პირობები და საშუალებები, რომ გამჟღავნდეს ჩვენი შინაგანი ტენდენციები. ადიქტოლოგიის შესახებ ლიტერატურაში ყველაზე ხშირი მითითება არის ფსიქიკურ ინფანტილიზმზე, ეს მინიშნებაა იმაზე, რომ ინდივიდს აქვს დამოკიდებულების მოთხოვნილება. ეს ბავშვის ქცევაა, მას არ შეუძლია დამოუკიდებლობა, მოზრდილი ადამიანი მიისწრაფვის ავტონომიისკენ, მოწიფულობისკენ, მისთვის დამახასიათებელია არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების უნარი, მაგრამ ადიქტის შემთხვევაში ფსიქიკური ინფანტილიზმი იკვეთება, რაც ხშირ შემთხვევაში ბაზაა არა მხოლოდ ადიქციისთვის, არამედ სხვა ფსიქიკური აშლილობებისათვის. Edited 19 თებერვალი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 54 minutes წინ, Moor said: დაბალი სტრესმედეგობა, ყოველდღიული პრობლემების გადაჭრის უნარის ნაკლებობა, გამძაფრებული არასრულფასოვნების კომპლექსი. ადიქტები გარეგნულად სოციალურები არიან, მაგრამ სინამდვილეში უჭირთ მყარი ემოციური კონტაქტები, ახასიათებთ სწრაფვა ფანტაზიისა და ტყუილისკენ, ახასიათებთ მუდმივად სხვების დადანაშაულების ჩვევა, ვექტორის გარეთ გატანა, პასუხისმგებლობებისგან და გადაწყვეტილების მიღებისგან გაქცევა. მათი ქცევა არის სტერეოტიპული და განმეორებითი. ყველა ადიქტს ახასიათებს დამოკიდებულება და მაღალი შფოთვა. ადიქტები ამას ვერ წაიკითხავენ, არ წაიკითხავენ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა