ფორუმელი Damnoc Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 ვინ ადევნებთ თვალს და რას ფიქრობთ? ვინც ვერ ერკვევით ამ ამბებში ძალიან მარტივად ვეცდები ავხსნა: ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არის ორნაირი მოქმედება long და short. long: არის როცა ყიდულობ ქაღალდებს (არა-ფიზიკურებს უმეტეს შემთხვევაში) და გაქვს, ალბათ იმის იმედით რომ ოდესმე უფრო ძვირად გაყიდი. short: არის როცა სესხულობ ქაღალდებს და მაშინვე ყიდი, იმის იმედით რომ როცა უკან გექნება დასაბრუნებელი უფრო იაფი იქნება, ამ აღებული ფულით გაისტუმრებ ვალს და ხინკლის ფულიც დაგრჩება. Reddit-ზე არის შენ*რეულების ბუდე სახელად r/WallStreetBets, ამათი ძირითადი საქმიანობაა ვაჭრობასთან დაკავშირებით ცუდი რჩევების გაცემა და ზოგადი *ლეოპრო*აობა ფინანსურ სფეროში, ამ ყველაფერს სიყვარულით ვამბობ ოღონდ, სამყარო ცოტა უფრო ნათელია იმის გამო რომ ეგ არსებობს საქმე იმაშია რომ ეს ჯგუფი არის საკმაოდ დიდი, ანუ თუ რაღაცაზე შეთანხმდნენ ბაზარზე საკმაოდ დიდი ტალღების აგორება შეუძლიათ კოლექტიურად. GameStop არის ამერიკაში ვიდეოთამაშების ფიზიკური მაღაზიების ქსელი, რომლის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, იმის გამო რომ ვიდეოთამაშების სფეროში ფიზიკურად საყიდელი პროდუქტების სია სწრაფად იკლებს. ამათი აქციების ფასი საკმაოდ დაბალ დონეზე ტივტივებდა და ამ დროს ვოლ სტრიტის ორმა საკმაოდ დიდმა ფონდმა გაიბლატავეს რომ ჩვენ ამ საქმეში ვერკვევით და ამ აქციებს ვ-short-ავთო, ანუ ვწინასწარმეტყველებთ რომ კიდევ უფრო გაიაფდება და კომპანია დასუსტდებაო. ამ დროს რედითის ბუდიდან შეამჩნიეს რომ ამ აქციებზე short პოზიციები იყო არსებული აქციების 120%, ანუ ძალიან ბევრი ფსონი იყო ჩამოსული იმაზე რომ გაიაფდებოდა, მაგრამ ამაში არის ერთი "ფიშკა". short-ის არსი ხომ არის ის რომ ისესხე ქაღალდები, გაყიდე და მომავალში უნდა დააბრუნო, ხოდა როცა ნასესხებია არსებული ქაღალდების 120% იცი რომ მომავალში ამ ფსონის ჩამომსვლელს დასჭირდება ძალიან ბევრის ყიდვა რომ "ჩაასესხოს" და გადაიხდის იმდენს რამდენიც საბაზრო ფასი იქნება. ხოდა მოკლედ ეს ვაჟკაცები (r/WallStreetBets) ადგნენ, იყიდეს არსებული აქციები რაც იყო ბაზარზე და ჩაიდეს ჯიბეში ამ პირობებში ვისაც ჩასასესხებელი აქვს მოუწევს რა ფასადაც არ უნდა იყოს იყიდოს ამათგან, და ეს "რა ფასადაც" არის 20 დოლარიდან ასული თითქმის 400-ზე. ანუ ვინც short ფსონს ჩამოვიდა, როცა გასტუმრების დრო მოუვა, დაკარგავს ამ ფსონზე ჩამოსული ფულის 2000%-ს, იმიტომ რომ გაყიდა 20 დოლარად და რომ დააბრუნოს უწევს რომ იყიდოს 400-ად tl:dr ინტერნეტელების ჯგუფმა ჭკუა ასწავლა ვოლ სტრიტის ორ მსუქან ფონდს და ამ პროცესში დიდი ალბათობით ბევრმა კარგი ფულიც გააკეთა. ეს ყველაფერი საინტერესო არის იმიტომ რომ საერთოდ იმას შეუძლია ბაზრის მანიპულირება და ამით ფულის გაკეთება ვისაც უკვე დიდი ფული აქვს, მაგრამ ამჯერად ინტერნეტ დარეხვილების დიდმა ბანდამ კოლექტიურად მოწველეს ვოლ სტრიტის ორი დიდი ფონდი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Cringy Posted 28 იანვარი, 2021 Posted 28 იანვარი, 2021 17 საათის წინ, Damnoc said: ინტერნეტ დარეხვილების დიდმა ბანდამ ყველანი ინტერნეტ დარეხვილები არ ვართ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 29 იანვარი, 2021 Author Posted 29 იანვარი, 2021 6 საათის წინ, Cringy said: ყველანი ინტერნეტ დარეხვილები არ ვართ? მაგარი ამბებია აგორებული თან, მგონი ერთერთი ისტორიული მოვლენაა, როცა რიგითმა ნ*რეველებმა აღმოვაჩინეთ რომ შეგვიძლია ღმერთს ვადინოთ სისხლი . . . ეკონომიკურად Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Grinch Posted 29 იანვარი, 2021 Posted 29 იანვარი, 2021 მაგარი თემაა, დამაინტერესა. One man’s toxic sludge is another man’s potpourri Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 29 იანვარი, 2021 Author Posted 29 იანვარი, 2021 5 საათის წინ, Grinch said: მაგარი თემაა, დამაინტერესა. კი, დღევანდელი სიტუაციის ბევრ ნაწილს აშუქებს. მაგალითად ის რომ როცა ფინანსურ სფეროში შენს სიტყვას წონა აქვს, შეგიძლია ძალიან მარტივად გამოიყენო ფულის მოსაჭრელად, რის გაკეთებასაც ეგ ფონდები ცდილობდნენ. წინასწარ დაიჭირე დიდი short პოზიცია, გამოდი და საჯაროდ დაა*ვი ინდუსტრიას ან კონკრეტულ კომპანიას, შენი შემხედვარე ხალხი ვისაც უჭირავს ეგ აქციები გაყიდის და განსხვავებას ჩაიკუჭავ ჯიბეში. ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო მაგის ამ კოვიდიანობის დასაწყისში Ackerman-ის გამოსვლა. როცა ტიპმა იბაზრა პირდაპირ ეთერში ყველაფერს დედა ეტირება და სასტუმროები 0-ზე ჩამოვაო. მერე გაირკვა რო ამ გამოსვლის შედეგებიდან იმისმა კომპანიამ 2 მილიარდი მოგება მოჭრა. Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 29 იანვარი, 2021 Posted 29 იანვარი, 2021 2 საათის წინ, Damnoc said: კი, დღევანდელი სიტუაციის ბევრ ნაწილს აშუქებს. მაგალითად ის რომ როცა ფინანსურ სფეროში შენს სიტყვას წონა აქვს, შეგიძლია ძალიან მარტივად გამოიყენო ფულის მოსაჭრელად, რის გაკეთებასაც ეგ ფონდები ცდილობდნენ. წინასწარ დაიჭირე დიდი short პოზიცია, გამოდი და საჯაროდ დაა*ვი ინდუსტრიას ან კონკრეტულ კომპანიას, შენი შემხედვარე ხალხი ვისაც უჭირავს ეგ აქციები გაყიდის და განსხვავებას ჩაიკუჭავ ჯიბეში. ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო მაგის ამ კოვიდიანობის დასაწყისში Ackerman-ის გამოსვლა. როცა ტიპმა იბაზრა პირდაპირ ეთერში ყველაფერს დედა ეტირება და სასტუმროები 0-ზე ჩამოვაო. მერე გაირკვა რო ამ გამოსვლის შედეგებიდან იმისმა კომპანიამ 2 მილიარდი მოგება მოჭრა. ეგ სისტემა სულ ეგრე მუშაობდა, არა? არკვევ საპლაი/დიმენდს და შორტავ ან ლონგავ. თვითონ ბირჟებიც მაიმუნობენ ხოლმე ლიკვიდაციებს. მანდ ახალი და საინტერესოა, ონლაინ ქომიუნითების დონეზე გადაჯგუფე ლიფსიტობიდან ზვიგენებად Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 30 იანვარი, 2021 Author Posted 30 იანვარი, 2021 12 საათის წინ, Georgia said: ეგ სისტემა სულ ეგრე მუშაობდა, არა? არკვევ საპლაი/დიმენდს და შორტავ ან ლონგავ. ილეთები იხვეწება თორე შორთვა და ლონგვა დიდი ხანია უკვე სურათშია კი Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 30 იანვარი, 2021 Posted 30 იანვარი, 2021 4 საათის წინ, Damnoc said: ილეთები იხვეწება თორე შორთვა და ლონგვა დიდი ხანია უკვე სურათშია კი ონლაინ გადაჯგუფებები ალბათ. თორე ის დიდი ფონდებიც ხშირად ლიფსიტების გულითაა გატენილი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა