ფორუმელი Chigurh Posted 27 იანვარი, 2021 Author Posted 27 იანვარი, 2021 18 რაფაელს მიყიდის წლის ბოლომდე საფრანგეთი საბერძნეთს. 2.5 მილარდი კონტრაქტის ფასი, აქედან 8 მეორადია და მალევე მიიღებენ, დანარჩენ 10 ახალს წლის ბოლომდე. უსაურად არც ესენი სხედან Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Deutschland Posted 27 იანვარი, 2021 Posted 27 იანვარი, 2021 3 საათის წინ, Chigurh said: თურქეთი და ირანი ნუ ეს ორი კარგი, მაგრამ 3 საათის წინ, Chigurh said: საქართველო ამან ჯერ თავისი ეკონომიკის აღდგენაზე რომ იფიქროს არა ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 27 იანვარი, 2021 Posted 27 იანვარი, 2021 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 27-28 იანვარს ეწვევა 27 იანვარი, 2021, 14:27 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის შემდეგ საქართველოს ეწვევა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი. ვიზიტი 27-28 იანვარს შედგება რეგიონალური ტურნეს ფარგლებში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. განსახილველ საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. 26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დავით ზალკალიანს კორონავირუსი აქვს. ზარიფი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. საქართველოში ვიზიტამდე მოჰამად ჯავად ზარიფი იმყოფებოდა აზერბაიჯანსა და რუსეთში. ამჟამად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანშია, სადაც დღეს შეხვდება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს. რეგიონული ტურნეს დაწყებამდე მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ეწვევა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებას და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა,საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, აქბარ ყასემი. მისი თქმით, აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთში, საქართველოსა და თურქეთში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტმა შესაძლოა, გარდატეხა შეიტანოს მნიშვნელოვანი პროცესების განვითარებაში რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და განმტკიცების მიმართულებით. „საქართველოსა და ირანს შორის ბოლო წლების ურთიერთობებში არსებული დინამიკა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ზოგიერთ ეტაპზე, შენელების პირისპირ აღმოჩნდა. ამჟამად ქვეყნები სრულიად ახლებური მოცემულობის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელიც კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის ბოლო 44 დღიანი კონფლიქტის დარეგულირებიდან მომდინარეობს. ასეთ ვითარებაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს თანხვედრით, პირველ ეტაპზე შესაძლებელია 1+3 ფორმატის პლატფორმის სახით, შემდეგ კიდევ ორი წევრის მიერთებით, რუსეთისა და თურქეთის სახით, მისი არეალი უფრო გაფართოვდეს და რეგიონულ პროცესებთან დაკავშირებით შეიქმნას ფართო პლატფორმა ირანის, სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით 3+3 ფორმატის ფარგლებში და პერიოდული რეგულარული კონსულტაციების საშუალებით, ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების ფართო და მრავალფეროვანი სპექტრი და ახალი რეგიონალური ინტეგრაცია ამ რეგიონის მოსახლეობის საერთო მიზნების შესაბამისად მიმართული იქნას კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარების და კეთილდღეობისაკენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული სიძნელეები, მათ შორის ირანელი და ქართველი გადამზიდავების საკითხი, ირანელი ბიზნესმენებისა და ინვესტორების კაპიტალთან მიმართებაში გაუმჭვირვალე მიდგომებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრა და ასევე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგები – ეს ის საკითხებია, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია მხარეთა ოფიციალური პირების გონივრული მიდგომებით“, – აცხადებს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი. ეს ინფო ვიზიტთან დაკავშირებით. პარალელურად ქართველებს საზღვარზე პრობლემები აქვთ ირანში საქართველოს საკონსულო ქვეყნის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ ირანის საზღვარზე შეჩერებული სატვირთო მანქანების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც მართავენ საქართველოს მოქალაქეები, ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში, გვაქვს კომუნიკაცია ირანის შესაბამის სამსახურებთან, ასევე თავად მძღოლებთან და გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ამ დროისთვის ირანულმა მხარემ დაიწყო შეჩერებული ტრანსპორტის გატარება, მათმა ნაწილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და დარჩენილი ნაწილის გამოშვება ეტაპობრივად მოხდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი NataNostalgia Posted 27 იანვარი, 2021 Posted 27 იანვარი, 2021 1 საათის წინ, Deutschland said: 4 საათის წინ, Chigurh said: საქართველო ამან ჯერ თავისი ეკონომიკის აღდგენაზე რომ იფიქროს არა ? დიახ,აბა რაა,აბა რააა...თამამად და მტკიცედ უნდა იფიქროს თავის ინტერესებზე,ეკონომიკაზე...! 4 საათის წინ, Seth said: ქართული სახელმწიფოებრიების პოზიციიდან თუ შევხედავთ - დიახ, არის უსახური ქანქურა. თუ მისი პირადი ინტერესების დაცვის პოზიციიდან შევხედავთ - არა, არ არის უსახური ქანქურა. შევაჯამოთ ბატონო Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 27 იანვარი, 2021 Posted 27 იანვარი, 2021 2 საათის წინ, Eric said: ბენი სადღა დაიკარგა? ჰოჯეს! ელოდება , .... ახლოს მოუშვებს და მერე ერთიანად დაცხებს ... ისე, ... სამი ერთმანეთთან ნაომარი ტერმინატორის ერთი დროშის ქვეშ ბრძოლის ველზე გამოყვანა, ესეიგი საწინააღმდეგო მხრიდან ულტრა თანამედროვე ტერმინატორის შემოტევას ელოდენიან ??? ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 27 იანვარი, 2021 Posted 27 იანვარი, 2021 3 საათის წინ, Eric said: ამასთან ეს ტრამპის პერიოდის კონფიგურაციაა. ეხლა კი პოსტტრამპისეულ პერიოდში ვართ, ჩქარობენ ბიჭები? დაურეკავს წუხელ ჯოს ბოტოქსიანი ბიჭისთვის (რაღა ბიჭია , მაგა ჯოსთან შედარებით ვამბობ) ჰო და, - მანდ რაღაცეების ხლართვას შეეშვით, არ ჩამომიუვანოთო ბიძია თორე ცუდად წაგივათ საქმეო ისაო, ესაო და უკრებსაც შეეშვიო, მარა ჩვენზე ხმა არ ამოუღია ... ეს ჩვენი "პოლიტ-ელიტა" დილიდან წუწუნებენ, თავმჯდომარეს აბრალიან ... მოკლედ უიმედობაა აქეთ მხარეს ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 27 იანვარი, 2021 Author Posted 27 იანვარი, 2021 ? ?? საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი: "სამშვიდობო პლატფორმები ყოველთვის მნიშვნელოვანია და ის უნდა შეიქმნას საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ამ რეგიონში. ჩვენ არ ვიქნებით იმ პლატფორმის წევრი, რომელშიც ოკუპანტი, რუსეთი იქნება.‼️‼️ პირველი განცხადება Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 27 იანვარი, 2021 Posted 27 იანვარი, 2021 3 minutes წინ, Chigurh said: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი: "სამშვიდობო პლატფორმები ყოველთვის მნიშვნელოვანია და ის უნდა შეიქმნას საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ამ რეგიონში. ჩვენ არ ვიქნებით იმ პლატფორმის წევრი, რომელშიც ოკუპანტი, რუსეთი იქნება. აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს :დ როგორც ყოველთვის დიდი გამოცდა ელის ამ პოზიციას... არ არის ცუდი განცხადება, მთავარია რამე ედგეს უკან :დ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა