Jump to content
×
×
  • Create New...

NDI-ის კვლევით, 1 წელიწადში "ოცნების" მხარდაჭერა 1,5-ჯერ გაიზარდა, "ნაციონალური მოძრაობის" 2,5-ჯერ შემცირდა


Recommended Posts

  • ფორუმელი

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 25 იანვარს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტი სხვადასხვა საკითხების, მათ შორის, ეკონომიკის, მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის მართვის, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობისა და 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ მოქალაქეების განწყობებს ასახავს.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი წინა, აგვისტოს კვვლევასთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 39%-დან 32%-მდე შემცირდა იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის აზრით კი – საქართველო საერთოდ არ იცვლება.

კვლევა NDI-ისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ  ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-1.1%-ია.

ეკონომიკა

სამუშაო ადგილები (46%), სიღარიბე (37%), ინფლაცია (31%), ტერიტორიული მთლიანობა (22%), კოვიდ-19 (16%) და განათლება (11%), რეპონდენტებმა ეროვნული მნიშნველობის საკითხებად დაასახელეს. მათ სამი სასურველი პასუხის არჩევის უფლება ჰქონდათ.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 32% ამბობს, რომ მათი ოჯახის კეთილდღეობის მაჩვენებლი გაუარესდა; 23%-ის თქმით, უკეთესობისკენ შეიცვალა; 45%-ის განცხადებით კი – იგივე დარჩა.

გამოკითხულების 59% (67% 2020 წლის აგვისტო) ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს, 45% (33% 2020 წლის აგვისტო), ფასების ზრდას, 28% (22% 2020 წლის აგვისტო) სიღარიბეს, 27% (18% (2020 წლის აგვისტო) ლარის გაუფასურებას.

ევროკავშირი და ნატო

ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას რესპონდენტების 80% ემხრობა (76% 2020 წლის აგვისტო), 8%-ისთვის მიუღებელია, 12%-მა კი – არ იცის. ბლოკში გაერთიანებას უფრო მეტად (84%) 18-34 წლის ახალგაზრდები ემხრობიან.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება მისაღები გამოკითხულების 74%-ისთვის (69% 2020 წლის ივნისი) არის, 9% ნატოში ინტეგრაციას არ ემხრობა, 16%-მა არ იცი. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების იდეასაც უმეტესად (78%) 18-34 წლის ასაკის ახალაზრდები ემხრობიან.

გაგრძელება იქნება…

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, ბოლო 1 წელიწადში, პანდემიის შემდეგ "ქართული ოცნების" რეიტინგი 1,6-ჯერ გაიზარდა, "ნაციონალური მოძრაობის" კი 2,6-ჯერ შემცირდა. ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც 2020 წლის დეკემბრის პერიოდს მოიცავს, დღეს გახდა ცნობილი, წინა კვლევა კი 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. ბოლო კვლევას წინასთან მეთოდოლოგიაც განასხვავებს - პანდემიის გამო ინტერვიუები ტელეფონით ტარდება.

 
2EA625AB-A1C6-4EDE-833D-41C3CD8D7043_w10
 
კვლევის მიხედვით, თუკი 2019 წლის ბოლოს "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 19 პროცენტი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 31-მდეა გაზრდილი. "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში მხარდაჭერის მაჩვენებელი 13 პროცენტიდან 5 პროცენტამდეა შემცირებული. ბოლო კვლევაში, ისევე, როგორც სხვა წინა კვლევებშიც, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს პასუხს "არ ვიცი, არცერთი პარტია, უარი პასუხზე".
1b261971-09ba-419b-bde6-94fa375208cb_w65

კვლევა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი "შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით" უკავშირდებოდნენ. შედეგები წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.

 

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მთლიანი კვლევა ქართულად  - 

NDI Georgia_December 2020 poll_Geo_final.pdf

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Moor said:

სამუშაო ადგილები (46%), სიღარიბე (37%), ინფლაცია (31%),

 

3 საათის წინ, Moor said:

ტერიტორიული მთლიანობა (22%),

 

3 საათის წინ, Moor said:

კოვიდ-19 (16%)

 

3 საათის წინ, Moor said:

განათლება (11%)

 

1. კუჭი

2. სამშობლო

3. ჯანმრთელობა

4. ინტელექტი

 

კანონზომიერია იმჰო.

 

აი როდესაც ასე დალაგდება:

1-2. კუჭი 

1-2. ინტელექტი

3. ჯანმრთელობა

4. სამშობლო

შეიძლება ფიქრი იმაზე რომ ოდესღაც რაღაც შეიძლება გვეშველოს.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share