ფორუმელი Moor Posted 25 იანვარი, 2021 Author Posted 25 იანვარი, 2021 აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 25 იანვარს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტი სხვადასხვა საკითხების, მათ შორის, ეკონომიკის, მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის მართვის, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობისა და 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ მოქალაქეების განწყობებს ასახავს. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 38% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი წინა, აგვისტოს კვვლევასთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 39%-დან 32%-მდე შემცირდა იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის აზრით კი – საქართველო საერთოდ არ იცვლება. კვლევა NDI-ისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-1.1%-ია. ეკონომიკა სამუშაო ადგილები (46%), სიღარიბე (37%), ინფლაცია (31%), ტერიტორიული მთლიანობა (22%), კოვიდ-19 (16%) და განათლება (11%), რეპონდენტებმა ეროვნული მნიშნველობის საკითხებად დაასახელეს. მათ სამი სასურველი პასუხის არჩევის უფლება ჰქონდათ. კვლევის თანახმად, რესპონდენტების 32% ამბობს, რომ მათი ოჯახის კეთილდღეობის მაჩვენებლი გაუარესდა; 23%-ის თქმით, უკეთესობისკენ შეიცვალა; 45%-ის განცხადებით კი – იგივე დარჩა. გამოკითხულების 59% (67% 2020 წლის აგვისტო) ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მთავარ გამოწვევად უმუშევრობას ასახელებს, 45% (33% 2020 წლის აგვისტო), ფასების ზრდას, 28% (22% 2020 წლის აგვისტო) სიღარიბეს, 27% (18% (2020 წლის აგვისტო) ლარის გაუფასურებას. ევროკავშირი და ნატო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას რესპონდენტების 80% ემხრობა (76% 2020 წლის აგვისტო), 8%-ისთვის მიუღებელია, 12%-მა კი – არ იცის. ბლოკში გაერთიანებას უფრო მეტად (84%) 18-34 წლის ახალგაზრდები ემხრობიან. კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება მისაღები გამოკითხულების 74%-ისთვის (69% 2020 წლის ივნისი) არის, 9% ნატოში ინტეგრაციას არ ემხრობა, 16%-მა არ იცი. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების იდეასაც უმეტესად (78%) 18-34 წლის ასაკის ახალაზრდები ემხრობიან. გაგრძელება იქნება… წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 25 იანვარი, 2021 Posted 25 იანვარი, 2021 (შესწორებული) "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, ბოლო 1 წელიწადში, პანდემიის შემდეგ "ქართული ოცნების" რეიტინგი 1,6-ჯერ გაიზარდა, "ნაციონალური მოძრაობის" კი 2,6-ჯერ შემცირდა. ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც 2020 წლის დეკემბრის პერიოდს მოიცავს, დღეს გახდა ცნობილი, წინა კვლევა კი 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. ბოლო კვლევას წინასთან მეთოდოლოგიაც განასხვავებს - პანდემიის გამო ინტერვიუები ტელეფონით ტარდება. კვლევის მიხედვით, თუკი 2019 წლის ბოლოს "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 19 პროცენტი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 31-მდეა გაზრდილი. "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში მხარდაჭერის მაჩვენებელი 13 პროცენტიდან 5 პროცენტამდეა შემცირებული. ბოლო კვლევაში, ისევე, როგორც სხვა წინა კვლევებშიც, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს პასუხს "არ ვიცი, არცერთი პარტია, უარი პასუხზე". კვლევა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი "შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით" უკავშირდებოდნენ. შედეგები წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია. Edited 25 იანვარი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 25 იანვარი, 2021 Author Posted 25 იანვარი, 2021 (შესწორებული) მთლიანი კვლევა ქართულად - NDI Georgia_December 2020 poll_Geo_final.pdf Edited 25 იანვარი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 25 იანვარი, 2021 Posted 25 იანვარი, 2021 3 საათის წინ, Moor said: სამუშაო ადგილები (46%), სიღარიბე (37%), ინფლაცია (31%), 3 საათის წინ, Moor said: ტერიტორიული მთლიანობა (22%), 3 საათის წინ, Moor said: კოვიდ-19 (16%) 3 საათის წინ, Moor said: განათლება (11%) 1. კუჭი 2. სამშობლო 3. ჯანმრთელობა 4. ინტელექტი კანონზომიერია იმჰო. აი როდესაც ასე დალაგდება: 1-2. კუჭი 1-2. ინტელექტი 3. ჯანმრთელობა 4. სამშობლო შეიძლება ფიქრი იმაზე რომ ოდესღაც რაღაც შეიძლება გვეშველოს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა