ფორუმელი Moor Posted 24 იანვარი, 2021 Posted 24 იანვარი, 2021 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები გაყალბებულად მიიჩნევენ, საქართველოში არ ცხრება დისკუსია იმის თაობაზე, ხელისუფლების მიმართ სრული უკმაყოფილებისა და სოციალურ ქსელებში მგზნებარე აღშფოთების მიუხედსავად, საქართველოში მოსახლეობის უკმაყოფილო ნაწილი რატომ არ გამოდის ქუჩაში და მაინცდამაინც ბევრს არაფერს კეთებს ხელისუფლების შესაცვლელად, რომლითაც ასე უკმაყოფილოა. ამის გაკეთება რომ ძალიან რთულია არჩევნების გზით, ეს 31 ოქტომბერს უკვე გვიჩვენეს. თითქოსდა საქართველო ჯერ კიდევ არ არის რუსეთი – საქართველოში დემონსტრაციები არ არის აკრძალული, Facebook- ზე გამოქვეყნებული პოსტებისთვის არავის იჭერენ, მუშაობს ოპოზიციური არხები, სადაც ხელისუფლება შეგიძლია ლანძღო კვირაში 7 დღე და 24 საათის განმავლობაში. ამის მიუხედავად, ნაცვლად იმისა, რომ აქტიურად გამოთქვან საკუთარი მოსაზრება და პოზიცია, ადამიანებს ქვეყნის დატოვება ურჩევნიათ. ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში ხდება. რატომ? მიზეზი პირველი – ხელისფლების შეცვლის ტრადიცია საქართველოში ჩვენი ისტორიული “ბექგრაუნდი” ისეთია, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლება ყოველთვის ერთ ადამიანთან ასოცირდებოდა და ხელისუფლებაში მყოფი ადამიანის შეცვლა მხოლოდ სხვა პიროვნებას შეეძლო. იყო პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია – მოვიდა ედუარდ შევარდნაძე. მოგვიანებით იგი მიხეილ სააკაშვილმა გააძევა. ის კი – ბიძინა ივანიშვილმა. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის აზრით, პროტესტი წარმატებული მხოლოდ ლიდერის, თუ გნებავთ ბელადის არსებობის შემთხვევაში იქნება. ვინც ყველაფერი იცის, ვისაც ყველაფერი შეუძლია, ყველას მაგივრად იმოქმედებს და ყველას მაგივრად იფიქრებს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მცდელობაც კი არ ღირს. ივანიშვილის გაძევება მხოლოდ ახალ სუპერგმირს შეუძლია. მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისთვის ის კვლავ ყოვლისშემძლე სუპერგმირია. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ე.წ. “მიშისტები” უმცირესობას წარმოადგენენ. დანარჩენი მოსახლეობა, მათ შორის მთავრობით უკმაყოფილოები, მას ლიდერად არ ცნობს და ზოგს იგი სძულს კიდეც. რა ხდება ქართულ ოპოზიციაში – ვინ შევა პარლამენტში? „მე ხმა ქართულ ოცნებას მივეცი“ VS „მე ხმა ოპოზიციას მივეცი“. ქართველ ამომრჩეველთა მონოლოგები კომენტარი: საქართველოში მენტალური განსხვავება ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფს შორის რადგანაც ახალ პოტენციურ “ბელადს” ვერ ხედავენ, ასეთი ადამიანები სახლში დარჩებიან და საპროტესტოდ არ გამოვლენ, რაც არ უნდა დაუშავოს ხელისუფლებამ. ეს არის რადიკალური განსხვავება ქართველებსა და, მაგალითად, უკრაინელებს შორის, რომლებსაც არ სჭირდებოდათ ლიდერები იმისთვის, რომ გამოსულიყვნენ. მაიდანზე არაერთხელ მინახავს, რომ როდესაც ხალხს ლიდერები მიმართავდნენ, მომიტინგეების უმეტესობა გულგრილი იყო მათ მიმართ, დასცინოდა ან უსტვენდა კიდეც. უკრაინელებს განსხვავებული ისტორიული “ბექგრაუნდი” და და თვითორგანიზების ტრადიციაც აქვთ. მაიდანზე სისხლისღვრის შემდეგ დასავლელმა შუამავლებმა პროტესტის ლიდერებს აიძულეს ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე, რომლის თანახმად იანუკოვიჩი პრეზიდენტად წლის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო. როდესაც ამის შესახებ მაიდანზე გამოაცხადეს, გამოვიდა კაცი გვარად პარასიუკი და განაცხადა, რომ მას ეს შეთანხმება არ აინტერესებს და არსად წასვლას არ აპირებს. მაიდანმა მას მხარი დაუჭირა. იანუკოვიჩი იმავე ღამეს გაიქცა. მაგალითად, საქართველოში, ბოლო დიდი ოპოზიციური აქციის ბევრმა მონაწილემ გამოთქვა უკმაყოფილება ლიდერების მიმართ – იმის გამო რომ გეგმა არ გააჩნდათ და აქციაზე არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. თუმცა, მაგალითად ის, რომ არ დაშლილიყვნენ ლიდერების მოწოდების მიუხედავად, ანუ საკუთარი გონებით და საკუთარი ინიციატივით ემოქმედათ, აზრად არავის მოსვლია. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგალითად, ახალგაზრდებმა თვითორგანიზება კარგად ისწავლეს. ჩვენ ეს ვნახეთ ჯერ თბილისში წყალდიდობის დროს, შემდეგ ”ბასიანის” საპროტესტო აქციებისა და სარალიძის საქმეზე საპროტესტო გამოსვლების დროს. მაგრამ აქ ჩვენი საზოგადოების პასიურობის კიდევ ერთ მიზეზთან მივდივართ. ფოტო: დავით ფიფია, JAMnewsმეორე მიზეზი – ნიჰილიზმი ახალგაზრდობაში როგორც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებმა აჩვენა, ისევე როგორც ახალგაზრდობის წინა საპროტესტო აქციებმა, ახალგაზრდებს არ სჭირდებათ “ქარიზმატული” ლიდერები აქტიური ბრძოლისთვის. სხვა საქმეა ის, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო, ახალგაზრდები არ გამოდიან რომელიმე პარტიის ან ხელისუფლების შეცვლის იდეის მხარდასაჭერად. ამას საკმაოდ მარტივი მიზეზი აქვს. ვარდების რევოლუციიდან უკვე 18 წელი გავიდა. ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელისუფლებაში 8 წელზე მეტია არიან. 20-25 წლისების თაობას უბრალოდ არ ახსოვს დრო, როდესაც ქვეყანა სწრაფად იცვლებოდა უკეთესობისკენ. “სააკაშვილის რეფორმების” თემა ამ თაობისთვის არ არსებობს. ყველაფერი, რაც ამ რეფორმებმა მოიტანა – უნივერსიტეტებში კორუფციის არარსებობა, ქუჩაში უსაფრთხოება, მეტნაკლებად განვითარებული ინფრასტრუქტურა და ა.შ. – მათთვის ყოველთვის იყო. ეს ყველაფერი მათ მიერ არა მიღწევად, არამედ მოცემულობად აღიქმება. დღევანდელი პრობლემები კი, ახალგაზრდების თავლთახედვით, ყოველთვის იყო. ახლა ყველაფერი ცუდადაა, ადრეც, მათი გაგებით, ასევე ცუდად იყო. ეს ნიშნავს, რომ იმედი არ არსებობს და უმჯობესია ემიგრაციის შესაძლებლობა ეძებონ. ჩვენ, “ხანდაზმულებმა”, ვიცით, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანა თავის დროზე და ვხედავთ პოტენციალს, რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ რადიკალურად შეიცვალოს. ისინი ამას ვერ ხედავენ. მათ უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობის არ სჯერათ. ყოველ შემთხვევაში, რომ ამის გაკეთება ახლანდელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ. საქართველოში საკუთარი ალექსეი ნავალნი არ გამოჩენილა, რომელსაც კრეატიული ფორმით შეძლებდა ახალგაზრდებისთვის ბრძოლის აუცილებლობა აეხსნა. ზურაბ ჯაფარიძე ერთადერთია, ვინც ამას ცდილობს და საკმაოდ კარგად გამოსდის. თუმცა მისი დღის წესრიგი – ლიბერტარიანული იდეები და მარიხუანას ლეგალზიაცია, საკმაოდ ვიწროა საიმისოდ, რომ ახალგაზრდები მასობრივად აიყოლიოს. ასე რომ, ჩვენს ქვეყანაში თაობების ცვლილება არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენ გვინდა და ახალი თაობა ჩვენთან არა ბარიკადებზე მიდის, არამედ ნიჰილისტების რიგებს უერთდება, ვისაც არავის და არაფრის სჯერა და ქვეყნიდან გაქცევაზე ოცნებობს. ეს იმ დროს, როდესაც ახალგაზრდობა ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი და პროგრესული პოლიტიკური ძალების მთავარი მოკავშირე უნდა იყოს. ჩემი აზრით, ეს ჩვენი მომავლისთვის მთავარი გამოწვევაა. თუმცა მე ოპტიმისტი ვარ და არა იმიტომ, რომ საკუთარი თავის მოტყუება მინდა. საზოგადოების განვითარების კანონები ფიზიკის კანონებივით ურყევია და ადრე თუ გვიან, როდესაც ეს ნიჰილიზმი გადაილახებას, ამას აუცილებლად ისეთი ზვავი მოჰყვება, რომელიც ამ დრომოჭმულ “მმართველობას” წალეკავს. წყარო: JAMnews Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 24 იანვარი, 2021 Posted 24 იანვარი, 2021 25 minutes წინ, Moor said: მაიდანზე სისხლისღვრის შემდეგ დასავლელმა შუამავლებმა პროტესტის ლიდერებს აიძულეს ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე, რომლის თანახმად იანუკოვიჩი პრეზიდენტად წლის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო. როდესაც ამის შესახებ მაიდანზე გამოაცხადეს, გამოვიდა კაცი გვარად პარასიუკი და განაცხადა, რომ მას ეს შეთანხმება არ აინტერესებს და არსად წასვლას არ აპირებს. მაიდანმა მას მხარი დაუჭირა. იანუკოვიჩი იმავე ღამეს გაიქცა. დასტოვა ანალიტიკური სტატიების წერა! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 24 იანვარი, 2021 Posted 24 იანვარი, 2021 (შესწორებული) 1 საათის წინ, Moor said: რადგანაც ახალ პოტენციურ “ბელადს” ვერ ხედავენ ბელადის კულტი აღარ მუშაობს, ეს ერთი და ოპოპოლიტსპექტრს მხარს არ უჭერს თბილისის ემირატი, ყოველშემთხვევაში ისე, რომ რაიმე სერიოზული ძვრა მოხდეს, ეს მეორე (ცალკე საკითხია, რამდენად შეძლებენ ცვლილებას, ბოლომდე რომ დაიხარჯონ). ქვეყნის გარეთ კი, ყველა ვხედავთ, რომ არანაირი ცვლილებები არ დგას დღის წესრიგში, ესეც მესამე. ვერ ვხდები, რატომ აქვთ სერიოზული ბუნტის მოლოდინი ოპოზიციას Edited 24 იანვარი, 2021 by Say_or Life is serious. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 25 იანვარი, 2021 Posted 25 იანვარი, 2021 12 საათის წინ, Say_or said: ვერ ვხდები, რატომ აქვთ სერიოზული ბუნტის მოლოდინი ოპოზიციას დაიწყო მოწოდებებიც , პირდაპირ ამბობენ ბუნტიო თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 25 იანვარი, 2021 Posted 25 იანვარი, 2021 4 minutes წინ, kvipriane said: დაიწყო მოწოდებებიც , პირდაპირ ამბობენ ბუნტიო დიახ, ვუსმინე რამდენიმე წუთი, მოსალოდნელ ეკონომიკურ ცუნამის და მსგავსის პროგნოზირებას უფრო მეტად პროფესიონალური, ეკონომიკური ანალიზი ჭირდება, ვიდრე ეს დეკანოიძეს შეუძლია, იმჰო. უფრო პირადი სურვილებს და გეგმებს ჰგავს მათი ანალიზი და მოლოდინი. პ.ს. რაღა ცუნამი, გადაცუნამებულები ვართ ისედაც ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, ერთი ლარი თუ გაკუპონდება (თფუი ეშმაკს) Life is serious. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 25 იანვარი, 2021 Posted 25 იანვარი, 2021 13 minutes წინ, Say_or said: უფრო მეტად პროფესიონალური, ეკონომიკური ანალიზი ჭირდება, ვიდრე ეს დეკანოიძეს შეუძლია, იმჰო. არ მგონია, სერ , დეკანოიძეს პრეტენზია ქონდეს პროფესიონალურ ეკონომიკურ ანალიზზე კი დაწერეთ წინა პოსტში რომ გარედანაც არაფერი ხდებაო, მაგრამ ეს ბოლო ხანებია აშკარად გარედანაც რაღაც ხდება პლიუს ამას მოწინააღმდეგის შესუსტება, მათ ბანაკში არეულობა და ქაოსი და მოკლედ, დიდი მიხვედრა არ უნდა რომ დრო სათანადოდ მიაჩნია ოპოს ხალხიც უფრო მეტი გამოვა, "ის" კაცი საერთოდ გაქრა და შიშიც ნაკლები აქვთ, დანატოვარმა კი რა უნდა ქნას "იმ" კაცზე ეკიდნენ ... 13 minutes წინ, Say_or said: ერთი ლარი თუ გაკუპონდება (თფუი ეშმაკს) გავლილი თემაა ეგეც, და თუნდაც გაკუპონდეს მაქედანაც მოიძებნება გამოსავალი. დოლარიც ხომ არ გაკუპონდება თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 25 იანვარი, 2021 Posted 25 იანვარი, 2021 22 minutes წინ, kvipriane said: პლიუს ამას მოწინააღმდეგის შესუსტება, მათ ბანაკში არეულობა და ქაოსი და მოკლედ, დიდი მიხვედრა არ უნდა რომ დრო სათანადოდ მიაჩნია ოპოს მესმის, თუმცა ვერ ვიზიარებ ოპოს მოსაზრებებს, რეალისტურობასთან დაკავშირებით. 23 minutes წინ, kvipriane said: კი დაწერეთ წინა პოსტში რომ გარედანაც არაფერი ხდებაო, მაგრამ ეს ბოლო ხანებია აშკარად გარედანაც რაღაც ხდება ჯერ ადრეა, იმჰო )) Life is serious. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 25 იანვარი, 2021 Posted 25 იანვარი, 2021 1 minute წინ, Say_or said: 25 minutes წინ, kvipriane said: კი დაწერეთ წინა პოსტში რომ გარედანაც არაფერი ხდებაო, მაგრამ ეს ბოლო ხანებია აშკარად გარედანაც რაღაც ხდება ჯერ ადრეა, იმჰო )) თუ ასე მივუდგებით (რომ ჯერ ადრეა) მუდამ ადრე იქნება თავად უნდა შექმნა ის რომ არ იყოს ადრე (მუშაობა უნდა ამას) თუ მოუსმინეთ ბოლომდე, - ყველა ოპოს წარმომადგენელი აღიარებს, რომ ხელისუფლების თამაშის წესებით მიდის თამაში თუ ოპო ხარ და მინიმუმ იმდენი არ შეგიძლია რომ იმ თამაშის წესებში შენი კორექტივები მაინც შეიტანო და მოწინააღმდეგე მაგიდასთან დასვა, მოკიდე გუდა-ნაბადს ხელი და წადი სახლში ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა