Jump to content
×
×
  • Create New...

თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ ნაომი სარდანაძემ ჯამში 401,000 ლარის 6 ტენდერი მოიგო


Recommended Posts

  • ფორუმელი
თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ ნაომი სარდანაძემ ჯამში 401,000 ლარის 6 ტენდერი მოიგო admin Fri, 01/22/2021 - 20:01

ნაომი სარდანაძის დაფუძნებულმა შპს "საგომ" თერჯოლის მუნიციპალიტეტში 6 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 4 შემთხვევაში უკონკურენტო გარემოში.

შპს "საგო" ერთ შემსყიდველზე დამოკიდებული მიმწოდებელია და მხოლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს.

მხოლოდ 2020 წელს, შპს "საგომ" თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული 255,149 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო.

შპს "საგო” (431950285) თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღვანკითში 2017 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა. შპს-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ნაომი სარდანაძეა, რომელიც 2017 წლის ჩათვლით თერჯოლის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

შპს ,,საგოს" 2018 წლიდან 12 ელექტრონულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 6 ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია ერთ შემსყიდველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტზე დამოკიდებული მიმწოდებელია.

2018 წლის 29 მაისს, პირველი გამარტივებული შესყიდვა, რომელიც თერჯოლაში სტიქიით დაზიანებული ხიდის აღდგენას ითვალისწინებდა, შპს ,,საგომ" უკონკურენტო გარემოში მოიგო (SPA180004299), სამუშაოების ღირებულებამ 12,304 ლარი შეადგინა. ჯამში 4 უკონკურენტოდ მოგებული ტენდერის ღირებულება 274,817 ლარია.

ამჟამად ნაომი სარდანაძის კომპანიას თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი მიმდინარე ტენდერი უფიქსირდება:

(NAT200003261) შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქში რუსთაველის ქუჩის გასწვრივ არსებული ღობის რეაბილიტაცია, ღირებულება 138,997 ლარი;

(NAT200008720) თერჯოლაში სხვადასხვა ლოკაციაზე სანიაღვრე არხების მოწყობა. ხელშეკრულების თანხა განისაზღვრა 26,946 ლარით; (NAT200013857) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიისგან დაზარალებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 77,945 ლარია.

წყაროები:

https://www.companyinfo.ge/ka/corporations/641542

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=266277&lang=ge

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=305701&lang=ge

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=304575&lang=ge

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=343482&lang=ge

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=356064&lang=ge

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=365912&lang=ge

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-01/141033708_2869423059999792_4329304211194523629_o.jpgიანვარი 2021 2021 Author ნინო ლომიძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   197 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 197 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(12)
    • Chrome(12)
    • Googlebot(2)
    • Facebookexternalhit(2)