Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისში ტრანსპორტის, სკოლებისა და ბაღების გახსნის მოთხოვნით აქციები დაიგეგმა


აქცია შეზღუდვების წინააღმდეგ  

2 members have voted

  1. 1. დაესწრები 'ანტისალოქდაუნო' აქციებს?

    • კი
      1
    • არა
      1


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

249427450.jpg

სკოლების, ბაღებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, 24 და 25 იანვარს აქციები გაიმართება თბილისში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები პირველ მარტამდე არ გაიხსნება, ასევე არ იმუშავებს საზ.ტრანსპორტიც.

აქცია მზიურის პარკში

“მშობლები ვითხოვთ გეგმავს!” – ამ სახელწოდებით კვირას, 24 იანვარს თბილისში, მზიურის პარკში, 16:00 საათზე აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მათთვის უცნობია, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები. ისინი მთავრობისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვენ:

“ონლაინ ვერ ფუნქციონირებს ბაღები და ინტერნეტთან წვდომის არქონის გამო, ათასობით ბავშვი მოკლებულია განათლების მიღების შესაძლებლობას. დიდ ქალაქებს მიღმა, სადაც აღდგა სასწავლო პროცესი, დაცული არ არის ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც, იზრდება ბავშვების კოვიდ-19-ით ინფიცირების რისკები.”

განცხადებაში ნათქვამია, რომ მშობლები გააზრებული აქვთ პანდემიის საფრთხეები და ის რისკები, რაც მობილობის გაზრდას ახლავს თან. თუმცა UNICEF-სა და სხვა სპეციალისტების დასკვნების მიხედვით, “მიუღებელია ბაღებისა და სკოლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი ხანგრძლივი ვადით დახურვა.

“ჩვენთვის საერთოდ უცნობია რა ეტაპზე იგეგმება სკოლებისა და ბაღების გახსნა. მშობლები ვითხოვთ გეგმას! რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა ჩვენს შვილებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა თბილისშიც.

აქცია მოძრაობა მწვანეების ორგანიზებით ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

“უამრავი კვლევის თანახმად, საჯარო ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია, შესაბამისად სტატისტიკურადაც საჯარო ტრანსპორტში დაინფიცირების წილი საკმაოდ დაბალია და 1%-ს გარშემო მერყეობს”, – წერია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორების თმით, საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ საჯარო ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას გაუგებარია, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა ნებადართული გახდა.

ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს კერძო ავტომობილი, რაც ზრდის ქალაქში ავომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს.

“მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა. ასევე საგანგაშოა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ორგანიზატორების თქმით, საქართველოს მთავრობა არ აღიარებს მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც პრობლემას. 21:00-ზე გამოკეტილ ადამიანებს, გაღარიბებასთან ერთად, ერყევათ ფსიქიკური ჯანმრთელობა:

“მთავრობა ყურადღებას არ აქცევს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და შეზღუდვებს მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილისთვის ხსნის!”

_____________________________________

● თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ძალაში რჩება კომენდანტის საათი

● საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება. უცნობია, როდის გაიხსნება სკოლები და ბაღები

● როდის და რა ვაქცინით აცრიან საქართველოს მოქალაქეებს. რა ვიცით ამ დროისთვის

წყარო: JAMnews

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

მოდერ, ამ თემას შეგიძლია შეუერთო ეს გამოკითხვა, თუ არის ტექნიკურად შესაძლებელი. მგონი საინტერესოა პასუხები.

 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

მკიდია!

იიდირჩისახლში

 

იძახეთ ახლა

 

ქათმებო! 

მშიშრებო და ლაჩრებო!

 

მეტის ღირსნი ხართ ვინც ამ მარაზმში იღებდით მონაწილეობას !

 

ჯერ სად ხართ!

 

 

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@cosmia

 

 m8NJgsipSunt4nvf3Jk01MLNIt9v7OxQkfi9oeSX

Edited by დათვების მეგობარი

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

კოვიდ-19-ის შეზღუდვების, მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვისა და კომენდანტის საათის 1 მარტამდე გახანგრძლივების შესახებ მთავრობის ვადაწყვეტილებას 24 იავარს თბილისში პროტესტი მოჰყვა. მთავრობის კანცელარიის წინ შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებსა და რიგით მოქალაქეებს ოპოზიციის ლიდერებიც შეუერთდნენ, მათ შორის იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე, ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი, გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ლელოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე. აქციის მონაწილეებმა შეზღუდვების მოხსნის თაობაზე მათი მოთხოვნიების დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებას 48 საათი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებით დაიმუქრნენ

„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფმა, გურამ მურადოვმა მოქალაქეების პროტესტი ფოტოებში ასახა.

curfew1.jpgკოვიდ-19-ის შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 24 იანვარი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.gecurfew2-1024x683.jpgკოვიდ-19-ის შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 24 იანვარი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.gecurfew3.jpgსაპროტესტო ბანერი წარწერით – „დააბრუნეთ ბავშვები სკოლაში“, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.gecurfew4.jpgევროპული საქართველოს ლიდერი გიორგი კანდელაკი საპროტესტო აქციაზე, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.gecurfew5-1024x683.jpgკოვიდ-19-ის შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 24 იანვარი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.gecurfew6-1024x683.jpgკოვიდ-19-ის შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 24 იანვარი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.gecurfew8.jpgსაპროტესტო ბანერი წარწერით – „დაგვამწნილეთ ბარემ და ეგ არის!“, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.gecurfew9.jpgბავშვი საპროტესტო ბანერით ხელში – „სკოლაში მინდა“. უკან ლელოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.gecurfew11.jpgლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საპროტესტო აქციაზე, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ჯერჯერობით თანაბრად მიდის გამოკითხვა.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

"მოგვხედეთ, ჩვენც აქ ვართ" - ამჯერად საქართველოს მთავრობას ფიტნეს-ცენტრები და ქორეოგრაფები მიმართავენ

საქართველოს ფიტნეს-ცენტრების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხვალ შეზღუდვები რომც მოიხსნას, ისინი მაინც ვერ გაიხსნებიან, რადგან ფაქტობრივად გაკოტრების პირას არიან.

საგანგებოდ მოწყოფილ პრესკონფერენციაზე ფიტნეს-ცენტრებმა მთავრობისგან არა გახსნის თარიღის გადმოწევა, არამედ სესხის პროცენტის სუბსიდირებას და საგადასახადო შეღავათებს ითხოვს.

“წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ვერ გავიხსნებით. მოგვხედონ, ჩვენც აქ ვართ,” – უთხრა ონლაინ-გამოცემა BM.GE-ს “სნეპ-ფიტნესის” ქსელის დირექტორმა სოფო სოლოთაშვილმა.

მისი თქმით, დარგის ზუსტი ზარალი დათვლილი არ არის, “თუმცა იგი ათეულობით მილიონია”.

საქართველოში ფიტნეს-ცენტრები უკვე ცხრა თვეა არ მუშაობენ.

ბოლო წლებში ეს სფერო საქართველოში, კერძოდ კი, დიდ ქალაქებში აღმავლობას განიცდიდა. გაიხსნა ბევრი პატარა და დიდი, ქსელური ფიტნეს- კლუბი და სპორტული დარბაზი, სადაც ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული.

“მხოლოდ ჩვენს ქსელში დასაქმებული 150-მდე ადამიანი უმუშევრად არის დარჩენილი,” – ამბობს სოლოთაშვილი.

კიდევ ერთი მსხვილი ფიტნეს-ქსელის „ოქტოპუსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ასათიანმა გადაცემა „საქმის კურსში“ ასევე განაცხადა რომ ფიტნეს-კლუბებს აღარ გააჩნიათ იმის რესურსი, რომ ვალდებულებები გაისტუმრონ.

„ ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებდით ამ დარგში ათობით მილიონი ლარის ინვესტიციას. ვავითარებდით დარგს, ჩვენი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში შეგვქონდა და რეალურად პოპულარიზაციას ვუწევდით ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუმცა, დღეს ვართ იმ რეალობაში, რომ ჩვენი რესურსით ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შევძლებთ“, – განაცხადა გიორგი ასათიანმა.

davkonservdit-1024x682.jpg აქცია პარლამენტთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. 23.01.2021. ფოტო: ევრონიუსი

განათლების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფომანსით კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს ქორეოგრაფებმაც.

მათ სამინისტროსთან ქართული ცეკვის ფორმები მიიტანეს.

ქორეოგრაფების თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები დამაზიანებელია როგორც ეკონომიკური მდგომარეობისთვის, ისე მათი მოსწავლეების სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

“გარდა იმისა, რომ უმუშევრად ვართ დარჩენილები ხელოვანები… ბავშვები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს…ვხედავთ რა მდგომარეობაში არიან ისინი, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად”, – ამბობს აქციის მონაწილე ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუში.

საქართველოს მთავრობას ფიტნეს-კლუბების და ქორეოგრაფიული სტუდიების გახსნასთან დაკავშირებით გეგმები ჯერჯერობით არ აქვს.

ზაფხულში ისინი რეგულაციებით მუშაობდნენ – რეგლამენტირებული იყო ერთდროულად დარბაზში მყოფ ადამიანთა რაოდენობა, გაადგილებული იყო ინვენტარი, რომ დისტანცია დაეცვათ. ასევე გამკაცრებული იყო სხვა სანიტარული ზომები.

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share