Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Instance said:

სეთი რასაც აღწერს ეს უფრო წესია ვიდრე გამონაკლისი. სავარაუდოდ, ოჯახის გადმოსახედიდან ყველაფერი გაუკეთეს შვილს და არ ესმით შვილი რატომ "უხტება"

ჩემს შემთხვევაში მე გავიცანი შტატებში ქართველები (აფხაზეთიდან დევნილები რომელბიც 90-იანებიდან შტატებში ცხოვრობენ) მოქალაქეებიც იყვნენ და კარიერაც მოწყობილი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისევ საქართველოში იყვნენ. სიტყვაზე წლები არიან იქ და მერე შეიძლება 1 კვირა საქართველოში ჩამოვიდნენ, ეს 1 კვირა არიან თავისი განწყობით "მუდმივ გარემოში" და ძირითადი დრო "დროებით გარემოში"

ჩემს გარშემო მცირე რაოდენობით მინსხავს მსგავსი მიდგომა.

მაგრამ მასე თუა გავრცელებული, რომ წესი დავარქვათ არ ვიცი 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Chigurh

მთელი პოსტი დამიციტირე და რომელ მიდგომას გულისხმობ?

20 minutes წინ, iaiameri said:

 

რა თქმა უნდა რაღაც გენატრება, ყველაფერი ცუდი ხო არ იყო?

კარგზე და ცუდზე არ ვამბობ. იმას ვგულისხმობ რომ ფსიქოლოგიურად მარტივად არ ადაპტირდებიან ქართველები უცხოეთში

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Instance said:

@Chigurh

მთელი პოსტი დამიციტირე და რომელ მიდგომას გულისხმობ?

"ყველაფერი გაუკეთეს და შვილი მაინც არ ემორჩილება" მიდგომას ვგულისხმობ

Share on other sites

  • ფორუმელი
47 minutes წინ, Instance said:

არადა ესენიც რთულად ადაპრიტდებიან. იქ პროფია წელიწადში სიტყვაზე აკეთებს 100-150K-ს, მაგრამ მაინც იმ განწყობითაა რომ იქ დროებითაა და აქ უნდა დაბრუნდეს. თუნდაც უკვე მოქალაქეც იყოს და ა.შ

ხო მარა ნუ ეგ აცილებით ნაკლებპრობლემატურია

იმიტომ რომ მაგათ წარმატების პრობლემა არ აქვს.

28 minutes წინ, Instance said:

სეთი რასაც აღწერს ეს უფრო წესია ვიდრე გამონაკლისი. სავარაუდოდ, ოჯახის გადმოსახედიდან ყველაფერი გაუკეთეს შვილს და არ ესმით შვილი რატომ "უხტება"

ესეც ლოგიკურია.

წიპა ამხელა რესურსი ჩავდეთ შენში და შენ მანდ გინდა სწავლის გაგრძელებაო.

42 minutes წინ, Chigurh said:

 

ანუ 2 წელის დაკარგვა კიდევ არაუშვას, შეიძლება მთელი ცხოვრება დაკარგო მტკიცე ხასიათი თუ არ გაქვს

არც მასეა საქმე დიდი ხანია უკვე.

მარა მეორე მხრივ ოჯახის მხრიდანაც შეიძლება გაგება.

28 minutes წინ, Instance said:
 

არანაირად არ ვარ იმ განწყობით, რომ როდესმე მანდ დავბრუნდები. მე ალბათ იშვიათი გამონაკლისი ვარ, ჰო?

გავიგეთ კაცო რო გურჯისტანში დაიბადე თორე ისე ზიგმარიგენების და ბრაგანსას კადეტ ბრანჩის სისხლი გიდუღს. :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

6 minutes წინ, Instance said:

იმას ვგულისხმობ რომ ფსიქოლოგიურად მარტივად არ ადაპტირდებიან ქართველები უცხოეთში

მე სხვანაირი ქართველი ვარ ეტყობა. რაღაცეები კი გავიოცე და გამიკვირდა, მაგრამ არაფერი არაორდინალური აქ   არ ხდება, უფრო პირიქით.

საქართველოში კი სულ პროტესტის გრძნობით ვცხოვრობდი.

@t-90 ნუ მეფამილარულები, თორე მიგაჰაიდებ რა..

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
44 minutes წინ, iaiameri said:

არანაირად არ ვარ იმ განწყობით, რომ როდესმე მანდ დავბრუნდები. მე ალბათ იშვიათი გამონაკლისი ვარ, ჰო?

მეც იგივე, აი უცხოეთში რომ აეწყობა ადამიანი რატომ უნდა მოუნდეს ამ საგიჟეთში დაბრუნება მართლა ვერ ვხვდები, მე მაგალითად წელს მივდიოდი, თუმცა ამ პანდემიამ შემიშალა ხელი და მომავალი წლისთვის გადავდე, სულ რომ არაფერი როცა შვილი მეყოლება მარტო იმის გამო არ დავბრუნდები საქართველოში და რაც ნაკლები ინტერესი ექნება აქაურობის და მაქსიმუმ რამდენიმე დღით ჩამოვიდეს ძალიან ბედნიერი ვიქნები. 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, iaiameri said:

ნუ მეფამილარულები, თორე მიგაჰაიდებ რა..

მერამდენეჯერ უნდა დაწერო რო საქართველოში ცუდად ცხოვრობდი და მანდ უცბად მშობლიურ გარემოში ამოყავი თავი? :D

გავიგეთ რო ჰოჰენშტაუფენების დაკარგული შთამომავალი ხარ. :D აღარაა საჭირო კიდე დაწერა.

1 minute წინ, Deutschland said:

სულ რომ არაფერი როცა შვილი მეყოლება მარტო იმის გამო არ დავბრუნდები საქართველოში და რაც ნაკლები ინტერესი ექნება აქაურობის და მაქსიმუმ რამდენიმე დღით ჩამოვიდეს ძალიან ბედნიერი ვიქნები. 

რავი.

ქართველმა ვინც კი რამე წარმატებას მიაღწია ევროპაში თუ ამერიკაში სულაც არ დაუგმია მისი ქართველობა იმის გამო რო საქართველოში თუნდაც ბოლშევიკები მოვიდნენ. 
მერე აქ რო კაი ქვეყანა გაიჩითოს ხო ყველას გაგახსენდებათ რო ქართველები ხართ და შვილებსაც გაახსენებთ? :D

ამაშია საქმე.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

@t-90 გეუბნები გაატარე ჩემი პოსტები. დიახ, მშობლიურ გარემოში ვარ. წესრიგი მიყვარს და ლოგიკური ურთიერთობები. სუფთა ქუჩები მიყვარს და ნაგვის დახარისხება.ადამიანის უფლებების საქმით და არა სიტყვით დაცულობა და კიდევ სხვა ბევრი სიკეთე. საქართველოში კარგად ვცხოვრობდი, სანამ უსამართლობის მსხვერპლი არ გავხდი. კარგად იცი ეს შენ და პირადის განხილვებზე ნუ გადმოდიხარ. დისტანცია დაიცავი.

 

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   303 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 303 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(4)