Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

აბრაამი დიდი ფიგურაა და ღვთის მეგობრად იხსენიება , გაინტერესებთ რის გამო ???

ყველა ცოლს რატომ ახევდა, მაგაზე რა მოსაზრებები გაქვთ?

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი
43 minutes წინ, ტირანოზავრიკი said:

ყველა ცოლს რატომ ახევდა, მაგაზე რა მოსაზრებები გაქვთ?

რომელი ცოლი გაინტერესებთ? და ვინ ყველა? :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Seth said:

აბრაამი დიდი ფიგურა იყო შუმერებისთვისაც. 

სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს ვერსიასაც.

მუსიე სეტ, მოკლე ციტატას ამოვიღებ წმიდა წერილიდან, - ლუკას სახარების 16-ე თავში (19-36) ქრისთე თავად უყვება მოციქულებს მდიდარისა და ღატაკი ლაზარეს შესახებ, როგორ იმოსებოდა ძოწეულით მდიდარი და ღატაკი ლაზარე კი როგორ იკვებებოდა მდიდრის ტაბლიდან გარდამოვარდნილი ნარჩენებით , მოკლედ მოკვდა ლაზარე და ეს მდიდარიც მოკვდაო და : - ..."იყო სიკუდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა“ (მუხლი 22)., „მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა“ , „და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თვისნი, იყო რაი სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა“, „და მან ხმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაითა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაი წყალსა და განმიგრილოს ენაი ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაითა“ (მუხლი 24). ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“ (მუხლი 25). ..."   ანუ თავად უფალი ადასტურებს ჯოჯოხეთის არსებობას და ასეთ ადგილას აბრაამის არათუ მხოლოდ ყოფნას, არამედ სხვა, მართალი სულების შეფარებას და ნუგეშინისცემასაც კი, განა რა საქციელის გამო , რომელი ქმედების გამო დაიმსახურა აბრაამმა ასეთი გამორჩეულობა, თუ როგორ ვთქვა - ასეთი პატივი უფლისა ???

და აი რის გამო : - ... ბერწობა იმ დროში დიდ სირცხვილად ითვლებოდა, არა და აბრამი (მაშინ აბრამი იყო, აბრაამი მერე გახდა) და მისი ცოლი სარა ისე მივიდნენ ხნოვანებამდე, რომ შვილი არა და არ შეეძინათ, ამიტომ სარამ და აბრამმა ასეთი რამ მოიფიქრეს, მხევალი ქალი აჯარი უნდა დაეორსულებინა აბრამს და მისი შვილი აღეზარდათ როგორც თავიანთი , ასეც მოხდა აჯარი დაორსულდა და ეყოლა ისმაილი (როგორც მუსლიმები ამბობენ ისმაილია მათი საწყისი, და ისმაილში მყოფი ებრაული სისხლი სწორედ მუჰამედში გაიწმინდაო, აბრამს ისინი წინასწარმეტყველ იბრაგიმად მოიხსენიებენ)  მოკლედ, გაჩნდა ისმაილი და სულ ცოტა ხანში აბრამთან სამი სტუმარი მიდის, აბრამმა მსობლებისგან იცოდა რომ სტუმარს უნდა გამასპინძლებოდა სათანადოდ, მანაც არ დააყოვნა, დაუკლა ხარი, სუფრა გაუშალათ, და სუფრაზე , როდესაც უკვე მიეშინაურათ, მოწიწებით ჰკითხათ : - ვინ ბრძანდებითო ? შუაში მჯდომმა უპასუხა - უფალი ვარო , თან შეეშინდა თან სიხარულით აღტყინდა აბრამი, და გაკვირვებულმა ჰკითხა რისთვის მოსულხართო ??? , უფალმა უპასუხა : - ცად აღვალს ღაღადი სოდომისა და გომორის ბიწიერებისა და მინდა საკუთარი თვალით ვიხილოო  და მოუთხრო რასაც უპირებდა ამ ქალაქს, მასინ იყო რომ აბრამმა სთხოვატ, თუ 100 მართალი კაცი მაინც იპოვნე არ მოუვლინო ცეცხლის წვიმაო, უფალმა უთხრა თუ 10-იც კი ვიპოვნე არ მოვუვლენო, და მაშინ გაუმხილა აბრამს, რომ სარას, შენს ცოლს ვაჟი შეეძინება ისააკს დაარქმევთო, და მასში ისე გაგიმრავლებ მოდგმას, როგორც ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავებიო, სარამ ჩუმად მოისმინა და გაეცინა, (ამდენი ხანი არ მყავს შვილი და ასე უცებ რანაირადო) უფალმა აბრამს ესეც უთხრა, რაზე გაეცინა სარას , განა ჩემი არ დაიჯერაო ??? მოკლედ სოდომ-გომორის ამბავი როგორ დამთავრდა იცით, მხოლოდ 4 ადამიანი იპოვნეს მართალი (ლოტი და მისი ოჯახი, ეს კიდევ სხვა და ძალიან საინტერესო ამბავია, სხვათასორის ლოტი აბრაამის დის შვილი იყო ძველი აღთქმის თანახმად)  ... ერთი წლის შემდეგ სარას მართლა ეყოლა ვაჟი, დაარქვეს ისააკი, მაგრამ ისმაილი უფროსი იყო და ჩაგრავდა ისააკს, ამიტომ სარამ ყველაფერი გააკეთა რომ აბრამ აჯარი გაეშვა ისმაილიანად (მერე როგორ შეხვდა აჯარს ანგელოზი და რამოხდა ეს სხვა ამბავია კიდევ), - მოკლედ, გადიოდა დრო, იზრდებოდა ისააკი, ვაჟკაცდებოდა , აბრამს მუდამ ახსოვდა როგორც უფალმა უთხრა რომ ისააკში გაგიმრავლებ მოდგმას როგორც ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავებიდ, და როდესაც ისააკი უკვე მოვაჟკაცდა , თინეიჯერობის ასაკი რომ დაუმთავრდა , აბრამს ეცხადება უფლის ანგელოზი და უფლისაგან ცნობა მოაქვს, - აიყვანე ისმაილი საკურთხეველზე და მსხვერპლად შემომწირეო ...

აბრამი დაფიქრდა, მერე წაიყვანა ისააკი, თვითონ მოაგროვებინა ფიჩხი, გააწყვეს საკურთხეველი დაფინეს ფიჩხი, შეუკრა ხელი ისააკს, დააწვინა საკურთხეველზე და დანა აღმართა , სწორედ ამ დროს ანგელოზმა დაუჭირა დანიანი ხელი და უთხრა , ირწმუნა უფალმა შენი, ნუღარ შესწირავ ისააკ, ბუჩქებში ბატკანია გაბმული და ის შესწირეო , - და აი ამ , თითქოს და "საშინელი" საქციელის გამო (როგორ შეიძლება მამამ შვილი შესწიროს) აბრამი გახდა აბრაამი და ეს საქციელი შეერაცხა უდიდეს სიკეთედ, - აბრაამმა ირწმუნა უფლისა, ირწმუნა უფლის სიტყვები, - ისააკში გაგიმრავლებ მოდგმას როგორც ზღვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლავებიო, თუ კი უფალი მთხოვს ისააკის მსხვერპლად შეწირვას, ესეიგი მას ისააკის გაცოცხლებაც შეუძლიაო, რადგან უფლის სიტყვები (ისააკში გაგიმრავლებო) ირწმუნდა ... ამ საქციელის გამო შეიქმნა აბრაამი ებრაელი ხალხის მამად (თუმცა შეიძლება თვითონ არც კი იყო ებრაელი, ეს მე არ ვიცი, არ ჩავძიებულვარ) - მორჩილება !!! უფლისადმი ამაზე დიდი მორჩილება ქრისტემდე კაცთაგან არავის ჩაუდენია ... 

ამიტომ არის აბრაამი ძაველი აღთქმის გამორცეული ფიგურა 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, Seth said:

რომელი ცოლი გაინტერესებთ? და ვინ ყველა? :დ

ორგან ჩავიდა და ორივე მმართველმა თვალი დაადგა სარას და ორივეგან ღმერთის ჩარევა გახდა საჭირო. დად რო ასაღებდა ცოლს, ეგ ცალკე ფეისპალმობაა

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, ტირანოზავრიკი said:

დად რო ასაღებდა ცოლს, ეგ ცალკე ფეისპალმობაა

ბერწობა დიდი სირცხვილი იყო იმ დროში, ამიტომ ასაღებდა დად ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
20 საათის წინ, Seth said:
23 საათის წინ, NataNostalgia said:

ლადო ალფენიძე

საინტერესო კაცია მისტერ ლადო 

 

დიახ,ნამდვილად.

მისი მითოლოგიური მოღვაწეობა ქართველოლოგია-ლათინისტიკაში თუ ქართველოლოგია-ეგვიპტოლოგიაში თუ

ქართველოლოგია-შუმეროლოგიაში თუ ქართველოლოგია-ელინისტიკაში თუ სხვა სფეროებში,ვფიქრობ,უნიკალურია...

საოცარი მიგნებები აქვს,საოცარი,
საოცრად ლოგიკური...
 
მაინტერესებდა მისი აზრები თეთრ გიორგიზე,ბაგრატიონებზე თუ  სხვა საკითხებზე,
რაც თქვენ და ერიკმა აქ წამოწიეთ...
გადავათვალიერე,მაგრამ ვერ ვნახე იმ ერთადერთ ტომში,რაც აქა მაქვს, რჩეული თხზულებანი ტომი I,
შევარდნაძის საიუბილეო მილოცვით.
 
 :darki:

Alphenidze.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, kvipriane said:

ბერწობა დიდი სირცხვილი იყო იმ დროში, ამიტომ ასაღებდა დად ...

აბიმელექის ქეისში ხო უკვე ყავდა შვილი? 

Quote

1 და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო და დაეშენა შორის, კადესა და შორის სურსა და იმსხემა გერარს შორის.

2 და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ.

3 მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.

4 ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და ჰრქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?

5 არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე.

6 და ჰრქუა მას ღმერთმან: მეცა ვიცი, რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე და გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ, ამისთჳს არა გიტევე შენ შეხებად მისსა.

7 ხოლო შენ მიეც აწ ცოლი მისი, რამეთუ კაცი წინასწარმეტყუელი არს იგი და ილოცოს შენთჳს და სცხონდე. უკუეთუ არა მისცე, იცოდე, რამეთუ მოჰკუდები შვნ და ყოველი სახლი შენი.

8 აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად.

9 და მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ.

10 და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲსა გულსა მოგიჴდა და ჰყავ ესე?.

11 და ჰრქუა აბრაჰამ: რამეთუ ვთქუ, ნუუკუე არა იყოს ღმრთისმსახურებაჲ ადგილსა ამას და მე მომკლან ცოლისა ჩემისათჳს.

12 და რამეთუ დაჲცა ჩემი არს ჭეშმარიტად მამით, არა დედით და მეყო მე ცოლ.

ბაგა ბაღია

ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი?  (c)ქეთუ

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share