Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
55 minutes წინ, ASIA said:
18 საათის წინ, t-90 said:

 

თავისუფალ გარემოში თავისუფალი ქართველები ...

ქართველები და ეკლესიაო - არ ვიცი, ეს რაღაც სხვაა, სულ სხვა და ეს არის მგონი ის, რითაც და რის გამოც უნდა გადარჩეს ერი - ხელის გამართვა ნებისმიერისთვის  ...და  იციან რომ შეიძლება ქართველების იმედი ქონდეთ!  ... 

ყოჩაღ იქურ ქართველებს! და მადლობა! 

რატომ შემომეყურა ეს ვიდეო არ ვიცი, ალბათ სათაურის გამო, თუმცა კარგია რომ შემომეყურა - კარგი ნიშა უჭირავთ თურმე ქართველებს, ძაააალიან კარგი!

არ ვიცი ამ ფორუმს თუ კითხულობს ვინმე იქური ქართველი - მადლობა მათ ჩემი ცრემლებისთვის

ამიტო რვიძახი რო როცა იძახიან რო ხალხი არის ცუდი ამაზე ნერვები მეშლება ხოლმე.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Eric said:

სად იქ სენიორ?

სად და ევროპაში სენიორ და მერე ევროკავშირში

2 საათის წინ, Eric said:

მეორე მსოფლიოს მერე ბრიტანეთს და ევროპას უკიდურესად მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ, ხოლო ამერიკის ფერთხით იდო მთელი კუში

დიახ, ეგ ვთქვი წინა პოსტში. მანდ დამთავრდა ბრიტანეთის ელიტის გა-ზენაციონალურება და  დამყარდა ანგლო-საქსური ჰეგემონია ისევ :დ  ანუ ვიქტორიას იმპერია გუდ ბაი და ველქომ ახალი ანგლოსაქსური კონგლომერატი.

ბებრებმა რა თქმა უნდა იხეირეს სერიოზულად მეორე მსოფლიოს მერე, ამას რად უნდა დავა. საქმე იმაშია რომ იხეირეს იმიტომ რომ ბრიტანეთი იყო ევროპასთან. ანუ სადაც ხეირობდა ევროპა მისი ინტერესების შესაბამისად იქვე ხეირობდა ბრიტანეთი თავისი ინტერესების შესაბამისად. როგორც კი ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ მოსალოდნელი კონტურები გამოჩნდა ეგრევე მოხდა ის რაც მოხდა - ბრიტანეთი გავიდა ევროპიდან და იანკებმა დაიწყეს ევრაზიის არევა.

ცოტა ხანში ლოთი შეძვრება იანკებთან ასე 5 წელიწადში და გარანტიას გაძლევთ მაოს ისე აერევა საქმე აბრეშუმის გზა და ტაივანი კიარა, შეიძლება იქით ეხვეწობოდეს უიღურებს და კოს გადით აქედანო :დ

ტრამპი ტრამპიო და ყველა ძირითად გეოპოლიტიკურ საკითხში ჯო აბსოლუტურად იგივეს აკეთებს რასაც ფორთოხლისფერი კაცი, გარდა ერთისა...

2 საათის წინ, Eric said:

არა და არა სენიორ.

რა არა სენიორ? :დ სტარლინკმა ბრიტანეთზე არ დადო ფსონი, ეს ბრექსიტის მერე არ მოხდა თუ კონკრეტულად ამ საკითხში წინ არ არიან ბებრებზე? :) 

სხვათაშორის ეს მშვენიერი მაგალითია სხვა კუთხითაც. არაფრით არ უშვებდნენ იანკებს ატლანტიკის აქეთ მხარეს, ამ პროექტით. თავისას ანვითარებდნენ . როგორც კი ბრექსითი მორჩა ეგრევე გაჩნდა კოლექტიური მასკი აქეთ და ეუ-ს პროექტმაც აზრი დაკარგა :) 

 

Share on other sites

1 საათის წინ, Seth said:

დიახ, ეგ ვთქვი წინა პოსტში. მანდ დამთავრდა ბრიტანეთის ელიტის გა-ზენაციონალურება და  დამყარდა ანგლო-საქსური ჰეგემონია ისევ :დ  ანუ ვიქტორიას იმპერია გუდ ბაი და ველქომ ახალი ანგლოსაქსური კონგლომერატი.

რანაირად სენიორ? ეს თავიდან ბოლომდე ლოგიკიდანაა ამოვარდნილი. თუ ვთანხმდებით რომ

ა) კუში იდო ამერიკის ფერხთით

ბ) ბრიტანეთის და ევროპის საქმე იყო ძალიან ცუდად.

ამის შემდეგ რანაირად მივდიივართ ანგლო-საქსურ ჰეგემონია კონგლომერატამდე?

 

ესეიგი იანკებს შეეცოდათ და კუში დაუთმეს? თუ იანკებმა მაინც ჩვენი შორეულიჯიგრები ხართო? თუ რა მოხდა? არაფერი მსგავსი არ და ვერ მოხდებოდა სენიორ, ეს ხომ ვიცით?

მითუმეტეს მერე იანკების ბრიტებისთვის დათმობილი კუშიდან ბრიტებმა ნაწილი ევროპელებს მისცეს?

ეს ასე ვერ და არ იქნებოდა სენიორ.

Share on other sites

1 საათის წინ, Seth said:

რა არა სენიორ? :დ სტარლინკმა ბრიტანეთზე არ დადო ფსონი, ეს ბრექსიტის მერე არ მოხდა თუ კონკრეტულად ამ საკითხში წინ არ არიან ბებრებზე?

ეს ცალკე საკითხია სენიორ. OneWeb იც არის ბრიტანეთში.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

განტვირთვისათვის ...

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, Eric said:

ესეიგი იანკებს შეეცოდათ და კუში დაუთმეს? თუ იანკებმა მაინც ჩვენი შორეულიჯიგრები ხართო? თუ რა მოხდა? არაფერი მსგავსი არ და ვერ მოხდებოდა სენიორ, ეს ხომ ვიცით?

მითუმეტეს მერე იანკების ბრიტებისთვის დათმობილი კუშიდან ბრიტებმა ნაწილი ევროპელებს მისცეს?

ეს ასე ვერ და არ იქნებოდა სენიორ.

:დ არავის არავინ არ ეცოდება. პირიქით. ჯერ ერთი არანაირ იანკის ევროპის დანახვა არ უნდოდა არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომების დროს. რადდგან მეორეზე ვსაუბრობთ გავაგრძელოთ მეორეთი. რუზველტი სულ ყურით შეათრია უინსტონმა ომში. გარედან ვიღაც-ვიღაცეების დაფინანსებით სრულებითაც კმაყოფილი გახლდათ. 

ომის დასრულების შემდეგაც კი, იანკებს არანაირი წარმოდგენა და არც გამოცდილება არ ჰქონდათ როგორ უნდა ემართათ სისტემა. თან რა სისტემა? ბრიტებს შემოეშალათ იმპერია, გერმანელები 0, ფრანგები ასევე 0, იტალიელები კი მოგეხსენაბთ იტალიელები არიან ყველა დროში. იქით სოსო და იქით მაო. ველურები, მაგრამ სამართი ველურები.

შესაბამისად ძალიან მარტივი გამოსავალი ნახეს (ან ანახეს) - ბრიტები. ბრიტების ცოდნა და გამოცდილება იანკების ფული და კუნთები. ესეც თქვენი ანგლო-საქსური დომინაცია დასავლურ ცივილიზაციაში. ვინ თუ არა ბრიტანეთმა იცოდა როგორ უნდა მართო ცალკე იმპერია და ცალკე პროქსები, ამ როგორ უნდა იურთიერთო ევროპელებთან. იანკებს რა შეეძლოთ? რა და მიწასთან გაესწორებინათ დრეზდენი :დ აი როგორ უნდა იურთიერთო ბარონ ფონ ვიღაცასთან ტეხასელ და ვირჯინიელ ბიჭებს წარმოდგენა არ ჰქონდათ და დიდი ალბათობით არც ეხლა აქვთ.

შემდეგ, ევროპაში ფული ჩაყარა სოფელმა? ჩაყარა. რატომ? ნუთუ სოფლელები თუ არა ბრიტები მაინც იმდენად სულელები იყვნენ რომ აი ასე უაზროდ ფული ეხადათ? :დ არა ხომ? რა თქმა უნდა არა. იმჰო, ეს ფულის ყრაც და ერთიანი ევროპის იდეაც დაიბადა ანგლო-საქსების თავში. ისევე როგორც ნატო. ნატო რა არის თუ არა ანგლო-საქსების არმია ევროპაში? :დ ასევე, ეუ-ს რომ იანკების პროექტად ვიცნობთ ეს არახალია ხომ? ძლიერი ევროპა (ოღონდ არაიმდენად ძლიერი რომ სტრატეგიული კონკურენცია გასწიოს, არის პირდაპირ ანგლო-საქსურ ინტერესში. რატომ? იმიტომ რომ ის დასავლური ცივილიზაციის შემადგენელი, არსებითი ნაწილია).

იყო ეს პროექტი უნაკლო ანგლო-საქსებისთვის? რა თქმა უნდა არ იყო. ვერც იქნებოდა იქიდან გამომდინარე რომ მეორე მხარესაც უტვინო და გამოუცდელი ხალხი არ იდგა და არ დგას. ჯერ მარტო დოიჩლანდის გაერთიანების თემა რად ღირს :დ ეუბნებოდა მარგო არ ქნათ ეგო და არ დაუჯერეს სოფლელებმა... ასეთი მინუსები იყო, არის და იქნება კიდეც. თუმცა ცოტა შორიდან თუ შევხედავთ, ანგლო-საქსები გაცილებით წინ არიან. ბებრებმა რეალური კონკურენცია რომ გაუწიონ, არა სიტუაციური არამედ სტრატეგიული, მათ სჭირდებათ გაცილებით სერიოზული ევრო, გაცილებით სერიოზული ევროპული ჯარი (და არა ნატო), ტექნოლოგიური უპირატესობა და რაც მთავარია სრული თანხმობა (უნისონი) ეუ-ში.

ამის მისაღწევად სერიოზული გზა აქვთ გასავლელი სენიორ - ჯარი და უნისონი არ არის და ახლო მომავალში არც იქნება. ტექნოლოგიურ უპირატესობაზე მოგეხსენებათ, ევრო კიდე :დ ბრექსიტი რაც დაიწყო ბებრები პირველი რასაც ცდილობდნენ იყო სიტის მაყუთის წაღება პარიზსა და ფრანკფურტში :დ იცით რა მოხდა? სიტის ფინანსური ბერკეტები და წონა პირიქით გაიზარდა :დ

პ.ს. 

2 საათის წინ, Eric said:

ეს ცალკე საკითხია სენიორ. OneWeb იც არის ბრიტანეთში.

ეს მაგალითი იყო სენიორ. oneweb როგორც პროექტი შათდაუნის სტადიაშია რაც მასკთან მოხდა შეთანხმება. არც გამიკვირდება თუ ცოტა ხანში გავიგებთ რომ ეგ პროექტი სტრალინკთან დამერჯდა. დავაცადოთ ცოტა ხანი :დ

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
26 minutes წინ, Seth said:

ეუბნებოდა მარგო არ ქნათ ეგო

თბილისი მაგრად მოსწონებია მარგოს , მე ასე მახსოვს ...

გვერდით ვინ უზის ნახეტ მილორდ ;)

 

 

497272.jpg

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, kvipriane said:

თბილისი მაგრად მოსწონებია მარგოს , მე ასე მახსოვს ...

გვერდით ვინ უზის ნახეტ მილორდ ;)

 

 

497272.jpg

:rolf:

როგორ უყურებს :დ

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share