Jimmy Posted 20 აგვისტო, 2021 Author Posted 20 აგვისტო, 2021 10 საათის წინ, Seth said: ამას არ ვეთანხმები. რა უნდა მოხდეს? უკვდავი ფორმულაა სენიორ - ვაი დამარცხებულთ. 10 საათის წინ, Seth said: იანკებს თუ მძიმე დღეები დაუდგებათ უარესი დღე დაუდგებათ დანარჩენებს, პირველ რიგში ბებრებს. ბევრი შამპანური დაიქცევა ძველი ევროპის კეთილშობილ სახლებში სენიორ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 20 აგვისტო, 2021 Posted 20 აგვისტო, 2021 9 საათის წინ, Deutschland said: სტატუსის დაწევა, ან მაქსიმუმ დაშლა როგორ შეიძლება სტატუსი დაუწიო ტიპს რომელსაც მრავალჯერადი ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს 21-ე საუკუნეში სენიორ? ან ტიპს რომელსაც შეუძლია ერთდროულად ეომოს მაოსაც და ლოთსაც? ან ტიპს რომელსაც ამხელა ბირთვული არსენალი აქვს? ან ტიპს რომლის ვალუტის ხელოვნურმა გამყარებამ/დევალვაციამ (მინიმუმ) შეიძლება შეიწიროს ნებისმიერი ქვეყანა? :დ ის ე.წ. ცივი ომიც რაც შიგნითაა... ისევ მესამე ქვეყნებისათვისაა საშიში... თუ ძალიან დასჭირდათ ერთი ძლევამოსილი ომით მიამთავრებენ ვინმეს :დ შეუძლებელი არაფერია სენიორ, მაგრამ შეუძლებელსა და რეალისტურს შორის დიდი ზღვარია, არა? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 20 აგვისტო, 2021 Posted 20 აგვისტო, 2021 13 minutes წინ, Eric said: ბევრი შამპანური დაიქცევა ძველი ევროპის კეთილშობილ სახლებში სენიორ. სენიორ, სტატუსის დაწევა და დაშლა კი არა :დ სოფლელებმა მათივე ობლიგაციების მომსახურება რომ შეაჩერონ დაახლოებით 2 წლით :დ ევროპის კეთილშობილ ოჯახებს თვითმკვლელობის სერია გადაუვლის :დ და თან ანტიკვარიატი გაიაფდება :დ Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 20 აგვისტო, 2021 Author Posted 20 აგვისტო, 2021 29 minutes წინ, Seth said: სოფლელებმა მათივე ობლიგაციების მომსახურება რომ შეაჩერონ დაახლოებით 2 წლით :დ ევროპის კეთილშობილ ოჯახებს თვითმკვლელობის სერია გადაუვლის :დ და თან ანტიკვარიატი გაიაფდება :დ რათქმაუნდა სენიორ. ამიტომ ნელა და ნება ნება. პოლიტიკური ხელოვნების შედევრი ზუსტად ეგაა როცა კლიენტი თვითონ ემსახურება თავის თავს რაშიც ევროპას ბადალი არ ჰყავს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 20 აგვისტო, 2021 Posted 20 აგვისტო, 2021 5 minutes წინ, Eric said: ამიტომ ნელა და ნება ნება ეს სხვა საქმე და სხვა სამსჯელოა სენიორ :დ ზოგადად ის ვინც კულტურულად დომინანტია, გადარჩენის თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაშია. ეს აქსიომაა და სულაც არაა საკამათო. ნელნელა და ნება-ნება რომ ეს მოხდეს (არ დაგვავიწყდეს რომ აქ ჩვენ მარტო სოფლელებზე აღარ ვსაუბრობთ, არამედ ანგლოსაქსური სამყაროს დომინაციაზე) იმდენი რამ უნდა მოახდინონ ჯერ რომ მაგას 1-2 საუკუნე დასჭირდება, მინიმუმ :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 20 აგვისტო, 2021 Posted 20 აგვისტო, 2021 რასაც თქვენ გიმენთ სენიორებო, როგორც კი ეგ სამნი დალაგდებიან ეგრევე დაიწყება უცხოპლანეტელების შემოტევა დედამიწაზე თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 20 აგვისტო, 2021 Author Posted 20 აგვისტო, 2021 (შესწორებული) კონფლიკტების გაგების პოლიტიკურ სოციალურ მეთოდები ერთი დიდი ჩიხია, საიდანაც ვერავინ გამოდის და შიგნით კი ეპატიჟებიან და ეპატიჟებიან ხალხს დიდი ხმაურით წიგნებით ფილმებით ლამაზი მოსაწვევევბით და არის ერთი ხმაური ყიჟინა იქით მემარჯვენე აქეთ მემარცხენე და ლიბერალური მატრიცების სადაც ლამაზი გირლიანდები ანათებს ცაში შუშხუნები სკდება ლაზერშოუები იდგმევა და სადაც ნებაყოფლობით შესული და დარჩენილი ადამიანის გონებრივი მონაცემები დიდ ეჭვს ბადებს პირადად ჩემში, მიუხედავად განათლების რადგან განათლება არის ერთი რაც უთუოდ აუმჯობესებს ინტელექტის კოეფიციენტს მაგრამ არის რაღაც რისი გაუმჯობესებაც ვერანაირი განათლებით ვერ ხერდხდება , ეს აქვს თავიდანვე ადამიანს ან არ აქვს. მთავარი მიზეზი, უმთავრესი, წინა საუკუნის, იმის წინა საუკუნეების , ეხლანდელის და მომავალი საუკუნეებისაც პლანეტარულ კონფლიკტების არის ძალიან ტრივიალური და მარტივი -> ვისი შვილები და შვილიშვილები იქნებიან პლანეტის მმართველები. რადგან ადამიანი ლიბერალური მატრიცის მიუხედავად სრულიად სხვანაირადაა მოწყობილი, როგორც ნებისმიერი სხვა ბიოლოგოიური ორგანიზმი ის ფიქრობს - შთამომავლობაზე. სხვანაირად შეუძლებელია რადგან ერთი ასეთი შეიძლება არ იყოს ან შვიდასი ან თუნდაც მილიარდი მაგრამ შთამომავლობა არ აწარმოვა? ესეიგი მოკვდა და გადაშენდა და წინ მაინც ის ხალხი გავა ვინც შთამომავლობაზე ზრუნავს. ) ჰომო საპიენსი პლანეტის ბიოლოგიური ჯაჭვის თავში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომაა რომ ის თავის შვილებზე ბევრად კარგად ზრუნავდა ვიდრე დინოზავრები ან ლურჯი შეშაპები და ადამიანი რომ ბუნებით მართლა ლიბერალი ყოფილიყო ის დიდიხანია გადაშენდებოდა და პლანეტის სადმე მიუვალ ადგილებში მაქსიმუმ თითო ეკზემპლარი მაუგლი ეპოვნათ ისიც ესე 2000 წლის წინ. მაგრამ ჰომო საპიენსი სინამდვილეში ეს არის მოაზროვნე ჯგუფურ-ჯოგური კონტაქტური მტაცებელი ბანდების ორგანიზატორი და პლანეტაზე ესეთ ბანდებს კონკურენტი არ ჰყავთ, ამიტომ დაიკავა პირველი ადგილი. და იმჰო ჩემი აზრით ეხლა ზუსტად ის წყდება თუ ვინ დაიკავებს პირველ ადგილს პლანეტაზე ყოველშემთხვევაში მინიმუმ რამდენიმე საუკუნე იქით ლიბერალებს უყვართ ამერიკის აღწერა ოი როგორი ლიბერალური და თავისუფალი ქვეყანაა და ამიტომაა მდიდარი ძლიერი და ... მაგრამ ამერიკამ თავისი სიმდიდრის პიკს მიაღწია გასული საუკუნის 60 იან წლებში როცა მსოფლიო ეკონომიკის 45% ფლობდა!!! და იმ დროს ამერიკა იყო შუა საუკუნეების ევროპის მსგავსად კონსერვატიული იმის შემდეგ ქვევით წამოვიდა და დღეს სადღაც 15% ს შეადგენს, და სად წავიდა 30% ???? სად და ლიბერალურ ფასეულობებში )))) და რა ფასეულობებია ესეთი რომელიც საკუთარ ჯიბეს 3/4 ით გისუფთავებს? უხსოვარი დროიდან ჰომო საპიენნსი მხოლოდ იმ ფასეულობებს სცემდა პატივს რაც პირიქით ჯიბეს ზრდიდა და ამან აქცია პირველ არსებად პლანეტაზე აბა რატომ უნდა გასცე საკუთარი შვილების და შვილიშვილების 3/4 ? ოო კეთილი საქმე რათქმაუნდა სიკეთე მშვენიერია დახმარება უანგარობა და ა,შ ტიპა - წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ ოკ მარა აბა რატომაა დღეს ჩინეთი ამერიკის გეოპოლიტიკური კონკურენტი? რატომ აქვს ამერიკულ მანქანებს ევროპაში უფრო მაღალი ბაჟი ვიდრე ევროპულებს ამერიკაში? და რაც მტავარია რანაირად შეიქმნა ევროკავშირი ბიუჯეტით მეტი ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტზე? აი სად წავიდა ის 3/4 )))) სერიოზული დილემის წინ დგას იანკეთი სენიორეს, უსერიოზულესი და მე პირადად გახვრეტილ გროშს არ დავდებდი მათზე ვფიქრობ რა, რომ უკვე ძალიან გვიანია. Edited 20 აგვისტო, 2021 by Eric Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 20 აგვისტო, 2021 Author Posted 20 აგვისტო, 2021 სერ რობერტ კლაივ ინდოეთს ესტუმრა მგონი 1750 წელს და ინდოეთი მაშინ იყო მსოფლიო ეკონომიკის 45 თუ 47 % სენიორეს. შემდეგ რაც უფრო იზრდებოდა სერ რობერტ კლაივის ტიტულები, ბარონი , პერი, სამეფო საზოგადოების წევრი მით უფრო ქვევით მოდიოდა ინდოეთის ეკონომიკა და მით უფრო იზრდებოდა ბრიტანეთის ეკონომიკა ეს მარადისობის კანონია ))) შეგვიძლია იგივე ვთქვათ ეგვიპტეზე დანარჩენ აფრიკაზე უი შიმშილიაო ლოყებს იტკიცავენ ევროპაში, არ გადამრიოთ? ნე მოჟეტ ბიწ! ))) გამოწუწნეს გამოღრღნეს ევროპელებმა და უი შიმშილობენო გნებავთ რუსნია, ფიზიკურად უმდიდრესი მარა უბიდლოვესი, უჭირს რუსეთის ეკონომიკასო, ბიჭოს )))) ჰოდა ამას ვამბობდი თუ ინდოეთმა იზარალა ეგვიპტემ იზარალა აფრიკამ იზარალა ამერიკისთვის რანაირად იქნება კარგი? Share on other sites More sharing options...
Recommended Posts