Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
30 minutes წინ, Seth said:

ჰმ, ქოცები რატომ? ძალიან საკაიფოდ და გემოვნებით ეღადავნენ სოფლელ გოგოს.

საკაიფოდ ვისი გადმოსახედიდან? ის სოფლელი გოგო წუწუნებდა რომ სამეფო სახლის ეს წარმომადგენლები რასისტები არიან. რომ ამ დრომოჭმული ინსტიტუტის დამოკიდებულება აროგანტული და ცინიკური იყო, მასზე ძალადობდნენ და სუიციდზე ფიქრობდა ხოდა რაღაც პონტში დაადასტურეს ეგ. 

ისე ეს ენდრიუ მეგონა თავიდან, ეპსტაინის სკანდალის ტიპი და კიდე უფრო ცუდად მომეჩვენა

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

მოწინავე ეკონომიკის „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯგუფმა მულტინაციონალური კომპანიების დაბეგვრის შესახებ "ისტორიულ" შეთანხმებას მიაღწია. ლონდონში სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გადაიჭრას კომპანიების მხრიდან გადასახადების გადახდის თავიდან აცილების პრობლემა იმ ქვეყნებში, სადაც ისინი საქმიანობენ.

შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამოქმედდეს "გლობალური მინიმალური კორპორატიული გადასახადი", რომელიც 15%-ით განისაზღვრება.

ამ გადასახადის გადამხდელებს შორის შეიძლება მოგვევლინონ ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Amazon და Google.

ახალი გადაწყვეტილების შედეგად, მთავრობები შეძლებენ, მილიარდობით დოლარის მიღებას კოვიდპანდემიის კრიზისის დროს წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.

შეთანხმება, რომელშიც ჩართული არიან აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, კანადიდან, იტალიიდან და იაპონიიდან - გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნებზეც, რათა მათაც მიბაძონ "დიდ შვიდეულს" და მსგავს გადაწყვეტილებამდე მივიდნენ მომდევნო თვეში „დიდი ოცეულის“ ქვეყნებიც.

რატომაა საჭირო წესების შეცვლა?

მთავრობები დიდი ხანია ცდილობენ გაუმკლავდნენ გლობალური კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებულ პრობლემებს – ეს საკითხები კი ისეთ უზარმაზარ ტექნოლოგიურ კორპორაციებში, როგორებიცაა Amazon და Facebook, წლიდან– წლამდე იზრდება. დღესდღეობით კომპანიებს შეუძლიათ ადგილობრივი ფილიალები იმ ქვეყნებში გახსნან, რომლებსაც შედარებით დაბალი კორპორატიული გადასახადი აქვთ – ეს კი ნიშნავს, რომ ფილიალებს მხოლოდ ადგილობრივი გადასახადების დაფარვა უწევთ, მაშინაც კი, თუკი კომპანიების მოგება, ძირითადად, სხვა ტერიტორიებზე გაყიდვებიდან მოდის. 

"დიდი შვიდეულის" მიერ მიღებული გარიგების მიზანია, რომ აღნიშნული პრობლემები 2 გზით გადაჭრას: უპირველეს ყოვლისა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს სურთ მინიმალური გლობალური გადასახადის განაკვეთის შემოღება. მეორე მხრივ - წესები მიზნად ისახავს, კომპანიებმა მეტი გადასახადი გადაიხადონ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი საკუთარ პროდუქტს ყიდიან და არა მხოლოდ იქ, სადაც მათი სათავო ოფისებია განთავსებული.

რა წერია ხელშეკრულებაში?

მულტინაციონალური კომპანიებისთვის გადასახადების გადახდის წესები, ვრცელდება გლობალურ კომპანიებზე, რომლებსაც მინიმუმ 10%–იანი მოგების მარჟა აქვთ. შეთანხმების პირობების თანახმად, მოგების 20% განაწილდება და დაიბეგრება იმ ქვეყნებში, სადაც კომპანიები ოპერირებენ. მეორე მხრივ, შეთანხმება ქვეყნებს ავალდებულებს, შემოიღონ 15%–იანი მინიმალური გლობალური გადასახადი, რომლის შემცირების უფლებაც სახელმწიფოებს ინდივიდუალურად არ ექნებათ.

Share on other sites

  • მოდერატორი
7 საათის წინ, Moor said:

სოფლელი გოგო წუწუნებდა რომ სამეფო სახლის ეს წარმომადგენლები რასისტები არიან

ბაღანას რატო დაარქვა ლილიბეტ (დედოფლის საოჯახო "კლიჩკა") დაიანა (:lolz:) მაუნთბათთენ (:lolz::lolz:) უინძორ? 

7 საათის წინ, Deutschland said:

მოწინავე ეკონომიკის „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯგუფმა მულტინაციონალური კომპანიების დაბეგვრის შესახებ "ისტორიულ" შეთანხმებას მიაღწია.

ვიქტუაღ :boli:

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, Moor said:

საკაიფოდ ვისი გადმოსახედიდან?

არასოფლელების.

 

8 საათის წინ, Moor said:

ის სოფლელი გოგო წუწუნებდა რომ სამეფო სახლის ეს წარმომადგენლები რასისტები არიან. რომ ამ დრომოჭმული ინსტიტუტის დამოკიდებულება აროგანტული და ცინიკური იყო, მასზე ძალადობდნენ და სუიციდზე ფიქრობდა ხოდა რაღაც პონტში დაადასტურეს ეგ. 

რა პონტში დაადასტურეს? :დ მართლა ფიქრობთ რომ ან ოპრა არ იციან და ან ის ინტერვიუ? :დ

ზოგადად კი ვისაც აინტერესებს უკვე გარკვეულია რომ სოფლელი გოგო არის უბრალოდ ერთი პატარა მატყუარა. 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
51 minutes წინ, Freeman said:

ბაღანას რატო დაარქვა ლილიბეტ (დედოფლის საოჯახო "კლიჩკა") დაიანა (:lolz:) მაუნთბათთენ (:lolz::lolz:) უინძორ? 

8 საათის წინ, Deutschland said:

რავიცი. :D 

20 minutes წინ, Seth said:

რა პონტში დაადასტურეს? :დ მართლა ფიქრობთ რომ ან ოპრა არ იციან და ან ის ინტერვიუ? :დ

 

ხოდა მაგაშია საქმე. მე არ მომეწონა ეგ თავის მოკატუნება.   დედოფალს გამოხმაურება მაგ ამბავზე ან თუნდაც უილიამის იყო, ბევრად კაი.  თორე ის სოფლელი გოგო რო ბანძია, გავიგეთ

Edited by Moor

 

 
Share on other sites

8 საათის წინ, Deutschland said:

მულტინაციონალური კომპანიებისთვის გადასახადების გადახდის წესები,

პირველი პროსკრიპციები დაიდო? :gigi:

 

50 minutes წინ, Freeman said:

ბაღანას რატო დაარქვა ლილიბეტ (დედოფლის საოჯახო "კლიჩკა") დაიანა (:lolz:) მაუნთბათთენ (:lolz::lolz:) უინძორ? 

მეგანმა დაარქვა?

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Eric said:

მეგანმა დაარქვა?

ლილიბეტ დაიანა დაარქვეს ხო :დ ჰარის დედის სახელია, რა გაპრავება მაგას უნდა, არ ვიცი

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Moor said:

თავის მოკატუნება

თავის მოკატუნება რა შუაშია? იღადავეს რა. ინგლისური აფერ კლასის იუმორია.

არავინ იკატუნებს თავს, ყველამ კარგად იცის რომ ამ რიჟამ პრობლემა შექმნა, ამ პრობლემის სათავე კიდევ ჩარლია. 

მაგრამ ეს არავის საქმე არაა არც იმ სოფლელი გოგოსი და მითუმეტეს არც ოპრასი.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share