Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
3 საათის წინ, t-90 said:

მთლად ყველაფერი ცხადია არ შეუნარჩუნებია, მაგრამ რაც შეინარჩუნა ეყოთ.

პრინციპში მეტი არც სჭირდებოდათ.

როგორც ჩანს, იქმნება ხოლმე ისეთი ვითარება, როდესაც ფინანსურ ელიტებს პოლიტიკური კლასის განულება შეუძლია.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Chigurh said:

ანუ ჯორის ძალა გვჭირდება

ის გამახსენდა , .... კახელს რომ კითხეს, ცხოველებიდან ყველაზე დიდი ძალა რომელს აქვსო ?

- სპილოსო,  - უპასუხა

- რათა სპილოსო ???

- რას ამობ, ჯორივით ძალა აქვსო ;) 

2 საათის წინ, Chigurh said:

ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა იმ რასკლადის ლოდინი როდის დაისადგურებს საყოველთაო სიმშვიდე, არამედ ისეთი ვასალიტეტის სტატუსის ქვეშ შესვლა, რომელსაც კონკრეტულ პროექტში შეეძლება როგორც სენიორის, ისე საკუთარი ინტერესების დაცვა.

ეჰ, ... 1453-შივე , როდესაც მეჰმედ სულთანმა კონსტანტინეპოლი დაიპყრო, იქვე მდებარე გენუელების მთავარი ქალაქი გალათაც დაიმორჩილა და გეგმაზომიერად შეუდგა შავი ზღვის აკვატორიის დაპყრობას, კონსტანტინეპოლის დაპყრობის დროს უმთავრესად მაყურებლის როლში ყოფნამ ვერ უშველა გენუელ-ვენეციელებს და მათმა სავაჭრო იმპერიამ შავ ზღვაზე დაშლა დაიწყო , დარდანელიც და ბოსფორიც ოსმალების ხელში იყო და მეძღვაურები თავს არიდებდნენ შავ ზღვაში შესვლას, გენუელების შავიძღვის მთავარ პორტში კაფაში (ყირიმის სანაპირო) 1453  წლიდან 1455 წლამდე ერტი გემიც არ ჩასულს ევროპიდან , შეშფოთებულმა რომის პაპმა ნიკოლოზ მე-5-ემ , 1453 წლის სექტემბერში გამოსცა ბულა, რომლითაც ევროპელ მეფე-მთავრებს მოუწოდა საღვთო ჯვაროსნული ომისაკენ ოსმანთა წინააღმდეგ, ამავდროულად მეჰმედ 2-ემ შავი ზღვის ქვეყნებს ყოველწლიური ხარკის გადახდა მოსთხოვა, ამ მოთხოვნახე , ტრაპიზონის სამეფომ, საქართველომ და მოლდოვეთმა უარი განაცხადეს, 1454-ში ოსმანების საზღვაო ფლოტი ბოსფორით შავ ზღვაში შევიდა და მიწასთან გაასწორა გენუელების სავაჭრო პორტი ყირიმში მონკასტრო, იქედან პირდაპირ სოხუმისკენ დაიძრა, გიორგი მე-8-მ ვერღარ მიუსწრო, სოხული და მიმდებარე ტერიტორია გაზარჩვულ-დანგრეული დახვდა, აქედან ოსმალეთის ფლოტმა გენუელების მეორე პორტს კაფას შეუტია და შეშინებულმა გენუის კონსულმა შეთანხმება ამჯობინა და 1600 დუკატის გადახდა იკისრა წელიწადში ყირიმის ანის სასარგებლოდ და მერე ოსმალების სასარგებლოდ 3000 დუკატი, ... 1455 წელს გარდაიცვალა პაპი ნიკოლოზ მე-5-ე და რომის პაპი ხდება მოხუცი კალიქსტოს 3-ე, რომლის ბრძანებითაც საქართველოში ჩამოვიდა ფრანცისკანელი ბერი ლუდოვიკო ბოლონიელი და ახალი ჯვაროსნული მოძრაობის დაწყების ამბავი ჩამოიტანა, ... მაშინ საქართველო არეული იყო, დაშლილი იყო 4 სამთავრო-სამეფოებატ, თუმცა ამ ფაქტმა ოთხივე სამთავრო შეარიგა და შეაკავშირა, 1457-ში ლუდოვიკო ბოლონიელი რომში დაბრუნდა ქართველი მეფე-მთავრების წერილობითი თანხმობა ჩაუტანათ,- ამას ისიც დაემატა, რომ უნგრეტის  ჩეხეთისა და გერმანიის გაერთიანებულმა ძალებმა იანოშ უნიატის სარდლობით, ბელგრადთან სასტიკად დაამარცხა ოსმალები რითაც დიდი იმედი ჩაუსახათ ჯვაროსნული კოალიციის მოსურნეებს, ამ დროს რომში პაპის ტახტზე ავიდა კარდინალი ენია სილვიო დი კოლომინი , პაპ ლიუს მეორის სახელით, ახალმა პაპმა უფრო გაბედულად მოკიდა ხელი ანტიოსმალური კოალიციის შეკვრად და ლუდოვიკო ბოლონიელს დაავალა საქართველოში გამგზავრება, აღმოსავლურ-ტრაპიზონულ-ქართული კოალიციის შეკვრა და მათი ელჩების რომში ჩამოყვანა, - ლუდოვიკოსგან შეიტყვეს მოკავშირეებმა რომ პაპი ევროპის მეფე-მთავრებს მანტუაში სწორედ ჯვაროსნული კოალიციის შეკვრაზე ესაუბრებოდა, - არსებობს გიორგი მე-8-ის წერილი ფილიპე კეთილისადმი სადაც ის წერს რომ ქართველი მეფე მთავრების დროშის ქვეშ 80.000-იანი ჯარი დგება, ასევე გიორგის გამოჰყავს ჩრდილოეთ კავკასიელთა ჯარი ჩერქეზებისა და ალანების სახით 20.000 და მათ კოალიციას აერთიანებს ტრაპიზონოს სამხედრო ძალა ასევე 20.000 ჯარისკაცი და 30 გალერა, კილიკიის გამგებელი 20.000 მხედარს პირდებოდა მოკავშირეებს, ტრაპიზონის მეფემ ამ ბრძოლაზე დაითანხმა თავისი სიძე თეთრბატკნიანი ირანის მმართველი უზუნ ჰასანიც 40.000 იანი სამხედრო ძალით,  ბრძოლაში ებმებოდნენ ყარამანიისა და სინოპის სამხედრო ძალებიც , ამგვარად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან ჩრდილოეთ შავი ზღვის სანაპირომდე იქმნებოდა ერთიანი ფრონტი, მთავარი შეტევა უნდა დაწყებულიყო ცენტრალური ანატოლიიდან, ხოლო ოსმალეთზე დასავლეთიდან დარტყმა ევროპის ქვეყნებს უნდა ეკისრათ ... 1459 წელს აღმოსავლეთის კოალიცის მესვეურთა ელჩებმა თბილისში მოიყარეს თავი და ლუდოვიკო ბოლონიელის მეთაურობიტ ევროპისაკენ დაიძრნენ, გიორგი მე-8-ეს ნიკოლოზ თბილელი წარმოადგენდა, ყვარყვარე ათაბაგს ფარსადანი, ტრაპიზონის მეფე დავითს კი მიქაელ ალეგიერი, დანტე ალეგიერის ღვიძლი ნათესავი ;)  უზუნ ჰასანს მოჰამედ თურქმანი, ხოლო სომეხთა მეფეს მორად არმენიელი, ... 1460 წელს ჩააღწიეს ლუდოვიკომ თავისი აღმოსავლელი ელჩებითურთ ევროპაში და რა სანახაობაც დახვდატ იქ მაშინ კი გეცოდინებათ განათლებული სენიორები ბრძანდებით აქ, - ჰო და, რატომ დავწერე ამდენი, - იმად, რომ იმ დროიდან მოყოლებული მზგავსი ძალა და გაერთიანება რომელშიც საქართველო ერთ-ერთ თანასწორ , ან შედარებით თანასწორ ძალად გამოვიდოდა აღარ შემდგარა, 1918-ში იყო მხოლოდ, როდესაც გერმანელების დაძალებით ჟორდანიას მთავრობას დამოუკიდებლობის აქტი მიაღებინეს, სხვა შემთხვევაში არ მახსენდება ევროპელების იმგვარი ინტერესი ჩვენს მიმართ რომელზედაც თქვენ ბრზანებთ. რომ : - "კონკრეტულ პროექტში შეეძლება როგორც სენიორის, ისე საკუთარი ინტერესების დაცვა." - რაიმე , მათი ჩვენდამი ქმედებიდან გაძლევთ იმის თქმის საფუძველს რომ ევროპას ჩვენთან ამგვარი ურთირთობა სურს, ან თუნდაც შეიძლება მიზნად ჰქონდეს ??? , ჩემი აზრი უფრო იანკების მხარეს იხრება, მათ კონკრეტული დახმარება გაგვიწიეს (გახსოვთ ალბათ) და მათ გეგმაში უფრო ჩაჯდებოდა თქვენი ზემოთაღნიშნული პოსტულატი ვასალსა და სენიორის შესახებ, მაგრამ არამც და არამც ევროპელების გეგმაში და ეს კიდევაც დამტკიცდა 2008-ში .... ანუ, გამოდის რომ უახლოეს მომავალში გამონათებებზე ოცნებაც უნდა დავივიწყოთ ... სამწუხაროა სენიორ , ფრიად სამწუხარო, - ხალხია ცოდო !!!

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, York Ge said:

როგორც ჩანს, იქმნება ხოლმე ისეთი ვითარება, როდესაც ფინანსურ ელიტებს პოლიტიკური კლასის განულება შეუძლია.

ეს ყველაფერი ტექნოოგიების გამო ალბათ?

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, t-90 said:

ეს ყველაფერი ტექნოოგიების გამო ალბათ?

ჩმოჭ (= იმჰო), სავაჭრო გზები, რომლებიც შეიძლება იქნან გადამისამართებული მრავალი ფაქტორის, მათ შორის, ტექნოლოგიური გარღვევების გამოც.

მაგალითად, მე-17 საუკუნეში, ყველგან, სადაც კომპანიებს ინტერესი გააჩნდათ, დინასტიები შეიცვალა.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
6 საათის წინ, York Ge said:

ჩმოჭ (= იმჰო)

:D

 

ამ თემას იქეთა ფორუმიდან მოყოლებული ერთი კაი ლექსიკონი არ აწყენდა - ერთ თემად ტერმინები ღირს!:yeah:

Edited by ASIA
Share on other sites

ორი საინტერესო პირველი კლასის ინფო გვაქვს უახლესი დღეების შემდგომი ანალიზისთვის.

1. დალაი ლამას და გრეტა ტუნბერგის გიგანტი აზრების ურთიერთგაცვლა (სენიორ სეთის მოსაზრება ახალი რელიგიის თაობაზე)

2. პაკისტანის ენერგო სისტემის კოლაფსი ( პოსტ კორონა ეპოპეის შემდგომი ეპოპეების დასაწყისი)

Share on other sites

  • ფორუმელი

ladys and gentlemans, საინტერესო ეპოქაში მოგვიწევს ცხოვრება.

სხვათაშორის ჩინური წყევლაა, საინტერესო დროში გეცხოვროსო :)

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share