Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Chigurh said:

რაც შეეხება მომავალს, დამჯერი ამერიკა პრინციპში ნიშნავს კიდეც დომინიონის სტატუსის დაკარგვას.

მთავარი ხომ სტატუსია, და სტატუსის დაკარგვა სტატუსის სამყაროში=განულებას იმჰო.

რატომ სერ? როგორც კავბოი იქნება დამჯერი, ისე ბებერი იქნება დამჯერი. მითუმეტეს ბებრებს ამ ნაწილში საჯაროდ თავისი უპირატესობის გამოხატვის დამალვის პრობლემა არ აქვთ და არც ჰქონიათ.

7 minutes წინ, Chigurh said:

სენიორ ერიკის ავტრალია-კანადის მაგალითი  მოწმობს როგორ შეიძლება ცივილიზაცია ვასალიტეტის სტატუსის ქვეშ შეიყვანო მშვიდად და უპრეტენზიოდ

იმჰო არ გამოვა ეს ამბავი მონსენიორ. ეგენი ყოველთვის ვასალები იყვნენ და ესენი ვიში ლიგაში არიან და თან სერიოზულად არიან

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Seth said:

რატომ სერ? როგორც კავბოი იქნება დამჯერი, ისე ბებერი იქნება დამჯერი. მითუმეტეს ბებრებს ამ ნაწილში საჯაროდ თავისი უპირატესობის გამოხატვის დამალვის პრობლემა არ აქვთ და არც ჰქონიათ.

იმჰო არ გამოვა ეს ამბავი მონსენიორ. ეგენი ყოველთვის ვასალები იყვნენ და ესენი ვიში ლიგაში არიან და თან სერიოზულად არიან

კი სერიოზულად ვიშე ლიგაა ვირის ჯანით.

ამ ეტაპზე მეც მგონია სტატუსის შეჩერებას არ ექნება ადგილი მხოლოდ გადაფორმატდებიან.

მაგრამ განულების ვარიანტსაც განვიხილავ რაღა დაგიმალოთ, უბრალოდ ამას მარტივად გავიგებთ-- სოფლელების მასშტაბის ობიექტის დაცემას სერიოზული ნგრევითი პროცესები მოჰყვება.

იმჰო

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Chigurh said:

ამ ეტაპზე მეც მგონია სტატუსის შეჩერებას არ ექნება ადგილი მხოლოდ გადაფორმატდებიან.

სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ და სხვანაირად რომც მოინდომონ ბებრები არ დაუშვებენ ამას. თავისთავად გადაფორმატებაც სერიოზული თემაა და უმტკივნეულო არ/ვერ იქნება.  ბებრებს სერიოზული ფორა აქვთ წარსული 4 და მომავალი 4 წელი როგორც მინიმუმ. 4 წლის მერე რამდენი დასჭირდება კიდევ ვინ იცის :დ 

მოკლედ საინტერესო ამბები გველის.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
15 საათის წინ, Chigurh said:

და მაინც,

როგორ მივიდნენ ამ დონემდე ?

რა მოხდა?

რატო დამთავრდა -> ამის გასარკვევად საჭიროა ვიცოდეთ -> როგორ დაიწყო.

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
32 minutes წინ, Eric said:

რატო დამთავრდა -> ამის გასარკვევად საჭიროა ვიცოდეთ -> როგორ დაიწყო.

როგორც ვიცით იანკები ორი დიდი ძალის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი ძალაა 

 

 

Share on other sites

ჰეგემონის ცვლილება სამეფო ტახტზე ყოველთვის -> ომია.

გამონაკლისი არ არსებობს. კამათი შეიძლება მხოლოდ მის ინტენსივობაზე.

რა გვაქვს?

რომიდან მოყოლებული კონსტანტინოპოლი -> პიზა -> ვენეცია -> გენუა -> გაუთავებელი ომები ბრიტანეთის კუნძულებიდან წითელ ზღვამდის და იქით მონღოლეთის სტეპებამდის და იაპონიაშიც კი შეცვივდნენ. სრული გადაფორატება დემოგრაფიული სურათის ევრაზიის კონტინენტზე. გადაწერილი ისტორიები ვინ სად რას აკეთებდა მანამდე და ამის შემდეგ დღემდე გაურკვეველია, სისხლის წვიმები ევროპაში თუ აზიაში.

 

შემდეგი ჰეგემონი -> ესპანეთის იმპერია სადაც მზე არასოდეს ჩადიოდა. ერთადერთი ნათელი სურათი გვაქვს (შედარებით) , ესპანეთის ჩამოსვლა ჰეგემონის ტახტიდან შედარებით რბილად მოხდა, ტოლი ესპანელები მიხვდნენ რომ შანსი არ ჰქონდათ და რაც მეტს იმოძრავებდნენ მეტად დაზარალდებოდნენ, ტოლი თავად ახალი ჰეგემონის (საფრანგეთი) და ძველი ექსჰეგემონის (ესპანეთი) საერთო - ერთი რომანული ცივილიზაცია იყო ამ მშვიდობიანი გადაბარების მიზეზი? 

 

შემდეგი საფრანგეთის ჩამოსვლა ჰეგემონის ტახტიდან და ინგლისის ასვლა, ოო აქ დაზანზარდა ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ასეულათასობით ევროპელი ჩაწვა მიწაში ბარაბნების და არტილერიის კანონადის ქვეშ საფრანგეთის ავსტრიის რუსეთის ბრიტანეთის იმპერიების დროშებქვეშ და პირამიდებიდან მოსკოვამდე სისხლით მორწყეს ისე რომ მთელი XViii და XIX  საუკუნე დენთის სუნი ვერ გაიყვანეს ევროპიდან. შეიცვალა ცივილიზაციური ჰეგემონი - რომანულიდან ანგლოსაქსურზე.

 

შემდეგი ბრიტანეთის ჩამოსვლა და ამერიკის შეერთებული შტატების ასვლა , XX საუკუნის პირველი ნახევარი და კატასტროფული მსოფლიო ომი სტალინგრადის თოვლყინულებში დამწვარი ტანკისტები თუ ივოჯიმას ნაპირზე დამხრჩვალი ქვეითები თუ გადაბუგული ჰიროსიმა და საჰაერო ბრძოლები კორეის თავზე და მაკარტური ატომური ხელკეტით და ჩამოლაბორანტებული საბჭოთა კავშირი ეს უკვე მესტნი აბორიგენების უსიამოვნო წვრილმანებია თავისი უშუქო და უგაზო 90 იანებით ...

 

ჰეგემონის ცვლილება ყოველთვის ომია. დიდი თუ პატარა საკითხავია.

პლანეტის ინტერესში არის ჰეგემონის დარჩენა ტახტზე. იმჰო

ნებისმიერ შემთხვევაში სადღაც ტრუბამ უნდა გახეთქოს და ეს სადღაც გეოფიზიკის გამო ყოველთვის უცვლელია -> ევრაზიის კონტინენტი.

მაშტაბები უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული დარჩება? შეიცვლება?

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share