Jimmy Posted 6 თებერვალი, 2022 Author Posted 6 თებერვალი, 2022 (შესწორებული) 5 საათის წინ, York Ge said: დოლარამდე გირვანქა სტერლინგი იყო, მილორდ. ფინანსური ოპერაციების ერთობლიობა, მიმართული მის წინააღმდეგ, ფრიად საინტერესოა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შედგა დოლარი, როგორც მთავარი ვალუტა, თუმცა სამოციან წლებშივე შეეცადა ევროპა მეორე ვალუტის შექმნას. შედგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიახ. კი ბატონო. მარა მე ვამბობ მარტივ რამეს რომ ეს უნდა მომხდარიყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სენიორ. რომის იმპერიობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში არ უნდა შესულიყო ანტანტის მხარეს სენიორ. რომი ასე არ იზავდა. 7 საათის წინ, York Ge said: მერე, კიდევ, ამერიკამ აიძულა საფრანგეთი და ბრიტანეთი, შეექმნათ მისი ოფიცერთა კორპუსი, მერე, კიდევ, როდესაც გერმანია განადგურების პირს მიადგა, ამერიკამ მოითხოვა ზავი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბრიტანეთს გერმანიის მხარეზე გადასვლით დაემუქრა. ამერიკამვე აღადგინა გერმანია და რუსეთი და მოამზადა ისინი მე-2 მსოფლიო ომ დავშალოთ ეს სენიორ თქვენი არგუმენტია რომ ამერიკამ აიძულა საფრანგეთ ბრიტანეთი მისთვის ოფიცერთა კორპუსი შეექმნათ, ამიტომ გამოვიდა მათ მხარეს. ხოლო შედმეგ გერმანიის განადგურების დრო რო მოვიდა ზავი მოითხოვა და ეგ და რუსნია მეორე მსოფლიო ომისთვის მოამზადა მაგრამ მილორდ! ოფიცერთა კორპუსს ხომ გერმანიაც შეუქმნდა ? ))) და 30 წლის შემდეგ რაღაში ჭირდებოდა მისი საომრად მომზადება იქვე არ იყო კაიზერზარბაზნიანი გერმანია 1917 ში? )) და რა მივიღეთ ამის მაგივრად? "ლუზიტანია" და "ციმერმანის დეპეშა" სენიორ ინგლისური იუმორით შესრულებული რომი ))) Edited 6 თებერვალი, 2022 by Eric Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 6 თებერვალი, 2022 Posted 6 თებერვალი, 2022 5 minutes წინ, Eric said: მარა მე ვამბობ მარტივ რამეს რომ ეს უნდა მომხდარიყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სენიორ. როგორ? 1-ლ მსოფლიო ომამდე რას წარმოადგენდნენ ჩრდ. ამერიკის გაერთიანებული სახელმწიფოები? 5 minutes წინ, Eric said: რომის იმპერიობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა პირველ მსოფლიო ომში არ უნდა შესულიყო ანტანტის მხარეს სენიორ. განა რომი კართაგენის 1-ლი ომის შემდეგ გახდა ზესახელმწიფო? 6 minutes წინ, Eric said: რომი ასე არ იზავდა. სწორედ ასე კი ჰქმნა. 7 minutes წინ, Eric said: მაგრამ მილორდ! ოფიცერთა კორპუსს ხომ გერმანიაც შეუქმნდა ? ))) მაშინ ამერიკას გერმანიის ერთ-ერთიი მოკავშირის ადგილი უნდა დაეკავებინა. რომლის, მაგალითად? 7 minutes წინ, Eric said: და 30 წლის შემდეგ რაღაში ჭირდებოდა მისი საომრად მომზადება იქვე არ იყო კაიზერზარბაზნიანი გერმანია 1917 ში? )) ამერიკის თავდაპირველი ამოცანა მე-2 სახელმწიფოს (გერმანიის) ადგილის დაკავება იყო, რაც მოახერხა კიდეც. 1-ლი სახელმწიფოს (ბრიტანეთის იმპერიის) ჩანაცვლება მეორე ეტაპის ამოცანა იყო და მას ახალი ომი ესაჭიროებოდა. არაფრიდან მსოფლიო ჰეგემონის ადგილის დაკავებას ტფილისის ემირატის ინტელექტი ესაჭიროება, რაც, რა დასანანიც არ უნდა იყოს, ამერიკას არ გააჩნდა :) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მილორდ, გერმანიამ მექსიკის რევოლუციას ოთხჯერ მეტი ფული დაახარჯა, ვიდრე რუსეთისას და, რაც ყველაზე კომიკურია, გერმანია და ბრიტანეთი ერთად თამაშობდნენ მექსიკაში. ვინ იყო მაქს ვარბურგი, ბანკირი, თუ კაიზერის სტრატეგიული დაზვერვის გენერალი, ბოლო-ბოლო? 10 minutes წინ, Eric said: "ლუზიტანია" და "ციმერმანის დეპეშა" სენიორ ინგლისური იუმორით შესრულებული თუ ინგლისური იუმორის მაგალითის მოხმობაა საჭირო, პეტერბურგისაკენ მცურავი ტროცკის გზაში დაკავება უკეთესი მაგალითი იქნებოდა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 6 თებერვალი, 2022 Posted 6 თებერვალი, 2022 13 minutes წინ, Eric said: პირველ მსოფლიო ომში არ უნდა შესულიყო ანტანტის მხარეს სენიორ. მთავარი ისაა, რომ ამერიკა ომში ანტანტის მხარეს არ ჩაბმულა. ამერიკა ომში ჩაება ამერიკის მხარეს. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 6 თებერვალი, 2022 Author Posted 6 თებერვალი, 2022 10 minutes წინ, York Ge said: როგორ? 1-ლ მსოფლიო ომამდე რას წარმოადგენდნენ ჩრდ. ამერიკის გაერთიანებული სახელმწიფოები? აშკარად ერთმანეთს ვცდებით სენიორ რას ნიშნავს რას წარმოადგენდნენ? ესეიგი თქვენ ამბობთ რომ ამერიკა რომ გერმანიის მხარეს გამოსულიყო მაინც ანტანტა მოიგებდა? Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 6 თებერვალი, 2022 Author Posted 6 თებერვალი, 2022 16 minutes წინ, York Ge said: მთავარი ისაა, რომ ამერიკა ომში ანტანტის მხარეს არ ჩაბმულა. ამერიკა ომში ჩაება ამერიკის მხარეს. ნუ ეს მჯელობა აღარაა. სენიორ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 6 თებერვალი, 2022 Posted 6 თებერვალი, 2022 5 minutes წინ, Eric said: ესეიგი თქვენ ამბობთ რომ ამერიკა რომ გერმანიის მხარეს გამოსულიყო მაინც ანტანტა მოიგებდა? მოიგებდა გერმანია, მაგრამ რას შეცვლიდა ეს ამერიკისათვის? ამერიკა ამ შემთხვევაშიც მე-2 სახელმწიფო გახდებოდა და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შეუდგებოდა ახალი 1-ლი სახელმწიფოს, გერმანიის ჩამოლაბორანტებას. ვის მხარესაც არ უნდა ჩაბმულიყო ამერიკა 1-ლ მსოფლიო ომში, მე-2 მსოფლიო ომს მაინც ის მოიგებდა. ამერიკის სტრატეგია მე-20 საუკუნის დასაწყისისა იმდენად ელეგანტურია, რომ არ გამიკვირდება ფრანგულად დაწერილი რომ აღმოჩნდეს. ხოლო თქვენი ვარაუდი ამერიკის მიერ გერმანიისა და ბრიტანეთის ერთდროულად (ერთ ომში) დამარცხების შესაძლებლობის შესახებ მცდარია. იხ. მექსიკა. 8 minutes წინ, Eric said: ნუ ეს მჯელობა აღარაა. არც ყოფილა. ეს ფაქტის კონსტატაციაა. რადგან რომი ვახსენეთ, 1-ლი მსოფლიო ომისა და 1-ლი პუნიკური ომის ანალოგიას დავუბრუნდეთ. ეთანხმებით მას? თუ არა, რატომ? Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 6 თებერვალი, 2022 Author Posted 6 თებერვალი, 2022 7 minutes წინ, York Ge said: მოიგებდა გერმანია, მაგრამ რას შეცვლიდა ეს ამერიკისათვის? ამერიკა ამ შემთხვევაშიც მე-2 სახელმწიფო გახდებოდა და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შეუდგებოდა ახალი 1-ლი სახელმწიფოს, გერმანიის ჩამოლაბორანტებას. რატომ მოიგებდა გერმანია? )) მე ასეთი არაფერი მითქვამს, ბევრი ვწერე თავიდან 8 minutes წინ, York Ge said: ვის მხარესაც არ უნდა ჩაბმულიყო ამერიკა 1-ლ მსოფლიო ომში, მე-2 მსოფლიო ომს მაინც ის მოიგებდა. მეორე მსოფლიო ომი აღარ იქნებოდა საჭირო. პირველშივე დამთავრდებოდა, ნუ ცოტა მეტხანს გაგრძელდებოდა. 9 minutes წინ, York Ge said: ამერიკის სტრატეგია მე-20 საუკუნის დასაწყისისა იმდენად ელეგანტურია, რომ არ გამიკვირდება ფრანგულად დაწერილი რომ აღმოჩნდეს. მე პირიქითვფიქრობ. 9 minutes წინ, York Ge said: ეს ფაქტის კონსტატაციაა. ეს ფატქების გამრუდებაა სრული. რადგან "ამერიკა ამერიკის მხარეს ომობდა და არა ანტანტის მხარეს" ეს არვიცი ამაზე რა ვთქვა? ეგრე ინგლისიც ინგლისის მხარეს ომობდა და საფრანგეთიც საფრანგეთის მხარეს მარა სამივე ანტანტის შიგნით და 170 000 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ანტანტის მხარეს და არა გერმანელების მხარეს და 25 მილიარდი კრედიტი ანტანტას მისცა ამერიკამ და არა გერმანიას და თქვენ ამბობთ რომ ამერიკა ანტანტის მხარეს არ იბრძოდა არამედ თავის თავისი გამო რათქმაუნდა მარა ეს სიტყვების თამაშია რადგან ყველა თავისი თავისთვის იბრძვის ისედაც Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 6 თებერვალი, 2022 Author Posted 6 თებერვალი, 2022 (შესწორებული) 15 minutes წინ, York Ge said: ხოლო თქვენი ვარაუდი ამერიკის მიერ გერმანიისა და ბრიტანეთის ერთდროულად (ერთ ომში) დამარცხების შესაძლებლობის შესახებ მცდარია. მე ვფიქრობ რომ თქვენი ვარაუდია მცდარი რადგან ამერიკას საერთოდ არ ჭირდებოდა არავის დამარცხება თვითონ ხოცავდნენ ერთმანეთს. საჭირო იყო მხოლოდ პროცესის შენარჩუნება Edited 6 თებერვალი, 2022 by Eric Share on other sites More sharing options...
Recommended Posts