Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ - ანუ რა ხდება რომში?


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

მილორდ, საინტერესო იქნება თქვენი აზრი იმის შესახებ თუ როგორ უნდა იარსებონ ამ ორმა (ფინანსური კაპტალი ვს პოლიტ-ელიტა) ერთად ერთ ქვეყანასი ისე რომ არ გადაიკვეთნენ და არც გავლენები ახდინონ ერთმანეთზე ??? საერთოდ შესაძლებელია ასეთი რამ ???

ვერანაირად, ჩემი მოკრძალებული ვარაუდით, რადგან ფული ისაა, რასაც ძალაუფლება ეძახის ფულს.

პოლიტელიტის მთავარი ამოცანა ლეგიტიმურობაა, რაც გულისხმობს ხალხის აჯერებულობას ძალაუფლების კანონიერებაში. ძველ დროს ელიტის ლეგიტიმაციის წყაროს წარმოადგენდა ხალხის რწმენა იმის თაობაზე, რომ ელიტებთან ღმერთები საუბრობდნენ და თუ ეს რწმენა ქრებოდა, ელიტებიც ნადგურდებოდნენ. სპარტაკის ომმა დაარწმუნა რომაელები, რომ მათ ელიას იუპიტერმა უარი განიცხადა ნუმა პომპილიუსთან დადებულ ხელშეკრულებაზე და მოხდა ის, რაც მოხდა.

შესაძლოა, ამიტომაცაა, რომ თანამედროვე პოლიტელიტები განუწყვეტლივ ამკვიდრებენ რელიგიების სიმულაკრებს.

Share on other sites

  • ფორუმელი

აღმაშენებლის ეპოქაც რეპრესიები იყო იგივე ჭრილში თუ განვიხილავთ ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
39 minutes წინ, t-90 said:

მეორე ალბათ ყველაზე საინტერესო უნდა იყოს. არა?

პირველი! ვინც ეს ომი მოაწყო, მანვე გაანადგურა ძველი პატრიციატი.

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, York Ge said:
49 minutes წინ, t-90 said:

 

პირველი! ვინც ეს ომი მოაწყო, მანვე გაანადგურა ძველი პატრიციატი.

არა პირველი ხო მარა პირველზე გაცილებით მეტი წყაროებია გარკვეული ვარაუდის საშუალებას რო იძლეოდეს.

აი მეორეზე პრაქტიკულად არაფერია.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

  

8 საათის წინ, Eric said:

ამის გარეშე არ გაქვს ცოდნა,  არ გაქვს ცოდნა ესეიგი არ გაქვს კავშირები რეალურ ხალხთან, არ გაქვს კავშირები რეალურ ხალხთან ესეიგი შენი ათი ოპერაციიდან ცხრას მინიმუმ მაშინვე იჭერს ის ვისაც ეს ცოდნა აქვს , ესეიგი შენი რესურსი იხარჯება ჰაერში ... შენი რესურსი იხარჯება ჰაერში და ესეიგი შენ აგებ მარცხდები და ვაი დამარცხებულს :)))

 

თუ არსებული პრაქტიკით, ცოდნის ქონა ავტომატურად ნიშნავს კავშირს რეალურ ხალხთან და შესაბამისად - ცოდნის არ ქონა, კავშირის არ არსებობას,

მაშინ სწორს ბრძანებთ სენიორ ))

თორემ მარტო ცოდნასთან დაშვება და ვატიკანში შეშვება, საჭირო ხალხთან ურთიერთობის გარეშე, არ მოგვცემს არაფერს,

პირიქით, უფრო დაგვტანჯავს :D  :user:

 

8 საათის წინ, Eric said:

რაც საინტერესო იყო კორსიკელმა კაციჭამიამ გაზიდა საფრანგეთში და სამუდამოდ გაქრა

ის რაც საფრანგეთში მაგ პერიოდში სამუდამოდ გაქრა კი როგორც ვიცით ლონდონში გაჩნდა

სოფლელებს მანდედან მხოლოდ გადაწერილი კონსპექტები შეხვდათ :roll:

 

ე.ი. სოფლელები თარგმანში დაკარგულები არიან :givi:

მაშ, მუდმივი ეჭვი ექნებათ, რომ ბებრებმა მეტი იციან :katutu:

7 საათის წინ, Chigurh said:

აი რუსებს როგორი მარქსის ნაშრომებიც მისცეს ეგაა დაახლოებით 

 

რუსებს? რუსებს მისცეს XIX საუკუნის, თაროზე შემოდებული, დამტვერილი სამუშაო პროექტი,

ცოტა გადაკეთებული, რომელსაც დღემდე ატრიალებენ :lol:  და რომლისაც დღემდე სჯერათ, 21-ე საუკუნეშიც :user: 

უმბერტო ეკო „პრაღის სასაფლაოში“ რასაც წერს, როგორც ისტორიას და მე-19 საუკუნის

ევროპის კონსპირაციულ სინამდვილეს, თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა

რუსების თანამედროვე ბნელ რიტორიკას დასავლეთზე, რომელსაც თავის მხრივ

იმპერიული პროპაგანდისთვის იყენებენ :)

 

5 საათის წინ, Seth said:

დიახ. ძალიან ბევრი და თამ რაც უაღრესად საინტერესოა ვედებზე და უპანიშადებზე ამ კუთხით (რაზეც ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ) არსებობს ძალიან მცირე ლიტერატურა ინგლისურად.

 

უპანაშადები ხომ ვედების საკრალურ და ყველაზე საიდუმლო სწავლებად მიიჩნევა )

მე რასაც გავეცანი, უპანაშადებიდან ზოგადად და ზედაპირულად, ერთ-ერთმა მათმა წარმომადგენელმა

გურჯისტანის ფილიალიდან გამოიტანა და ფორუმ ჯიზე გამოაქვეყნა. ეხლაც უნდა იდოს წესით.

ყოველშემთხვევაში, ამან ოდნავი წარმოდგენაც ვერ შემიქმნა უპანაშადებზე.

შეიძლება ეგეც ვატიკანში ინახება :lol:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, t-90 said:

არა პირველი ხო მარა პირველზე გაცილებით მეტი წყაროებია გარკვეული ვარაუდის საშუალებას რო იძლეოდეს.

ჩემი ვარაუდია, რომ ლუკულუსი იდგა სპარტაკის უკან, მაგრამ მხოლოდ ირიბი მტკიცებები თუ მოიძებნება.

რაც შეეხება კრასუსს, ბევრია ცნობილი პომპეუსის მიერ აღმოსავლეთის გადაფორმატებასა და კრასუსის დაპირისპირების შესახებ პომპეუსის აღმოსავლელ კლიენტებთან.

noin ulla 2

ხომ საინტერესო უნაგირია?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, York Ge said:

ჩემი ვარაუდია, რომ ლუკულუსი იდგა სპარტაკის უკან, მაგრამ მხოლოდ ირიბი მტკიცებები თუ მოიძებნება.

არა მანდ ესე მარტივად ნაკლებად უნდა იყოსსაქმე.

ფაქტია რო მითრიდატე, სერტორიუსი და სპარტაკი პრაქტიკულად ერთდროულად მიმდინარეობს უფრო სწორედ სერტორიუსი დამთავრდა სპარტაკი დაიწყო და მითრიდატე პარალელურად.

5 minutes წინ, York Ge said:

 

რაც შეეხება კრასუსს, ბევრია ცნობილი პომპეუსის მიერ აღმოსავლეთის გადაფორმატებასა და კრასუსის დაპირისპირების შესახებ პომპეუსის აღმოსავლელ კლიენტებთან.

ბევრია ცნობილი მარა რატომ მივიდნენ იმ დონეზე რო ღიად ჩაჯდა პომპეუსი არმიაში ეგ არაა ცნობილი როგორც მახსოვს.

14 minutes წინ, York Ge said:

ხომ საინტერესო უნაგირია?

ტიპიური აღმოსავლური.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, t-90 said:

ტიპიური აღმოსავლური.

ამასაც რომ წააგავს?

horned saddle

კელტურ უნაგირს?

სად შეიძლება, გადაყროდნენ სკვითები კელტურ კავალერიას ანტიკურ დროში?

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   115 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 114 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)