ფორუმელი omerta Posted 22 იანვარი, 2021 Posted 22 იანვარი, 2021 წინ დაჯექით მალე მიხვალთო - რომელი ოპერიდანაა? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 22 იანვარი, 2021 Posted 22 იანვარი, 2021 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „პოლიტიზებული“ და „ცალმხრივი“ დოკუმენტია, რომელიც „ნაკლებად ასახავს რეალურ მოვლენებსა და ფაქტებს“. 22 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბიბილოვმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „აგრესორის [საქართველოს] მსხვერპლად წარმოჩენაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო ქართული მხარის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს დაეყრდნო და მხედველობაში არ მიიღო ტალიავინის კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ. ცხინვალის ლიდერმა სტრასბურგის სასამართოლო „მიამიტობისა და შერჩევითობის“ გამო გააკრიტიკა და განაჩენს დასავლეთის „ანტიდასავლური პოლიტიკური კურსის“ პროდუქტი უწოდა. „სახელმწიფო პროპაგანდის“ გამო მან თბილისიც გააკრიტიკა, რომელიც ევროპულ ინსტიტუტებს „თავს საკუთარ ტყუილებს ახვევს“. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 21 იანვარს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის, მათ შორის სიცოცხლის უფლების და წამების აკრძალვის შესახებ მუხლების დარღვევაზე აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, „რუსეთის ძალების მნიშვნელოვანმა კონცენტრაციამ და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებების დამოკიდებულებამ რუსეთის ფედერაციაზე მიანიშნა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე „ეფექტიანი კონტროლი“ გრძელდებოდა“. წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 22 იანვარი, 2021 Posted 22 იანვარი, 2021 22 იანვარს საქართველოში აშშ-ის საელჩომ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა და ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ინდივიდუალურად გამოქვეყნებულ განცხადებებში მხარი დაუჭირეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები“. საელჩოს შეფასებით, „განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების” დადებით საქართველოს ორ რეგიონთან“. „ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და „ქართველების უკანონო დაკავებებზე“, სამხედრო ტყვეების „არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე“, ასევე „სამხრეთ ოსეთში მდებარე საკუთარი სახლებიდან ქართველების გამოძევებაზე“, რუსეთის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი. „სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა“, – თქვა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა და სასამამართლოს გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა. მან ასევე გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპები დაარღვია. ასევე წაიკითხეთ: ანატოლი ბიბილოვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „პოლიტიზებულს“ უწოდებს რუსეთის იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 25 იანვარი, 2021 Posted 25 იანვარი, 2021 ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარი სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროპის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება „ნათლად აჩვენებს, რუსეთის ფედერაციამ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ ეფექტიანად აკონტროლებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე დებულება დაარღვია“. „სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მიღწევა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას განჩინება სათანადოდ აღასრულოს“, – განაცხადა სტანომ. „ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს კონფლიქტების მოგვარებას – რაც მომხდარი კონფლიქტების მემკვიდრეობის მოსაგვარებლად ძალისხმევისაც მოითხოვს – მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარედ თავისი წარმომადგენლის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლისა და ადგილზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სადამკვირვებლო მისიის ძალისხმევით“ ცდილობს, თქვა სტანომ. საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარმა სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 21 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. გადაწყვეტილებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სახელმწიფოთაშორის დავაზე მიიღო, ნათქვამია, რომ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისა და ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა. ასევე წაიკითხეთ: სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა