ფორუმელი Moor Posted 20 იანვარი, 2021 Posted 20 იანვარი, 2021 აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა 19 იანვარს კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოსთვის ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. „თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შეძლებს დააკმაყოფილოს გაწევრიანებისათვის საჭირო მოთხოვნები და თუ ის შეიტანს წვლილს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში, დიახ, ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს“, – განაცხადა ბლინკენმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. ბლინკენმა ამის შესახებ სენატორ რენდ პოლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესედა უჭერს, თუ არა სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი კვლავ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. „თუ ამას [საქართველოს ნატოში გაწევრიანებას] წარმატებით შეძლებდით, მაშინ ახლა რუსეთთან ომი გვექნებოდა“ – სენატორმა სენატორმა პოლმა ბლინკენს. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ნატოში მიღება „არა მხოლოდ პროვოკაციულია“, არამედ კოლექტიური თავდაცვის შესახებ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ ომის მიზეზი გახდებოდა. „მე პირიქით ვფიქრობ… ძალიან კარგი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არის რუსეთი აგრესიული ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ არიან ნატოში ან ნატოს ქოლგის ქვეშ. ასევე, აქვს მიზეზი იმას, თუ რატომ არ ესხმის თავს რუსეთი ამ ქვეყნებს…“, – განაცხადა ბლინკენმა. „ვფიქრობ, ჩვენ გვინახავს წარსულში, რომ ქვეყნები, რომლებიც გაწევრიანდნენ ნატოში, აღარ გამხდარან რუსული აგრესიის სამიზნე“, – დასძინა მან. წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Micawber Posted 20 იანვარი, 2021 Posted 20 იანვარი, 2021 (შესწორებული) ბენ ჰოჯესი: "ბატონი ბლინკენი მართალია" საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და რუსეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შესახებ 19 იანვარს სენატში დაწყებული დისკუსია 20 იანვარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაგრძელდა. "ბატონი ბლინკენი მართალია... კრემლი მხოლოდ ნატოს არაწევრი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს ძალას. უსაფრთხოება მართლა გაიზრდება ნატოში საქართველოს ყოფნით“, - წერს „ტვიტერში“ ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31055702.html მიდი, ბენ Edited 20 იანვარი, 2021 by Say_or Life is serious. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 11 საათის წინ, Say_or said: ბენ ჰოჯესი ხაჭაპურები, ჩურჩხელები და ოციანი მოწნული ბოცა მაინც გავუგზავნოთ ამ დალოცვილს Share on other sites More sharing options...
მოდერატორი Freeman Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 5 minutes წინ, Eric said: ხაჭაპურები, ჩურჩხელები და ოციანი მოწნული ბოცა მაინც გავუგზავნოთ ამ დალოცვილს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 1 საათის წინ, Eric said: ხაჭაპურები, ჩურჩხელები და ოციანი მოწნული ბოცა მაინც გავუგზავნოთ ამ დალოცვილს ამას მე მგონი ხინკლის პერედოზი მოუვიდა აქ როცა იყო I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 18 საათის წინ, Moor said: „თუ ამას [საქართველოს ნატოში გაწევრიანებას] წარმატებით შეძლებდით, მაშინ ახლა რუსეთთან ომი გვექნებოდა“ – სენატორმა სენატორმა პოლმა Mourir pour Dantzig? ერთი იმის გარკვევაღა დარჩა, თუ ვინ გაივლის კასტინგს ჰიტლერის როლის მისაღებად, ერდოღანი თუ პუტინი და დაიწყება. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 2 minutes წინ, York Ge said: Mourir pour Dantzig? ერთი იმის გარკვევაღა დარჩა, თუ ვინ გაივლის კასტინგს ჰიტლერის როლის მისაღებად, ერდოღანი თუ პუტინი და დაიწყება. ვფიქრობ ერთი ცალი ჰიტლერი არ იქნება საკმარისი. ) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი t-90 Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 10 minutes წინ, Eric said: ვფიქრობ ერთი ცალი ჰიტლერი არ იქნება საკმარისი. ) ანუ აიათოლა, ერდო და პუწია ერთად? ივერია ბრწყინდება მე მგონი თუ რაუბედურებაა? I killed my master. Why did he then give me a weapon?" Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords. შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098 Why carry a gun? Because 1911 > 911. t90a.sarahah.com Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა