ფორუმელი Lollygag Posted 16 ნოემბერი, 2020 Posted 16 ნოემბერი, 2020 ამ თემაში ვისაუბრობთ ახალ წიგნებზე, გამოცემებსზე, სერიებზე თუ იმ საინტერესო პროცებზე, რომელიც ქართულ საგამომცემლო სფეროში მიმდინარეობს. თემას სასიხარულო ამბით გავხსნი, ,,სულაკაურმა" ,,აკადემიის" სერია დაანონსა, პროექტი მიზნად ისახავს მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო ტექსტების თარგმნას და გამოცემას. იმედია, გაამართლებს და ბევრ ავტორის თარგმანს ვიხილავთ. ესეც ნიუსი ,,სულაკაურის" გვერდიდან: Quote მალე! სერია, რომელიც ძალიან აკლდა ქართულ საგამომცემლო სივრცეს. „სულაკაურის გამომცემლობის“ ახალი სერია – „აკადემია“ ქართველ მკითხველებს საშუალებას მისცემს თანამედროვე სამეცნიერო წრეებში პოპულარული ავტორების ცნობილი ნაშრომები ქართულ ენაზე იკითხონ. სერიის წიგნები განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის და დააინტერესებს როგორც სტუდენტებს, ისე ნებისმიერი პროფესიის წარმომადგნელს, რომელსაც თვალსაწიერის გაფართოება სურს. მომავალი კვირიდან წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება „აკადემიის“ პირველი წიგნები, იუვალ ნოახ ჰარარის „საპიენსი“ და ნოამ ჩომსკისა და ედვარდ ს. ჰერმანის „თანხმობის წარმოება“. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 16 ნოემბერი, 2020 Posted 16 ნოემბერი, 2020 @Darkness ჩომსკი ამ სერიაში გამოსცეს? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბაყბაყდევი Posted 12 დეკემბერი, 2020 Posted 12 დეკემბერი, 2020 (შესწორებული) ჯორდან პიტერსონის ახალი წიგნი გამოდის გაზაფხულზე პრე ორდერები დევს ამაზონზე: https://www.amazon.com/gp/product/0593084640/ref=as_li_qf_asin_il_tl?ie=UTF8&tag=jordanbpetery-20&creative=9325&linkCode=as2&creativeASIN=0593084640&linkId=13ee2bb59dc1dcdd0ffe020288513c29 Edited 12 დეკემბერი, 2020 by ბაყბაყდევი This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 16 იანვარი, 2021 Posted 16 იანვარი, 2021 გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" - "BOOKS IN BATUMI" Publishing 11 იანვარი, 22:05-ზე · ყველაფერი ცუდად და უარესადაა - ლუთადელსა და მთელ უკანასკნელ იმპერიას ფერფლი უწყვეტად ათოვს, ნისლი ცოცხალივით იქცევა. მსჯავრმდებელი მარში თავის მოკვლას ლამობს. კოლოსები ქალაქს ქალაქზე იღებენ და მათ იდუმალი, უცნობი ძალა მართავთ. უძლიერეს ხელისუფლად ქცეული, ალომანტი ელენდ ვენტური სამეფოს გადარჩენას ცდილობს. ამ ბრძოლაში მას ძველი, ერთგული მებრძოლები და ვინი უდგანან მხარში. სეიზდმა რელიგიების რწმენა დაკარგა, გადარჩენილის რელიგიის მიმდევრები კი სულ უფრო ძლიერდებიან და მრავლდებიან. ვინი, ელენდი და სეიზდი რაღაცას ეძებენ - ფაზლის ბოლო ნაჭერს, რომელმაც სრული სურათი უნდა დაგვანახვოს და ყველა კითხვას უპასუხოს. ვინ იყო კელსიერი? ვინ იყო მბრძანებელი? რას ქადაგებდა ტერისელთა გამქრალი რელიგია? რა ძალა მართავს სინამდვილეში სამყაროს? რა გაათავისუფლა ვინმა აღზევების წყაროდან? და ბოლოს - ყველაზე მთავარი - ვინ არის ეპოქათა გმირი? გადაუღებელ ფერფვლასა და იდუმალებით მოცულ, შეცვლილ ნისლში ყველა კვანძი ერთიმეორის მიყოლებით იხსნება. სულ მალე წიგნის მაღაზიებში - ბრენდონ სანდერსონის „ნისლქმნილის“ ტრილოგიის დასკვნითი წიგნის პირველი ნაწილი! არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც ბეჭდვის პროცესი განსაკუთრებით გართულებულია, გადავწყვიტეთ, რომ ტრილოგიის დასკვნითი წიგნი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, ორ ნაწილად გაგვეყო. აქვე გაგახარებთ და გეტყვით, რომ წიგნის მეორე ნაწილსაც მალე იხილავთ. ყდის დიზაინი - გაგა თურმანიშვილი Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L რჩეულები · 13 იანვარი, 10:54-ზე · ამერიკელი მწერლის მადელინ მილერის "კირკე". ამერიკელი მწერალი მადელინ მილერი ანტიკური ლიტერატურისა და შექსპირის შემოქმედების მკვლევარია. როგორც მწერალმა სახელი გაითქვა რომანებით "აქილევსის სიმღერა" და "კირკე", რომლებშიც ანტიკური მითები საინტერესოდ, თანამედროვე მწერლის თვალით არის დანახული. რომანი 2018 წელს გაზეთ The New York Times-ის ბესტსელერების პრესტიჟულ სიაში მოხვდა, ხოლო Esquire-ის, Cosmopolitan (USA)-ის და Guardian (UK)-ის ვერსიით, 2018 წლის ყველაზე პოპულარული რომანი იყო. 2018 წელს კომპანია HBO Max--მა შეისყიდა "კირკეს" ეკრანიზების უფლება. 2019 წელს რომანის 1,1 მლნ ეგზემპლარი გაიყიდა, თარგმნილია 30 ენაზე და მას ქართველი მკითხველიც უთუოდ დიდი ინტერესით წაიკითხავს. ინგლისურიდან თარგმნა სალომე ჩიტაძემ ყდის დიზაინერი: სალომე საბანაძე პროექრის მენეჯერი: ანა კოპაძე ფასი: 16,95 ლარი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 17 იანვარი, 2021 Posted 17 იანვარი, 2021 „ - რა არის ადამიანი და მისი დასაბამი? ერთი შეხედვით ეს განუზღვრელი არსება - მე, შენ და ყველა სხვა - ისტორიაში, ფსიქოლოგიასა და მათემატიკაში შეგვიძლია მოვაქციოთ. ისტორია თუ მასების ქცევა, საერთო რეაქციები და კოლექტიური ინფორმაციაა, ფსიქოლოგია ინდივიდების აღქმა, ნეირონების ჯაჭვში გაჩენილი ილუზიაა, რომელიც გვაჯერებს, რომ „მე“ შეიძლება სამყაროს ცენტრი იყოს, მათემატიკა კი ამ ყველაფრის ჯამია. ადამიანი სოციალური ცხოველია და, ამასთან ერთად, ინდივიდია. სწორედ ეს ოქსიმორონია ერთგვარი მიწოდება-მოხმარება. ჩვენ ყოველდღე გვიწევს საზოგადოებაში ადაპტირება, კოლექტივს საკუთარ თავს ვაწვდით, ეს უკანასკნელი კი მას ამუშავებს. ინდივიდი პროდუქტია, საზოგადოება კი - ბაზარი. ჩვენ ვიბადებით საზოგადოებაში, შესაბამისად ვიფუთებით, ვმუშავდებით და ვიყიდებით. თუ კარგად შევისწავლით ფსიქოლოგიას, ისტორიასა და მათემატიკას, აზიმოვის დასაბამის არ იყოს, შეგვეძლება გავხდეთ ფსიქოისტორიკოსები. მომავალი გადაშლილი წიგნია, მის გასაგებად ჩვენ უბრალოდ კითხვა უნდა ვისწავლოთ...“ ? „მე ოქსიმორონი“ - დათო სამნიაშვილი ? რას იზამდით, თუ აღმოაჩენდით, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება მათემატიკური სიზუსტით გაწერილია შემდეგ ციფრებში: 2,5,10,15? ან თუ გეტყოდნენ, რომ თქვენი სამყარო კომპიუტერული თამაშია, სადაც ყოველი გადაწყვეტილება თუ მოქმედება წინასწარ არის განსაზღვრული? ? ამ კითხვებზე პასუხს დათო სამნიაშვილის რომანი „მე ოქსიმორონი“ გაგცემთ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 ? ავსტრალიელი მწერლის, გრეგორი დევიდ რობერტსის „შანტარამი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია. ? „შანტარამი“ ერთ დროს ჰეროინზე დამოკიდებული, ბანკის ძარცვის გამო გასამართლებული და ციხიდან არაერთგზის გაქცეული მწერლის, გრეგორი დევიდ რობერტსის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანია. ნაწარმოები პირველად 2003 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა მკითხველებისა და კრიტიკოსების აღიარება. ? ესაა საოცარი ენერგიით მოთხრობილი ეპიკური რომანი, რომლის მთავარი გმირი თავად გვიყვება ავსტრალიიდან გაქცევისა და ბომბეიში, ადგილობრივი განგსტერების გარემოცვაში აღმოჩენის ამბავს. სახლ-კარის, ოჯახისა და იდენტობის გარეშე დარჩენილი მთავარი გმირი სიყვარულისა და ცხოვრების არსის ძიებისას საკუთარ თავზე გამოცდის ომის, წამების, სისხლიანი და ამოუხსნელი ღალატის საშინელებას. ▪მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე ▪რედაქტორი: ეკატერინე სუმბათაშვილი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 21 იანვარი, 2021 Posted 21 იანვარი, 2021 ? 21 იანვრიდან ჟურნალ "გზასთან" ერთად, სერია "ომებსა და ადამიანებზე". სერიის მეხუთე წიგნია კრისტინ ჰანას "ბულბული", რომელიც სპეციალურ ფასად - 8,00 ლარად გაიყიდება (ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი). ? ომი ყველაფერს ანგრევს - ქალაქებს, სოფლებს, ურთიერთობებს...1939 წელი, საფრანგეთში ნაცისტური გერმანია შეიჭრა. ომმა პატარა ქალაქ კარივომდეც მიაღწია. აქ ორი პარიზელი ცხოვრობს, დედის სიკვდილისა და მამის გულგრილობის გამო გაუცხოებული... მათ იმდენი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი... მაგრამ წინ ჯერ შიში, შიმშილი, დამცირება, ფარული ბრძოლა და ტანჯვა ელით... და კიდევ ერთმანეთის პოვნის, აღმოჩენის სიხარული და რწმენა, რომ სამშობლოს სიყვარული და ადამიანური ურთიერთობები ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Holden Caulfield Posted 30 იანვარი, 2021 Posted 30 იანვარი, 2021 ? მანამ, სანამ მედლინ ლ’ენგლის „გარღვევა დროში“ ყველასათვის საყვარელ წიგნად იქცეოდა, მწერალი მის გამოქვეყნებამდე რამდენიმე წინააღმდეგობას წააწყდა. გამომცემლობები მას წიგნის დაბეჭდვაზე უარს ეუბნებოდნენ. მეტიც, ერთი პერიოდი, მედლინმა საერთოდ ჩაიქნია ხელი წიგნის გამოცემაზე. ? ერთ-ერთი ვარაუდით, გამომცემლობების უარი განპირობებული იყო წიგნის მთავარი პერსონაჟის სქესით. 1960-იანი წლებში, ამ ჟანრის ნაწარმოებებში მდედრობითი სქესის პროტაგონისტები იშვიათობა გახლდათ. ?წიგნის მთავარი პერსონაჟი გახლავთ მეგი, კეთილი, ჭკვიანი გოგო, რომელიც ჯიუტია და მეამბოხეა, რის გამოც სკოლაში პრობლემები აქვს. . მეგის მამა დიდი ხნის წინ, ერთ სამეცნიერო ექსპერიმენტზე მუშაობისას, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა და მასზე აღარაფერი სმენიათ. მეგს საოცარი, მოსიყვარულე ოჯახი ჰყავს, მაგრამ რა გასაკვირია, რომ ძალიან ენატრება მამა... ? ქალბატონმა ვინ-ვინომ, ქალბატონმა რაო-რაომ და ქალბატონმა რომელიომ - სამმა უცნაურმა ქალმა, რომლებიც მეგის ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდნენ, ნამდვილად რაღაც იციან მისტერ მიურის ადგილსამყოფლის შესახებ. სინამდვილეში სასწორზე ერთი მეცნიერის სიცოცხლე კი არა, ყველაფერი მშვენიერი და ამაღლებული დევს - სიყვარული, სიკეთე, ხელოვნება, სინათლე... ამ ყველაფრის გადასარჩენად მეგი, სამი ქალბატონი, პატარა ჩარლზ უოლესი და კელვინი დიდ, სახიფათო მოგზაურობაში მიემართებიან. ? მთარგმნელები - ეკატერინე სუმბათაშვილი; მარიამ შენგელაია Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა