Jump to content
×
×
  • Create New...

ლიტერატურული სიახლეები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

? მალე!

? უილიამ ტრევორის მოთხრობების კრებული „ნაწვიმარზე“.

? ინგლისურენოვან სამყაროში უილიამ ტრევორი თანამედროვეობის  უდიდეს მწერლადაა  აღიარებული მოთხრობის ჟანრში. მართალია, ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან ინგლისში გაატარა, მაგრამ თავისი მოთხრობებისთვის მასალის მოსაძებნად გამუდმებით მშობლიურ ირლანდიას უბრუნდებოდა.

? „ნაწვიმარზე“  თორმეტი მოთხრობისაგან შემდგარი კრებულია. მათი გმირები ირლანდიის პროვინციული ქალაქებისა და ფერმების მკვიდრი უბრალო, უმნიშვნელო ადამიანები არიან, რომელთა ცხოვრებაც სავსეა წარუმატებლობით, შიშით, მწარე იმედგაცრუებით, სინანულითა და, რაც ყველაზე თვალში საცემია, უკიდეგანო მარტოობით. ყოველდღიური მძიმე  საზრუნავი, ხშირად კი უბადრუკი აზრები და ცრურწმენები ამ ადამიანებს აიძულებს, შეეგუონ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და არც ეძებონ გამოსავალი, ზოგჯერ კი, თითქმის გაუცნობიერებლად, ბოროტებაც ჩაიდინონ...

უილიამ ტრევორი პირველად გამოიცემა ქართულად.

წიგნი ინგლისურიდან თარგმნეს Zaza Chiladzeმ და გია ჭუმბურიძემ.

 

FB_IMG_1612130040396.jpg

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი

? მალე!

? პირველად ქართულ ენაზე.

?? პრიმო ლევის მოთხრობების კრებული „პერიოდული სისტემა“.

? ებრაული წარმოშობის იტალიელი პოეტი, მწერალი და ესეისტი პრიმო ლევი განათლებით ქიმიკოსი იყო. მას 1938 წელს ტურინის უნივერსიტეტში სწავლის მიტოვება მოუწია, როდესაც ფაშისტურმა ხელისუფლებამ ებრაელებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალა.

? მწერალი მეორე მსოფლიო ომამდე სხვადასხვა ლაბორატორიაში მუშაობდა და ამავდროულად, ანტიფაშისტური ორგანიზაციის და პარტიზანული დაჯგუფების წევრიც იყო. 1943 წელს ის დააპატიმრეს, ხოლო 1944 წელს ოსვენციმში გადაიყვანეს, სადაც მან თითქმის ერთი წელი გაატარა.

? 1975 წელს გამოსული წიგნი „პერიოდული სისტემა“ 21 მოთხრობისგან შედგება და პროფესიით ქიმიკოსმა მწერალმა თითოეულ მოთხრობას ქიმიური ელემენტის სახელი უწოდა. ავტორი თავისი ‘’ქიმიური’’ თვალთახედვიდან სწავლობს ადამიანებსა და საგნებს, ამგვარადვე იღებს ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს და სამყაროსა და საკუთარი თავის ირონიულად აღქმას იწყებს. მოთხრობების უმეტესობა ავტობიოგრაფიულია და მოიცავს ლევის ოჯახის და წინაპრების ისტორიას, ახალგაზრდობის წლებს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდსა და ოსვენციმში ყოფნის დროს.

წიგნი იტალიურიდან თარგმნა ნათია აბრამიშვილმა.

გარეკანის დიზაინის ავტორია Ana Dolidze.

 

FB_IMG_1612250858037.jpg

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი

?   ლუკ ჯენინგსის "მოკალი ევა" - ორი სხვადასხვანაირი დიზაინით.

️ წიგნის ანოტაცია:  თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება – სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში – მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც... 

️ ვინ არის მკვლელი? 

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება, უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტრი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას. 

️ ევამ იცის, რომ მკვლელი ქალია... 

მკვლელთან მიახლოებისა და მისი გამოჭერის მცდელობის საპირწონედ ევა წარმატებულ კარიერასა და ოჯახურ ბედნიერებასაც კი დებს. დაპირისპირება კიდევ უფრო პირადული ხდება... მკვლელმა იცის, რომ ევა მასთან მიახლოებას ცდილობს... როდის და სად გადაიკვეთება მკვლელისა და ევას გზები?

? ფასი: 13,95 ლარი

FB_IMG_1612863211488.jpg

:hi:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   20 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 20 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)