Jump to content
×
×
  • Create New...

პროექტების მენეჯერები


Rossi
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
23 minutes წინ, Darkness said:

@Rossiმე ამ ბიუჯეტით იმ შედეგს ვერ დავდებ დამკვეთს რომ მოეწონება-თქო -რომ უთხრა არ მოგისმენენ?

მარტივ მაგალითს გეტყვი

თანამშრომელს ვუმატებ ხელფასს, პირობითად 400 ლარს და ეს თანხა გათვალისწინებული მაქვს მომავალი წლის ბოუჯეტში.

ფინანსური მენეჯერი მიტრაკებს კრიზისია (ნუ ეხლაა კრიზისი, მიზეზები არ ელევათ) რა დროს ხელფასის მატებააო და ამაზე გვახარჯინებს უამრავ დროს. არა და ყოველ წელს ვუხსნით, რომ ამ ორგანიზაციაში ფული შემოგვაქვს ჩვენ და ფინანსური სამსახური დაქირავებული გვყავს საკანონმდებლო ვალდებულებების შესასრულებლად, ხელფასების გასაცემად და ა.შ. რეალურად ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საშემოსავლო ნაწილზე.

მივიღებთ რეკომენდაციებს, განვიხილავთ, მაგრამ შეიძლება არ გავითვალისწინოთ. ესენი სისხლს ფსავენ რომ თავისი გაიტანონ. საბოლოოდ ისეთი ბიუჯეტი მტკიცდება როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ დრო და ნერვები ხო მიდის.

ესეთი ნიუანსი არის უამრავი და დაბოლოოდ ბრძოლაში გადადის :D

Edited by Rossi
Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, marguerite said:

ვერაა ყველაფერი დალაგებულიშენს სფეროში, ისე კი ჩემი პოზიცია ყველას უკვირს ხოლმე, არ ჰგავხარო, მეუბნებიან 

ძალიან მაგარი ორგანიზაციაა და გამორჩეული თავის სფეროში, უბრალოდ ზედმეტად გაბლატავებული ჰყავთ ეგ მიმართულება.

შენ მართლა არ ჰგავხარ ფინანსისტს :D

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Rossi

 

თავისი მოიტანა დრომ და გამოცდილებამ. არც ერთ სამსახურთან მქონია კონფლიქტი, არასდროს არავის ავყვები კამათში. თუმცა, როგორც საქმეს სჭირდება ისე ვაკეთებ ყველაფერს. პასუხი კი მუდმივად მაქვს, მოკლე და კონკრეტული. არის ჩემშიც ერთი დიდი სისუსტე, რომელსაც ვერ ვაჯობე :yeah:

 

პ.ს. ეგ მიმართულება, დაგესეხები, გაბლატავებული უნდა იყოს, სხვანაირად ვერ მიდის საქმე კარგად. 

Edited by marguerite

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, marguerite said:

ქართველმა უფროსმა არია?

ჰო ;(  გამოვიჭირე არაკეთილისინდისიერებაში, გაფრთხილება მისცეს ამ ფაქტის გამო და ხინჯად დარჩა. სამი წელი ნერვებს მიშლიდა. პატარა ხარვეზსაც კი სპილოდ აქცევდა. ბოლოს ამომასხა და წამოვედი ;( 

არადა, რა გიჟური დრაივი ჰქონდა იმ სამსახურს. ერთხელ ანგარიშის დაწერა უნდა დაგვეწყო და ერთი რეგიონი დაგვებრაკა, არადა დროში ვიწვოდით...როცა სიმართლე გაირკვა, შემცვლელიც ვერავინ ვნახეთ, მომეშალა ნერვები, ჩემს შეყვარებულს მოვკიდე ხელი და დავგაზეთ აჭარაში. ის საქმე კი გავაკეთე, მაგრამ წამოსვლისას, ავარიაში მოვყევი. საყვარელი სამი შრამი მაქვს იმ სამსახურისგან, სახსოვრად.

1 minute წინ, Rossi said:

ესენი სისხლს ფსავენ რომ თავისი გაიტანონ. საბოლოოდ ისეთი ბიუჯეტი მტკიცდება როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ დრო და ნერვები ხო მიდის.

ახლა გასაგებია. უაზრობაა. ჩვენთან ასე არ იყო. თავიდან კი სცადეს, მაგრამ ისეთ რისკზე და ჯარიმაზე წავიდნენ, მიხვდნენ რომ არ უღირთ მსგავსი ეკონომია.  მე მხრები ავიჩეჩე, ხომ ვამბობდი-მეთქი :meravi:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Darkness

ცუდია ძალიან, თუმცა მთავარია სერიოზული არაფერი ივნე. არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ეცადე ნაკლები მტერი გყავდეს და დახუჭე თვალი რაღაცებზე, რაზეც შესაძლებელია. ასევე იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე. 

რა დარიგებების ხასიათზე დავდექი :hahaaa: ალბათ იმიტომ რომ ცუდია სასურველი სამსახურის ფაქტობრივად ვიღაცის გამო დატოვება. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share