ადმინი Blossom Posted 24 დეკემბერი, 2020 Posted 24 დეკემბერი, 2020 Police say the London-based hairdresser told officers he did not know he was banned from working. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 24 დეკემბერი, 2020 Posted 24 დეკემბერი, 2020 "ფეისბუქი" აცხადებს, რომ საკუთარი ქსელიდან მოხსნა ცნობილი ავსტრალიელი შეფ-მზარეულის პიტ ევანსის გვერდი. გადაწყვეტილების მიზეზად, სოციალური ქსელი ევანსის მიერ კოვიდ-19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას ასახელებს. ევანსი, რომელსაც არაერთი სამზარეულო რეცეპტების წიგნი აქვს დაწერილი, ავსტრალიაში პანდემიასთან დაკავშირებით საშიში დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. ის საკუთარ მილიონობით მიმდევარს და ფანს ხშირად ეუბნება, რომ კოვიდ-19-ის პანდემია „მოგონილია.“ ევანსი სოციალური ქსელების გამოყენებით ასევე მოუწოდებს საკუთარ მიმდევრებს, რომ ვირუსზე ტესტირება არ ჩაიტარონ და ვაქცინა არ გაიკეთონ. ეს ორი ნაბიჯი კი, პანდემიის დასამთავრებლად აუცილებელი ზომებია. ნოემბერში ევანსმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომ „ფეისბუქს“ ტოვებდა, თუმცა ის ამ პლატფორმაზე საკუთარი მოსაზრებების გამოქვეყნებას დღემდე აგრძელებდა, სანამ „ფეისბუქმა“ მისი ანგარიში არ გააუქმა. „ჩვენ არავის ვაძლევთ კოვიდ-19-ზე, ან კოვიდ-19-ის ვაქცინის შესახებ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების უფლებას, რასაც შესაძლოა ფიზიკური ზიანი მოჰყვეს და რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა გამოავლინეს [როგორც დეზინფორმაცია],“ ნათქვამია „ფეისბუქის" მიერ გაკეთებულ განცხადებაში. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 25 დეკემბერი, 2020 Posted 25 დეკემბერი, 2020 ქრისტიანთა დიდმა ნაწილმა შეერთებულ შტატებში შობა კორონავირუსთ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად აღნიშნა. პოლიტიკური ლიდერები და ჯანდაცვის სპეციალისტები მოუწოდებდნენ ამერიკელებს, არ ემოგზაურათ და დღესასწაული მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებთან, იმავე სახლში მცხოვრებლებთან ერთად აღენიშნათ. ევროპაში კი ამავე დროს ვირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება. "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" ინფორმაციით, 14 დეკემბრის შემდეგ ამერიკაში მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო ვაქცინის პირველი ინექცია. თუმცა, ეს ინფიცირებულთა ბოლოდროინდელ ზრდას ჯერ ვერ შეაჩერებს. ამერიკის მთავარი ინფექციონისტი, ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ე.წ. "ჯოგური იმუნიტეტი" მხოლოდ მოქალაქეთა უდიდესი რაოდენობის, შესაძლოა 90 %-მდე აცრის შემდეგ იყოს მიღწეული. "ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, რა არის რეალური რიცხვი. ვფიქრობ, ეს სადღაც 70-დან 90 %-მდეა" - ამბობს ფაუჩი. ენტონი ფაუჩი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასაც უწევდა რეკომენდაციებს და სპეციალური ჯგუფის წევრი იყო, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დახმარებასაც განაგრძობს. ის ამბობს, რომ თუკი წლის დასაწყისში მიაჩნდა, რომ "ჯოგური იმუნიტეტის" მიღწევა მოსახლეობის 60-70%-ის აცრით იქნებოდა შესაძლებელი, ახლა ფიქრობს, რომ ეს რიცხვი უფრო მაღალი უნდა იყოს. თავად ენტონი ფაუჩი, გასულ კვირას "მოდერნას" ვაქცინით აიცრა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო კვირის მანძილზე, რამდენიმე დღის განმავლობაში, კორონავირუსითა და მასთან დაკავშირებული გართულებებით, დღეში 3 000-ზე მეტი გარდაცვალება ფიქსირდებოდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსის მსხვერპლის რაოდენობა ქვეყანაში 326 000-ს აჭარბებს. ბოლო დროს ყველაზე მძიმე მდგომარეობა კალიფორნიასა და ახლა უკვე ტენესის შტატებშია. გუბერნატორები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. გასული 7 დღის განმავლობაში, ყოველ 100 000 მოსახლეზე, შტატში საშუალოდ 119 ინფიცირებული იყო. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ეს ყველა შტატს შორის ყველაზე მაღალი მონაცემია. კალიფორნია ამ მონაცემით მეორეა და ყოველ 100 000 მოსახლეზე აქ 105 ინფიცირებულია. ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება როდ-აილენდისა და არიზონის შტატებშიც. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 25 დეკემბერი, 2020 Posted 25 დეკემბერი, 2020 ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას ზეიმობს. ვატიკანში საშობაო წირვა გასული წლებისგან განსხვავებულად გაიმართა. წირვა, როგორც საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" წერს, 2 საათით ადრე დაიწყო, რათა ტაძარში მისულებს, სახლში დაბრუნება კომენდატის საათის გამოცხადებამდე მოესწროთ. წირვას ტაძარში 100-მდე ადამიანი ესწრებოდა. პაპმა ქადაგებაში პანდემია კოვიდ19-ზე ისაუბრა და დიდ სახელმწიფოებსა და კომპანიებს მოუწოდა, რომ ვაქცინის გაზიარება პატარა და შედარებით დაუცველი ქვეყნებისთვის და მოსახლეობებისთვის მოხდეს. პაპი ფიქრობს, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. "ისტორიის ამ მომენტში, როცა მსოფლიო ეკოლოგიური და ეკონომიკურ კრიზისშია და კოვიდ19-ის პანდემიის გამო სოციალური დისტანცირების წესები მოქმედებს, უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ძმების და დების აღიარება. მე ყველა სახელმწიფოს მეთაურებს, კომპანიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვევედრები, რომ ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და არა კონკურენციას. იპოვონ გამოსავალი ყველასთვის და ვაქცინები განაწილდეს მთელ მსოფლიოში. ვაქცინა უნდა მივიდეს პლანეტის ყველა წერტილში, განსაკუთრებით მათთან - ვინც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და გაჭირვებულია"- ამბობს რომის პაპი. პაპის თქმით, ჯანმრთელობა საერთაშორისო საკითხია და ის დაუშვებლად მიიჩნევს "ვაქცინის ნაციონალიზაციას". მეტიც, რომის პაპი იზიარებს გაეროში გამოთქმულ შიშებს, რომ პანდემიური ვითარება გაუარესდება, თუ ღარიბი ქვეყნები ვაქცინებს ბოლოს მიიღებენ. "პირველ რიგში ყველაზე დაუცველ და გაჭირვებულ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ,"- თქვა პაპმა ვატიკანში. პაპი პანდემიის გამო წელს წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე არ გამოჩენილა. მან ქადაგება შიდა დარბაზიდან წაიკითხა. პროცესს სულ 50-მდე სასულიერო პირი სოციალური დისტანციის დაცვით და პირბადეებით ესწრებოდა. როგორც ცნობილია, რომის პაპი უახლოეს პერიოდში გეგმავს რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაუროს, მათ შორის ის ლიბანში ჩავა და სამხრეთ სუდანსაც ეწვევა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 25 დეკემბერი, 2020 Posted 25 დეკემბერი, 2020 უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში 37 პაციენტი გარდაიცვალა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 2 313 პირი ემსხვერპლა“- ამბობს სიჭინავა. პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიმართვიანობა ტესტირებაზე შემცირებულია და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ტესტი გაიკეთონ. „სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა მცირდება. ვთხოვ ყველას, ვისაც სიმპტომები ექნება, შესაბამის ცენტრებს აუცილებლად მიმართონ. ჩვენ ქვეყანას თავისუფლად შეუძლია 20-22 000 ტესტირება დღეში, სამწუხაროდ 14 000-მდე ჩამოვიდა. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა ეტყობა, რომ ნაკლებად მიდიან. ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, აუცილებლად მივიდნენ და ჩაიტარონ ტესტი“, თქვა პაატა იმნაძემ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმნაძემ ვაქცინის თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ექნება შესაძლებლობა თავად აირჩიოს რომელი ვაქცინის შეტანა სურს ქვეყანაში. „გარდა კოვაქსპლატფორმისა და კოვაქსის პლატფორმაზეც, შესაძლოა იყოს სხვადასხვა 5-7 ვაქცინა. ჩვენ წინმსწრებად უფრო მეტი გვაქვს გადახდილი იმიტომ, რომ შევძლოთ იქაც ამორჩევა, რომელიც ჩვენთვის უფრო მისაღები იქნება“ - განაცხადა პაატა იმნაძემ. ამასთან, მისი განმარტებით, მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკება ბევრ პატრნიორ ქვეყანასთან, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვიდეს უფრო ადრე, ვიდრე ეს კოვაქსის პლატფორმიდან მოხდებოდა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 25 დეკემბერი, 2020 Posted 25 დეკემბერი, 2020 კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში სამედიცინო სფეროს ბევრი წარმომადგენელი მნიშვნელოვნად გამდიდრდა. ნაწილი იმდენად, რომ მილიარდერების სიაში წელს პირველად მოხვდა. გამოცემა "ფორბსმა" ყველა მონაცემი შეაჯამა და საზოგადოებას წარუდგინა სია, თუ ვინ რამდენი ფული იშოვა და რით გამდიდრდა 2020 წელს. გაირკვა, რომ მსოფლიოს სამედიცინო სფეროდან 50 ახალი მილიარდერი ჰყავს. ახალი მილიარდერების ტოპ ათეული ასე გამოიყურება: 1. პირველი სიაში უგურ შაჰინია, რომლის ქონებაც 4.2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. 55 წლის გერმანიის მოქალაქე კომპანია "ბიონტექის" ერთ-ერთი მფლობელია. დასავლეთის მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, სწორედ "ფაიზერისა" და "ბიონტექის" მიერ არის შექმნილი. ვაქცინა უკვე იყიდა დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. "ფორბსის" ინფორმაციით, თურქეთში დაბადებული ექიმი საცხოვრებლად გერმანიაში 2008 წელს ჩავიდა და ის კომპანია "ბიონტექის" 17 პროცენტს ფლობს. კომპანიის აქციები კი წელს 160 პროცენტით გაიზარდა. 2020 წლამდე უგურ შაჰინი მილიონერთა სიაში იკავებდა პოზიციას, წარმატებული ვაქცინის გამოშვების შემდეგ კი მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2. სტეფან ბანცელი 4.1 მილიარდი ამერიკული დოლარით სიაში მეორე ადგილს იკავებს. ფრანგი ბანცელის გამდიდრებაც ვაქცინას და პანდემიას უკავშირდება. საფრანგეთის მოქალაქე კომპანია "მოდერნას" აქციების 6 პროცენტს ფლობს და ის ამავე კომპანიის გენერალური დირექტორია. მან პირველი მილიარდი 2020 წლის მარტში დააგროვა. მისი ქონება ყოველდღიურად ხსნის რეკორდებს. კომპანიის აქციების ფასი "ფორბსის" მონაცემებით 550%-ით არის გაზრდილი. "მოდერნას" ვაქცინა პირველად მსოფლიოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა, შემდეგი იყო კანადა. ამ დროისთვის "მოდერნას" მიერ შექმნილი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით მოსახლეობის აცრა ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს. ამერიკა პირველ ეტაპზე კომპანიისგან 200 მეორე ეტაპზე კი 300 მილიონ დოზას მიიღებს. 3. იუან ლიპინი იუან ლიპინი - 2020 წელს კანადაში ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. კანადის მოქალაქე ფარმაცევტული კომპანიის მფლობელია და მან მიმდინარე წელს 4.1 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ქონება დააგროვა. ლიპინი ჩინური ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის 24 პროცენტს ფლობდა და მან მილიარდები მას შემდეგ იშოვა, რაც ივნისში პარტნიორთან კონტრაქტი გაწყვიტა. კომპანიის აქციების ფასი 90%-ით გაიზარდა და ის ყოველთვიურად ახალ რეკორდებს ამყარებს. 4. ჰუ კუნი 3.9 მილიარდი ამერიკული დოლარით, ახალი მილიარდერების სიაში მოხვდა ჩინეთის მოქალაქე ჰუ კუნი. მისი გამდიდრების წყარო 2020 წელს სამედიცინო აღჭურვილობები გახდა. ჰუ კუნი ფლობს სამედიცინო სისტემების კომპანიას, რომელიც ჩინეთის ჩრდილო აღმოსავლეთში ოპერირებს. კომპანიის აქციების ფასი 150% არის გაზრდილი. კომპანია შეკვეთების 70%-ს უცხოეთიდან იღებს. 5. კარლ ჰანსენი 2.9 მილიარდი ამერიკული დოლარის ქონება დააგროვა კანადის მოქალაქემ კალ ჰანსენმა. ის ვანკუვერში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური ფირმის "აბსელერას" აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელია. კომპანია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მუშაობს და ატარებს სწავლებას დაავადებების ანტისხეულებზე. კომპანია ამ გზით ცდილობს გამოძებნოს გზა, თუ როგორი მკურნალობა იქნება უფრო პერსპექტიული. კომპანია 2012 წელს დაფუძნდა და ჰანსენი აქციების 23%-ს ფლობს. კომპანიის მიერ შემუშავებულმა მკურნალობის სქემამ კოვიდ19-თან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 30 000 დოზა "ბამლანივიმაბის" ანტისხეულები სწორედ ჰანსენის კომპანიისგან მიიღო. 6. ტიმოთი სპრინგერი ახალ მილიარდერთა სიაში მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ტიმოთი სპრინგერი. სპრინგერი კომპანია "მოდერნას" აქციების მფლობელია. მისმა ქონებამ 2020 წელს 2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. ტიმოტი სპრინგერი ჰარვარდის უნივერსიტეტის იმუნოლოგი და ბიოლოგიური ქიმიის პროფესორია. მან 2010 წელს ახალდაფუძნებულ კომპანიაში "მოდერნა" 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ათი წლის შემდეგ ის კომპანიის აქციების 3.5 პროცენტს ფლობს, რაც 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 7. სერჯიო სტევანატო ახალ მილიარდერთა ათეულში მოხვდა იტალიის მოქალაქე სერჯიო სტევანატოც. მისმა ქონებამ 2020 წელს 1.8 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. საქმიანობის სფერო სამედიცინო შეფუთვებია. მას აქვს წილი კომპანიაში, რომელიც ვენეციის გარეუბანში 1949 წელს მისმა მამამ დააარსა. კომპანია "სტევანატო გრუპი" ვაქცინებისთვის სპეციალურ ფლაკონებს ამზადებს და მსოფლიოში ამ ეტაპზე სიდიდით მეორე მწარმოებელია. 8. კრობერტ ლენგერი ახალ მილიარდერთა სიაში კიდევ ერთი ამერიკის მოქალაქე რობერ ლენგერი მოხვდა. ის ბიომედიცინის სფეროს ინჟინერია და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ქიმიური ინჟინერიის პროპესორი. მან კომპანია "მოდერნაში" ინვესტიცია 2010 წელს ჩადო. დღეს ლენგერი კომპანიის აქციების 3 პროცენტს ფლობს. "ფორბსის" მონაცემებით, რობერ ლენგერის ქონება ამ დროისთვის 1.5 მილიარდი დოლარია. 9. პრემჩანდ გოდჰა ახალი მილიარდერების ათეულშია ინდოეთის მოქალაქე პრემჩანდ გოდჰა. მისი ქონება ამ დროისთვის 1.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. გამდიდრების წყარო მედიკამენტებია. გოდჰამ 1975 წელს მუმბაიში დაფუძნებული კომპანია "იპქა ლაბსი" შეიძინა. 2020 წლის განმავლობაში კომპანიის ფასი გაორმაგდა. მან კოვიდ19-თან საბრძოლველად მსოფლიოს ჰიდროქსიქლოროქინი წარუდგინა, რომელიც რეალურად პოტენციურ სამკურნალო პრეპარატად ითვლებოდა პანდემიის დასაწყისში. კვლევების შემდეგ კი გაირკვა, რომ ის ნაკლებად ამცირებდა კოვიდ19-ით ინფიცირებულთა სიკვდილობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ-19-ზე პრეპარატის მოხმარების რეკომენდაციას ახლა არ გასცემს. 10. აუგუსტ ტრონდლი ფარმაცევტული კომპანიის მომსახურებით 2020 წელს მილიარდერთა სიას შეუერთდა ამერიკის მოქალაქე აუგუსტ ტრონდლიც. "ფორბსის" მონაცემებით, მისი ქონება ამ დროისთვის 1.3 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა. ტრონდლი ფლობს კომპანიას "მედფეისს" რომელიც საკონტრაქტო სამუშაოებს და კლინიკურ კვლევებს აწარმოებს ფარმაცევტული ფირმებისთვის. კომპანია 1992 წელს დაფუძნდა, აუგუსტ ტრონდლი ამ დროისთვის აქციების 21% ფლობს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 25 დეკემბერი, 2020 Posted 25 დეკემბერი, 2020 ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი, ქრისტეს შობას დღეს, 25 დეკემბერს აღნიშნავს. მართლმადიდებლების ნაწილი მოგვიანებით, 7 იანვარს აღნიშნავს ამ დღესასწაულს. თუმცა მიუხედავად იმისა, რა ეროვნების, აღმსარებლობის, ან პოლიტიკური რწმენისები არიან, მსოფლიოს მასშტაბით ახლა ხალხს ერთი, მთავარი სადარდებელი აქვს - კორონავირუსის პანდემია. მონსერატ პარელოს ქმარი 8 წლის წინ გარდაიცვალა და ქალი მარტო დარჩა. თუმცა, საშობაოდ მასთან შვილები და შვილიშვილები ჩამოდიოდნენ და საყოველთაო მხიარულება მონსერატსაც ეხმარებოდა მარტო ყოფნის სევდასთან გასამკლავებლად. წელს ქალს ეს ერთი შვებაც აღარ აქვს, 83 წლის მოხუცი ბარსელონაში, თავის სახლში მარტო შეხვდა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მასთან ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ მივიდა. „პანდემიის დროს, ამ დღეებში მარტოობას და ბრაზს ვგრძნობ“, ამბობს პარელო. შობას, იმის მაგივრად, რომ მოქალაქეები ერთად ხვდებოდნენ და ზეიმობდნენ, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული ქაოსისა და გაურკვევლობის გამო, ყველა საკუთარ სახლში, მარტოა შეკეტილი. სეზონზე, რომელიც ადრე ერთად ყოფნის და შეკრებების დროდ ითვლებოდა, უმეტესობა თვითიზოლაციაშია. მოსახლეობის ნაწილი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საყვარელი ადამიანების გარდაცვალებას, ავადმყოფობას გლოვობს; სამსახურების დაკარგვას დარდობს და ვირუსის ახალი შტამების პოტენციურ საფრთხეზე შიშობს. ლონდონში, მოსახლეობა გარეთ ვერ გამოდის; პერუელებს საშობაოდ მანქანებით გადადგილება აქვთ აკრძალული და უახლოეს დისტანციაზე მყოფ ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც ვერ ნახულობენ, ხოლო სამხრეთ აფრიკაში სანაპიროებზე გასვლა აკრძალეს. საშობაოდ და საახალწლოდ შემოღებული აკრძალვები ქვეყნების მიხედვით, რა თქმა უნდა, განსხვავდება, თუმცა ერთი რამ ყველა ქვეყანას აერთიანებს - არსად არ დადგება ტრადიციული შობა-ახალი წელი. სადღესასწაულო სეზონზე, სამოგზაურო აკრძალვები ამერიკის შეერთებულ შტატებში არ დაწესებულა. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები და ოფიციალური პირები გამუდმებით მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავიდან აირიდონ მოგზაურობა. ზოგიერთ შტატში, მგზავრობის შემდეგ, მოსახლეობას კარატინში გადასვლას, ან ტესტირების პასუხებს სთხოვენ. მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსმა 1,7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სადღესასწაულო სეზონზე, განსაკუთრებულად მძიმეა მდგომარეობა გაერთიანებულ სამეფოში. ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია იმედოვნებდა, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა შემსუბუქდებოდა. თუმცა, ინგლისში კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენამ გარემოებები შეცვალა. რამდენიმედღიანმა სამოგზაურო აკრძალვებმა კი ინგლისი იზოლაციაში მოაქცია და ამან ქვეყანას ეკონომიკური ზარალიც დაუმატა. ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, ლიბანმა, სადაც ახლო აღმოსავლეთში, ყველაზე მეტი ქრისტიანი ცხოვრობს, გადაწყვიტა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს. საშობაოდ და საახალწლოდ, ქვეყანა ეცდება, რომ ეკონომიკა აამუშაოს, თუმცა მოსახლეობისთვის ეს შვება სულაც არაა. „დღესასწაულების შემდეგ, ნამდვილი უბედურება მოხდება“, ამბობს 52 წლის დიალა ფარესი. „ხალხი ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა. მთავრობას კი ეს არ ადარდებს“, ამბობს ის. თუმცა, ყველა პრობლემისა და შიშის მიუხედავად, ბავშვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ - სანტა, წელსაც ბევრთან მივა. ამერიკაში, ექიმმა ფაუჩიმ, ტელეკომპანია CNN-თან საუბრის დროს თქვა, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე იყო და თავად აცრა სანტა კლაუსი კორონავირუსზე. Share on other sites More sharing options...

Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა