ფორუმელი marguerite Posted 23 ნოემბერი, 2020 Posted 23 ნოემბერი, 2020 On 11/17/2020 at 10:59 PM, Windmühle said: გუშინ პაციენტმა იზოლაციის ცხრა დღე რომ აქვს წინ ბედნიერად განმიცხადა ქორწილში ვარო. ამიტომ არაფერი გვეშველება დავასკვენი საბოლოოდ როგორ ზერელედ უყურებენ და დღეს ჩემ გვერდით კორპუსში უკვე მესამე ადამიანი დაიღუპა კორონათი რაღაცნაირად შევშინდი ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Windmühle Posted 23 ნოემბერი, 2020 Author Posted 23 ნოემბერი, 2020 3 საათის წინ, marguerite said: როგორ ზერელედ უყურებენ და დღეს ჩემ გვერდით კორპუსში უკვე მესამე ადამიანი დაიღუპა კორონათი რაღაცნაირად შევშინდი ჩემს მეგობარ ექიმს დაუდასტურდა ეხლა და იმდენად ზედმიწევნით იცავდა არადა ყველაფერს. უკვე გავიაზრე რომ ვერავინ ავცდებით, უბრალოდ ეს უკონტროლო გავრცელება უნდა შეწყდეს, სხვა გზა არაა, თორემ მალე უბრალოდ სამედიცინო პერსონალი აღარ გვეყოლება. Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 24 ნოემბერი, 2020 Posted 24 ნოემბერი, 2020 ფიქრობთ, რომ უფრო აგრესიული გახდა ეს ვირუსი და არ გამართლდა მოლოდინი, რომ დროთა განმავლობაში დასუსტდებოდა და ვირულენტურობას დაკარგავდა? - ასე სწრაფად, ერთ წელიწადში ასეთი დიდი ცვლილებები არ ხდება. ერთი წელი ძალიან მცირე პერიოდია იმისთვის, რომ ადაპტირება მოახდინოს ვირუსმაც და ადამიანმაც. ერთი წელი არ ითვლება პერიოდად. უბრალოდ, უკვე არსებობს ხიფათი, რომელზეც ჯერჯერობით არავინ საუბრობს, კერძოდ, თახვებს დაემართათ დანიაში ეს ვირუსი, იქ შეცვლილი მუტანტის ვარიანტია, რომელიც ბევრად აგრესიულია და იმაზეა უფრო მეტი ყურადღება მისაქცევი. ანუ თახვებში ვირუსმა მუტაცია განიცადა, გადაედოთ თახვებიდან ადამიანებს და ცოტა მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ამან ევროპა სერიოზულად შეაშფოთა, ინგლისმა ატეხა მთელი ამბავი. თუმცა არის კარგი წინასწარი ინფორმაციაც, მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა გატესტა იმ ადამიანების იმუნური სისტემა, ვისაც პირველად დაემართა ეს ვირუსი, ანუ ვისაც 8-9 თვის წინ შეეყარა კორონა, მათ უმეტესობას მყარი იმუნიტეტი აქვს შენარჩუნებული, რაც კეთილსაიმედოა. ეს კარგი ნიშანია, რამდენიმე წელი თუ გაძლებს იმუნიტეტი, სავარაუდოდ, განმეორებითი შემთხვევები აღარ იქნება. განსხვავებით სხვა გრიპებისგან, თითქოს, აქ იმუნიტეტი უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს. ბოლომდე ჯერ ვერ ამტკიცებენ ამას, მაგრამ ასეთი კარგი მიმართულება შეიმჩნევა, მთავარია, ეს დადასტურდეს. ნაკადული https://for.ge/view/198037/Taxvebs-daemarTaT-daniaSi-es-virusi-iq-Secvlili-mutantis-variantia-romelic-bevrad-agresiulia-da-imazea-ufro-meti-yuradReba-misaqcevi.html?fbclid=IwAR3iKrLqSnTgWa1elxlrpXEFJ9jiOrgT5tfk8uxNdPPpWKCxe01__PYTsgA Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 24 ნოემბერი, 2020 Posted 24 ნოემბერი, 2020 მეგობრებო! ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრებია ავად და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდ სასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვს- სხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი... გაფრთხილებთ, ჩემო საყვარელო მოქალაქეებო, უკანასკნელად! უკანასკნელად არა იმიტომ, რომ ამაყი ვარ და ეს არ მომცემს უფლებას შემდეგაც გაგაფრთხილოთ- არა, რა თქმა უნდა! კიდევ ასჯერ გაგაფრთხილებდით და შეგევედრებოდით, მაგრამ ცოტა ხანში ამ გაფრთხილებას რაიმე აზრი და მნიშვნელობა არ ექნება: 1. გადადეთ დაგეგმილი ყოველგვარი ხალხმრავალი თავყრილობა! არცერთი პარტიის აქტიური მიმდევარი არ გახლავარ, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ მივა ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხთან. ყოველგვარი ისტერიის და პანიკის გარეშე ვიმოქმედოთ მშვიდად, რაციონალურად და ნუ გავახარებთ გარეშე მტერს. ერთმანეთში მერეც გავარკვევთ ურთიერთობებს. არ მინდა გავამწვავო ისედაც დაძაბულობა და დაპირისპირება, ამიტომ ძალიან რბილად ვიტყვი: ყოველგვარი თავყრილობა აჩენს დაავადების გეომეტრიული პროგრესიით გაზრდის რისკს. 2. მოერიდეთ ყოველგვარ "ფართებს", სუფრებს, ქეიფებს მაშინაც კი, როცა წინა დღეს გაიტესტეთ და უარყოფითი ამოგივიდათ! ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღეს არ დაავადდებით! შეიკავეთ თავი მეგობრებთან, ნათესავებთან სიარულისგან! 3. ძალიან რთული, უცნაური თხოვნა მაქვს ყველასთან: ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით თავი და დაიცავით ისინი თქვენგან! მასიური გადადებები სწორედ ოჯახის წევრებისგან და ერთად სუფრაზე ყოფნისას ხდება! ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას: მუდმივად ატარეთ პირბადე!! მესმის ყველას უსასოობა, ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება - ყოველგვარი ,,ჩაწყობის" გარეშე. დავიცვათ ერთად რეგულაციები, გავწყვიტოთ ერთად ვირუსული გადაცემების ეს ჯაჭვი, რომ ისეთივე მშვიდ გარემოში შევძლოთ ავადმყოფთა მართვა, როგორიც გაზაფხულზე გვქონდა,'' - აღნიშნავს დავით გადელია. https://momsedu.ge/სიახლეები/6911/,,ძალიან_რთული,_უცნაური_თხოვნა_მაქვს_ყველასთანექიმი_მოსახლეობას_მიმართავს?fbclid=IwAR1-7xufAGGXBQ1wW4FbltQAIyElVM7KZj-xYBD4EkZtSDDgPUGZ2g413kY Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 25 ნოემბერი, 2020 Posted 25 ნოემბერი, 2020 covid19-ს გავრცელების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური მეთოდია კოვიდ პანიკიორების სროკზე გაშვება. ჩინეთში ეგრე ჰქმნეს :yes:. მილიარდნახევრიან ქვეყანაში მაღალი სიმჭიდროვის მიუხედავად არანაირი მეორე ტალღა არაა და თითქმის ნულოვანი ზრდა აქვთ ინფიცირებულების. 50 ჩინოვნიკამდე დაიჭირეს რომლებიც რაღაც სპეციალურ 'კოვიდსაწინააღმდეგო' ზომებს იღებდნენ და... ეშველა სიტუაციას :] უხანის მერი ციხეში ზის კარანტინის გამოცხადების გამო. არის ეგეთი ქარული ანდაზა - ხეს უძახეს გახმიო.. შთაგონებას აქვს ძალა :yes: პლაცებოს გარდა არსებობს ნოცებოც. მთელი წლის განმავლობაში სინქრონულად რომ ყიყინებენ ყველა დირკიდან რაღაც საშინელ ეპიდემიაზე, გამაჯანსაღებელი ეფექტი არ აქვს მაგას. პირიქით. ძალიან პირიქით. Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 27 ნოემბერი, 2020 Posted 27 ნოემბერი, 2020 @შერხან II შტო ვი გოვორიტე. პანიკიორების კი არა და სიმართლის მთქმელების ლიკვიდაცია მოახდინეს. ასეთი რეზულტატები კი იმიტომ აქვთ, რომ პირბადეს გარეშე მზგავრებს ორკაპით იჭერდნენ და აპატიმრებდნენ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 29 ნოემბერი, 2020 Posted 29 ნოემბერი, 2020 (შესწორებული) ჩემ დას დაუდასტურდა. ( მე 2 დღის წინ ვნახე და სიმპტომები არ მაქვს, არ ვიპანიკიორო? @Windmühle Edited 29 ნოემბერი, 2020 by Moor Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 29 ნოემბერი, 2020 Posted 29 ნოემბერი, 2020 57 minutes წინ, Moor said: ჩემ დას დაუდასტურდა. ( მე 2 დღის წინ ვნახე და სიმპტომები არ მაქვს, არ ვიპანიკიორო? @Windmühle ((((((( Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა