Jump to content
×
×
  • Create New...

“დედამთილი სულ მითითებებს მაძლევს. შეპასუხება არ შეიძლება,” – მარნეულელი ქალები ჰყვებიან როგორ შეცვალა პანდემიამ მათი ცხოვრება


Recommended Posts

  • ფორუმელი

94037797_10219532249591103_9073165996742

შრომისმოყვარეობა, დღე და ღამე ოჯახში ტრიალი და ყველას მოვლა, მძიმე სამუშაო შინ თუ გარეთ – ეს ასობით მარნეულელი ქალის ყოველდღიურობაა.

პანდემიამ მარნეულში ქალებისთვის კიდევ უფრო მძიმე გახდა ყოველდღიურობა. 

და პრობლემების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირე და ფული არაა.

მარნეულელი ქალების მონათხრობი JAMnews-ის კორესპონდენტმა შალალა ამირჯანოვამ ჩაიწერა. ისინი ჰყვებიან იმ მძიმე შრომაზე, რაც ყოველდღიურად უწევთ.

* მასალა პირველად გამოქვეყნდა 18.05.2020

დილაფრუზი, 74 წლის

94080365_10219532256551277_7834930150826

დმანისელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე, მარნეულში ვარ გათხოვილი. რაც მარნეულში ჩამოვედი, მას მერე ბაზარში ვვაჭრობ.

დილით 6ზე უკვე იქ ვარ. მაგ დროს მოდიან ბაზარში გლეხებიც. ჯერ მათგან საქონელს ვყიდულობ, რაც დამხვდება იაფად – ხილი, ბოსტნეული, მწვანილი. მერე საღამომდე ვზივარ და იმას გავყიდი. საღამოს რაც მრჩება, ის სახლში მიმაქვს. ნავაჭრით პურს და სხვა საჭმელს ვყიდულობ.

მარნეულში ბინაში ვცხოვრობ ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად. ქირას არ ვიხდით. სახლის მეპატრონე მდიდარია, დიდი სახლიც აქვს და ჩემი შვილი დამლაგებლად დადის მასთან ბინის ქირის მაგივრად.

ორი შვილიშვილი მყავს, ბიჭები. ისინი ქორწილებში მუშაობენ. პატარძლისთვის ჰაერში დაგდებული ფულის დაგროვებაში ეხმარებიან. გააჩნია ქორწილს, როგორც წესი, 20 ან 15 ლარით ბრუნდებიან. ეგ თანხა მათი სკოლის ხარჯებს ხმარდება.

ახლა ძალიან გაგვიჭირდა. ვირუსის მერე ბაზარი დაიკეტა, აქამდე როგორღაც გავუძელით, მაგრამ უკვე ურთულეს მდგომარეობაში ვართ. მაინც ვემორჩილებით წესებს, რა ვქნათ. გვინდა, რომ მალე დამთავრდეს ეს ტანჯვა.

ფიდანი, 30 წლის

94037797_10219532249591103_9073165996742

მარტო ვზრდი ორ შვილს. ჩემი ქმარი დიდი ხანია საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, მაგრამ კარგად ვერ აეწყო იქ. ვერ გვეხმარება, მე მარტო ვარჩენ ოჯახს. ასე თუ ისე ვახერხებ, მშივრები არასოდეს მყოლია ბავშვები.

სკოლაში დამლაგებლად ვმუშაობ, 200 ლარი აქვს ხელფასი. კიდევ, ყოველ დღე შეძლებულ ოჯახებში დავდივარ და ვალაგებ. უკვე მიცნობს ბევრი, მენდობა, ამიტომ კლიენტები მყავს, კვირის ყველა დღე დაკავებული მაქვს. ეს არის ჩვენი ყოველდღიური ფული, მაგითი ვყიდულობ პურს.

 მძიმე შრომა კი არის, მაგრამ მარტო სკოლის ხელფასი არ მეყოფა.

ვირუსის გამო ახლა არავინ არ ალაგებს. მეც ვზივარ სახლში, შემოსავალი აღარ მაქვს. დახმარება მომცეს, როგორც მარტოხელა დედას, ნაცნობობით ჩამსვეს სიაში.

ბავშვები სკოლაში არ დადიან, ინტერნეტით აქვთ გაკვეთილები. ჩვენ ინტერნეტი არ გვაქვს. თავიდან აცდენდნენ გაკვეთილებს, მერე მეზობელს ვთხოვე ინტერნეტის კოდი და ახლა ჩემი ბავშვებიც მეცადინეობენ.

ახლა უფრო მეტი უნდათ ბავშვებს. სკოლაში რომ დადიოდნენ, დღეში უფრო ნაკლები თანხა გვეხარჯებოდა. ახლა მთელი დღე სახლში არიან, სულ ჭამა უნდათ. ყველაფერი დაკეტილია, შემოსავალი აღარ მაქვს. ძლივს ვახერხებ რაღაცას, რომ ბავშვები მშიერი არასდროს დამრჩეს“.

ხურამანი, 51 წლის

მერიდება თქმა, მაგრამ საერთოდ არ ვიტანჯები კარანტინში. პირიქით, ცოტა დავისვენე კიდეც.

რაც ჩემმა შვილებმა სკოლაში სიარული დაიწყეს, ალბათ ერთი დღე არ ვყოფილვარ მათთან მთელი დღე სახლში. სულ სახლის გარეთ ვმუშაობ – წლებია მარნეულის ბაზარში ვვაჭრობ.

მარნეული რომ დაიკეტა, ბაზარიც დაკეტეს.

გუშინ დილიდან სიგრილე და ცუდი ამინდი იყო, ამიტომ ხენგელი გავაკეთე. ხენგელს წვიმიან ამინდში ჭამენ. ძალიან ნოყიერია. დილიდან მშიერი უნდა იყო და არც ხენგელის მერე მოგინდება ჭამა.

ზოგადად, ხენგელისთვის ყოველთვის სტუმარი უნდა დაპატიჟო – დიდი ხენგელის სუფრა ყოველთვის უფრო სახლისოა. მაგრამ, კარანტინის გამო, მხოლოდ ოჯახი წევრები ვართ. ხენგელის მერე კი სემავერის ჩაია კაი.

IMG_7426-1024x768.jpegIMG_7451-1024x768.jpegIMG_7497-1-1024x768.jpeg

ყოველდღე, შუადღეს ბაღში ჩაის დიდ სუფრას ვშლით და გარშემო ვგროვდებით. აზერბაიჯანული სუფრა კარგად ადუღებული შავი ჩაით იშლება.  

IMG_7370-768x1024.jpeg

საღამოს მზესუმზირას ვჭამთ ხოლმე და საუბარი გვაქვს.

ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. 24 საათი ვშრომობთ. ამიტომ, ახლაც გვქონდა რაღაც დაგროვილი. გაგვიჭირდა, რა თქმა უნდა, მაგრამ, მაინც არ გვაქვს საწუწუნო.

თუ საჭმელი გაქვს, მარტივად გაუძლებ ამ კარანტინსაც. ეკონომიკური საშუალების გარეშე კარანტინი ტანჯვაა. მარნეულში კი, ძალიან ბევრი ოჯახი დღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული, რა უნდა ქნას ხალხმა?

ლეილა, 35 წლის

94093361_10219532249311096_3013180795234

ოჯახში რვანი ვართ. ჩემი სამი შვილი, ქმარი, დედამთილი, მამამთილი და მე. ერთი გოგო და ორი ბიჭი მყავს.

ადრე კაცები და დედამთილი სამუშაოდ გადიოდნენ ბაზარში – იქ ორი ობიექტი გვაქვს. ბავშვები სკოლაში. მე კი, სახლში – დილიდან საღამომდე სახლის საქმეებს ვაკეთებდი.

შუადღეს, სანამ სახლის ხალხი ბრუნდებოდა, ნახევარი საათი მაინც ვისვენებდი. ახლა ეს ნახევარი საათიც არ მაქვს.

ახლა ყველა სახლშია ყველას და მე ვუვლი. დღეში სამჯერ საჭმლის მომზადება, სუფრის გაშლა, სახლის დალაგება. ოჯახის რძალი თუ ხარ, აზერბაიჯანული ტრადიციით, ყველაფერი შენ გევალება.

უსაქმოდ არიან და სულ ჭამაზე ფიქრობენ – ხან ხენგელი უნდათ, ხან ნამცხვრები უნდათ. მე და ჩემი გოგო მთელი დღე სამზარეულოში ვართ. დედამთილი სულ მითითებებს მაძლევს. ის არის უფროსი, პასუხის დაბრუნება არ შეიძლება. ყველა სახლში რომ არის, უფრო მეტი საქმეა. საღამოს უკვე მკვდარივით ვარ.

ხანუმი, 32 წლის

95062540_10219532251991163_7167868343314

რა ვქნა არ ვიცი. ქმარს დავშორდი ერთი კვირის წინ. ვიჩხუბეთ. ჩემი ცემა გაბედა და ვერ გავუძელი. ახლა დედასთან ვარ, ძმის ოჯახში, მათ საჭმელს ვჭამ, ტვირთივით ვგრძნობ თავს.

ქმარი ყოველდღიურ საქმეზე მუშაობდა, კარანტინის გამო დაიკეტა ყველაფერი.  ნერვიულობდა უმუშევრად რომ დარჩა და ერთ დღეს როდესაც მე და ბავშვი მშივრები ველოდებოდით რომ პურს მოიტანდა, მთვრალი მოვიდა. ახლა წარმოიდგინეთ მერე რა მოხდა. ძალიან ვიჩხუბეთ. მე წამოვედი.

გულზადე, 64 წლის

94222146_10219532244190968_5765430284149

მარტო ვცხოვრობთ მე და ქმარი. მე კიბო მაქვს უკვე სამი წელია. ჯერ განვიკურნე, მაგრამ ახლა მეორედ დამიბრუნდა დაავადება.

პენსიონერები ვართ ორივე. არასდროს არ გვყოფნიდა ბოლომდე ეგ თანხა. ახლა მითუმეტეს, კარანტინის გამო ყველაფერი გაძვირებულია.

ქმარი ნაგვის მანქანაზე მუშაობს, დასუფთავებაში. ხელფასი ცოტა აქვს. ამ ფულს ან ქიმიაში ან სხვა წამლებში ვხარჯავთ. ორივე რისკ-ჯგუფში ვართ. ჩემი სადმე გასვლა საერთოდ აკრძალულია. შიშით ვარ სავსე. მე ხომ ვიცი, თუ ვირუსი დამემართება, ვეღარ გამოვჯანმრთელდები.


EmbassySeal_TBILISI-3LArge-e148848164444

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

"There's nothing that does so much harm as good intentions"

ცოტა რამე აღწევს ჩემი ნერვების აშლის ზონაში და ავტორიტარული "ზრუნვა" ერთერთი ასეთი მოვლენაა.

ის აზრი რომ დედაქალაქის ცენტრში ვიღაც ბიუროკრატმა უკეთესად იცის მარნეულში მარტოხელა დედისთვის რა არის უკეთესი, ან ხარაგაულში დღიური მუშასთვის, ან ბათუმში ბაზრის მოვაჭრესთვის, ვიდრე ამ ადამიანებმა თვითონ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share