iaiameri Posted 17 იანვარი, 2021 Posted 17 იანვარი, 2021 https://www.facebook.com/postfactummtavarit...890275061514098 ვერ წარმოვიდგენდი მე თუ გავხსნიდი ოდესმე თემას, ქალზე რომელზეც ახლა ამდენ ტყუილს გვიყვებიან. მესმის შვილია და ალამაზებს ყველაფერს, ფუთავს ისე როგორც უნდა და აწყობს მას და მისი არხის პოლიტიკას. მკვდარზე ან კარგი და ანდაც არაფერიო. არ ვიცი ვინ მოგვახვია ეს თავზე. ყველასთან გარიგებული იყო, ყველა პროტესტი რაც კი ტელევიზიაში ჩნდებოდა, საბოლოდ ჯულიეტას მიერ იყო ჩაფარცხული. ამისთვის აჯილდოვებდნენ. მაშინ როცა სრულიად უსამართლოდ პირველი წყება ხალხი გაუშვეს ტელევიზიიდან, ჯულიეტამ ცუდი როლი შეასრულა, ფაქტობრივად უღალატა ხალხს, თანამშრომლებს და გაურიგდა ხელისუფლებას, სამაგიეროდ მიიღო გადაცემა, "წერილები" ერქვა სახელად. მას იმ დროისთვის კოლოსალურ თანხას 5000 ლარს უხდიდნენ, როცა მის თანამშრომლებს , რომლებიც შემოსული წერილების შესწავლა, გადახარისხება, სისტემიზაციით იყვნენ დაკავებული 30 ლარს უხდიდა. მათ შორის იყო გოდერძი ჩოხელის ცოლიც, ნინო მელაშვილიც.(იცით როგორ უჭირდათ ფინანსურად ჩოხელის ოჯახში). ეს საოცარი უნამუსობა იყო მისი მხრიდან, საოცარი. ჯულიეტა გააჩუმეს, ხალხი გაყარეს, მერე ჯულიეტაც მიაყოლეს იმ ხალხს. ასე იყო ეს და დღეს კი მისი შვილი ამას ისე ფუთავს, თითქოს დედამისი გმირი იყო. გმირი კი არა, გამორჩენაზე იყო, წართმევა- წაგლეჯაზე. იმ თავისი გადაცემისთვის რესურსები რომ არ დაეხარჯა, სხვა გადაცემებიდან იპარავდა სიუჟეტებს, ავტორებს შლიდა და სხვის ტექსტს თავის ტექსტად ასაღებდა. ყველაფერი რომ ფარსია ამ დედამიწაზე რა. Share on other sites More sharing options...
ვიზიტორი Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 @iaiameri მეც მსმენია ეგ ამბები. ჟურნალისტების სამყაროში ყველამ იცის ეგეც და ცოტა მეტიც, მასა კარგად ჭამს ამ ტყუილს მერე რა გინდა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 ეჰ, ჯულიეტა კი არა ისეთი ხალხი წასულა... მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 18 იანვარი, 2021 Author Posted 18 იანვარი, 2021 1 საათის წინ, mulan said: მეც მსმენია ეგ ამბები. შენ გსმენია ძვირფასო და მე თავს გადამხდა ჯულიეტა. ალბათ ერთადერთი ვიყავი დუნიაზე, ვინც ქურდი უწოდა, მისი ქმარუკა შუაში გვედგა და გვაშველებდა. მე პატარა გოგო ვიყავი, ის დიდი ქალი, რომელსაც პარადი მიჰყავდა ტელევიზიაში. მერე ერთხელ ბნელ დერეფანში შემხვდა, ჰოდა გამარჯობა ვუთხარი, ისიც გულიანად მომესალმა, რომ ჩამიარა და დამინახა, უი უიო, ჩემს დანახავას ეშმაკის დანახვა ერჩია ალბათ. იმედია ეშმაკებშია ახლა. ხალხი კი უგვანი და უპრინციპო მასსააა. სტალინის გარდაცვალებასაც უმრავლესობა ტირილ/ბღავილით შეხვდა. Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 18 იანვარი, 2021 Author Posted 18 იანვარი, 2021 აგერააა ტექსტი, არ მაქვს ახლა დრო დეტალურად გავიარო, მაგრამ გიორგი გაბუნია უსინდისოვ, რომელი თაობები გაზარდა ერთი დედაშენმა, ერთი გვარი მაინც დამისახელე, ჟურნალისტიც კი არ იყო ჯულიეტა, იყო დიქტორი, დიქტორი. მთელი ცხოვრება სხვა უწერდა ტექსტს და როცა საკუთარი გადაცემა მისცეს, და ვერაფერიც რომ ვერ დაწერა, სხვისი ტექსტების მოპარვა დაიწყო. ჰკითხე მამას მაინც, წესიერი კაცია და გეტყვის. “მეტრონომი” გიორგი გაბუნიას მონოლოგს უცვლელად გთავაზობთ: “დედა… ყვავილები უყვარდა დედას. ჩვენი სახლის აივანზე ყოველთვის ყვაოდა თეთრი ვარდები. ძალიან ადრე იღვიძებდა, ვარჯიშობდა ზოგჯერ ჩვენც გვაიძულებდა, დილის 6 საათზე ადგომას. ჩვენ რომ ბოლოსდაბოლოს თავს წამოვყოფდით ლოგინებიდან, უამრავი საქმე ჰქონდა გაკეთებული. გამორჩეულად ენერგიული, პრინციპული და მებრძოლი ადამიანი იყო. ვიდრე ოჯახს შექმნიდა, ჯერ თვითონ შედგა, როგორც სრულფასოვანი პიროვნება, მერე გაგვაჩინა ჩვენ. როცა ჩემი უფროსი და გაჩნდა, დედა 40 წლის იყო. რამდენიმე წლით ადრე, დიდი უბედურებაც გადაიტანა, სულ პირველი შვილი, რეზო – ჩემი ნახევარძმა ფილტვების ანთებით ერთი თვის ასაკში დაეღუპა. ამ ტრაგედიამ მისი პირველი ოჯახიც იმსხვერპლა, ქმარს დაცილდა და წლების შემდეგ მამაჩემს დაუკავშირა თავისი ცხოვრება. უნივერსიტეტში იქცა არქიტექტორად, ითამაშა ფილმებში, თეატრის სცენაზე. როგორც მოცეკვავემ მოიარა ისეთი ქვეყნები, რომლის ნახვაც საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ აუხდენელი ოცნება იყო. საწყალი მამაკაცი საზღვრებს მიღმა არასდროს იყო გასული. ის ცხოვრობდა, ისე როგორც საბჭოთა კავშირში არ ცხოვრობდნენ და აზროვნებდა ისე, როგორც საბჭოთა კავშირში არ აზროვნებდნენ. სწორედ ეს გამოჩნდა ტელევიზიაში, სადაც თავიდან მივიდა, თითქოს როგორც რიგითი დიქტორი, მაგრამ ყველაფერი იყო რიგითის გარდა. სილამაზესთან ერთად, მას ჰქონდა ის რაც დეფიციტი და დანაშაული იყო საბჭოთა პერიოდში. დამოუკიდებლობა და შინაგანი თავისუფლება. დღესაც კი უჭირთ ჟურნალისტებს კამერასთან ისე თავისუფლად საუბარი, როგორც ამას ჯულიეტა ვაშაყმაძე აკეთებდა 60 წლის წინ. ის არ იყო მიჯაჭვული ტექსტს, მას არ ეშინოდა. საკუთარი ვიზუალური სტილიც თვითონ შექმნა. თვითონ იკერავდა კაბებს, იყენებდა მაკიაჟს და ა.შ. დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ დედასაც და მამასაც, ასწრებდნენ საქმესაც და დახმარების გარეშე სამი შვილის გაზრდას. უბედნიერესი ბავშვობა გვქონდა არ გვაკლდა არაფერი. ჩვენს აღზრდაზე დედ-მამა ზრუნავდა და ამის პარალელურად ასწრებდნენ ჟურნალისტთა თაობების გაზრდას. ასე გავიდა ათწლეულები და წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდათ, როდესაც გამოყარეს სამსახურიდან. 2004 წელს დედას უთხრეს რომ მისი ადგლი ტელევიზიაში აღარ იყო და მოულოდნელად აღმოჩნდნენ სახლში, შეგრძნებით რომ არავის სჭირდებოდნენ. კი იმ დროს, დედაჩემი კალენდარული ასაკით საპენსიო ასაკში იყო. იმ მომენტიდან დაიწყო დედაჩემის ნელი ნგრევა, როგორც შინაგანი, ასევე ფიზიკურად. მარტივად არ დაუყრია ფარ-ხმალი, იჩივლა კიდეც. დედაჩემს ყავდა ადვკატი, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილო დარჩა, მოიშორა ადვოკატი, შეისწავლა კანონები და თვითონ მიჰყავდა საქმე სასამართლოში. რაც მთავარია, მამაჩემის საქმე მოიგო. მოსამართლე იძულებული გახადა მამაჩემი თანამდებობაზე აღედგინათ, თუმცა პირველმა არხმა გაასაჩივრა ეს. როდესაც ეს ბრძოლაც დასრულდა, დედას მომავალი გაუქრა. აქ უკვე მიხვდა, რომ ის აღარსდროს დაბრუნდებოდა საყვარელ ტელევიზიაში, სადაც 50 წელი გაატარა. ნელ-ნელა იკეტებოდა გარესამყაროსთან. იშვიათად გადიოდა სახლიდან, უარს ამბობდა ინტერვიუებზე, იმიტომ რომ ამჩნევდა მის უბერებელ სახესაც შეემატა მძიმე და უსამართლო განცდების კვალი. ზედმეტად თავმოყვარე ადამიანიც კი იყო. ამ დროს მისმა თვალებმა დაიწყო დასუსტება. დედა ყოველთვის ამაყობდა, თავისი მხედველობით. კატარაქტის განვითარება დაეწყო, თვალებზე გადაკრული ბინდი ვიზუალურადაც შესამჩნევი იყო. რა აღარ გავაკეთეთ, მაგრამ ექიმთან ცოცხალი თავით არ წამომყვა. ჯიუტი იყო, მას საშინლად ეშინოდა ავადმყოფობის და სიკვდილის. ამ დროს მხედველობის დასუსტებამ მოიტანა ის, რომ წესიერად ვეღარ ხედავდა, ეშინოდა რამეს ფეხს წამოკრავდა და კიდევ უფრო ჩაიკეტა სახლში. არ მახსოვს რომელი წელი იყო, ოჯახი რაჭაში იყო დასასვენებლად, მაგრამ როცა დაბრუნდა, შევამჩნე მარჯვენა ხელი უკანკალებდა. ამტკიცებდა არაფერი მჭირსო. ამ დროს მე თვითონ ვიყავი რ2-ზე წამყვანი, ბევრი რამ მოსწონდა, მაგრამ ბევრი მიუღებელი იყო და სასტიკად ვჩხუბობდით. თვეებიც გადიოდა ისე, ერთად ვცხოვრობდით და საერთოდ არ ვლაპარაკობდით. ერთხელ მახსოვს, ღამე მომესმა დედის ტირილი. არ მიკითხავს, ვიცოდი რაც აწუხებდა, საკუთარ თავს ტიროდა, გამოგდებულს, მიტოვებულს და დავიწყებულ საკუთარ თავს. ამის მერე იყო ზუსტად, რამდენიმე დღეში მითხრა, გიორგი მე მალე მოვკვდები და არ მინდა ისე წავიდე არ ვლაპარაკობდეთო. მას შემდეგ აღარ გვიჩხუბია. მას შემდეგ მამაჩემის გადარჩენაც კი მოასწრო. კიდურებიც დაუსუსტდა, მხედველობა დაუქვეითდა. ერთ დღეს შეამჩნია მამაჩემს ისეთი სახე არ ჰქონდა და მითხრა ყურადღება მიაქციეო. საბოლოოდ მამაჩემს მწვავე ინფაქტი აღმოაჩნდა და ძლივს გადავარჩინეთ. დედას არ ვეუბნებოდით. როდესაც მან დააფიქსირა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მისი ქმარი სახლში არ დაბრუნდა, ისე განიცადა, ჩაწვა ლოგინში და მას შემდეგ დახმარების გარეშე არ ამდგარა. ბოლო წლებში მას მამაჩემი და ჩემი და უვლიდნენ. არავისთან ვამბობდით, ბოლო წლებში დედა ლოგინად ჩავარდნილ მძიმე პაციენტად იქცა. ბოლო პერიოდში აღარც იცოდა ვინ ვიყავით. ვისაც ეს გამოცდილი აქვს, იცის როგორი მძიმე შეგრძნებაა, ნელნელა დაავიწყდა კიდეც ვინ ვიყავით. ერთადერთი ვისაც ბოლომდე ეძახდა მამაჩემი იყო, მაგრამ სულ ბოლოს ესეც წაეშალა მეხსიერებიდან. იმ დღეს მე და ჩემი ძმა ახალი გადაცემის ჩაწერაზე ვიყავით. დაწყებამდე მამაჩემს დავურეკე და ტირილით მიპასუხა, ველაპარაკები და რეაქცია არ აქვს ჩემზეო. მე მამა დავამშვიდე, რადგან რამდენიმე დღე გრძელდებოდა ეს მდგომარეობა. სულ ვამოწმებდი მდგომარეობას მთელი დღის მანძილზე. გადაცემის ჩაწერა გვიანობამდე გაგრძელდა, მეც და ჩემი ძმაც ბოლომდე იქ ვიყავით. სახეზე გვეტყობოდა კიდეც რაღაც რომ გვჭირდა. დაახლოებით 1 საათზე გამოვედით სამსახურიდან, მამას დავურეკე მოვდივართ-მეთქი. კომენდანტის საათის გამო, გზები ცარიელი იყო. 15 წუთში მივედი, მაგრამ მე დედას ცოცხალს ვეღარ მივუსწარი. სახლში რომ შევედი, მამაჩემი დედასთან მივიდა, თმაზე მოეფერა და უთხრა, აი, გიორგი მოვიდაო. რეაქცია არ ჰქონდა. ხმამაღლა ტირილი დაიწყო მამაჩემმა. თავზე ეფერებოდა და ამბობდა: ჩემი ლამაზი, ჩემი ლამაზი” – აღნიშნა გაბუნიამ. Share on other sites More sharing options...
ვიზიტორი Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 1 საათის წინ, iaiameri said: შენ გსმენია ძვირფასო და მე თავს გადამხდა ჯულიეტა. ალბათ ერთადერთი ვიყავი დუნიაზე, ვინც ქურდი უწოდა, მისი ქმარუკა შუაში გვედგა და გვაშველებდა. +1 მშვენიერია! ბრავო! თუ იმსახურებდა ამას და მიიღო დამსახურებულიც შეგიძლია მშვიდად იყო! მოაზროვნე ჟურნალისტი იყოო გვარამმიამაც და გაბუნიამაც და მეც გამეცინა ამაზე, ძალიან ყალბი და პათეტიური იყო მუდმივად საჭოთა ხანისთვის იდეალური სტილი იყო მესმის მარა რამდენად თავისუფალი და ნონკონფორმისტი ეგ კიდევ საკითხავია... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 https://www.imovies.cc/ka/movies/8069/Romeo-Must-Die/RUS/MEDIUM ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 18 იანვარი, 2021 Author Posted 18 იანვარი, 2021 @დათვების მეგობარი ჰოდა, ფრთხილად უნდა იყო ადამიანი, რომ მოკვდები ასეთი რამეების თქმის საფუძველი არავის უნდა ჰქონდეს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა