Jump to content
×
×
  • Create New...

აი თურმე ქერები რატომ ევასებათ


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
8 minutes წინ, mulan said:

ჰო და თუ შეეყრებოდა ტილიანი კვდებოდა რა მდედრი თუ მამრი. სიცოცხლის მაშინდელ ხარისხს დაბლა წევდა. ქერა ბეწვში საფრთხის აღქმა ბევრად მარტივი იყო ვიდრე მუქში. შესაბამისად ასეთებს არ უფრთხოდნენ რა.

აი სასწაულს ამბობ და თან კარგი გაგებით არა.

ჯერ ერთი როგორ წარმოგიდგენია სცენარი, სად ექნებოდა მამრს არჩევანი ტილიან და უტილო მდედრებს შორის? ერთ ტომში ან ყველას ეყოლებოდა ან არავის. და თუ ყავდათ, რა, იტყოდნენ, წავალ მე ვიმოგზაურებ სანამ უტილო მდედრს არ ვიპოვიო?

რაღა შორს წავიდეთ და დღეს კარგ ნაშას შეასიე ტილები და ნახე რამდენი გამვლელი გიორგი იუარებს :D

13 minutes წინ, mulan said:

პირიქით უნდა იყოს მაშინ. ასაკში ვჭაღარავდებით.

ვერ ხარ ფორმაში ბრატ.

დღეს ხო არჩევ შენ რომელი თმა ქერაა და რომელი ჭაღარა? მითუმეტეს რომ გაჭაღარავება ხდება ღერებად და ადვილი გასარჩევია.

თან მარტო თმის ფერსაც ხო არ უყურებ? იქვეა კანის ტექსტურა, სახის მოყვანილობა, თავის პროპორცია ტანთან და სხვა ნეოტენიის პარამეტრები.

აი დღეს 70 წლის ტიპს რომ 15 წლის ქერა თმები დავადოთ თავზე შეგაცდენს ასაკის ვარაუდში? :D

უბრალოდ რაც მეტი ნიშანი მოგხვდება თვალში უფრო შეგიღიტინებს მიზიდულობის ცენტრებში და ეგაა თემა.

არის მიზეზი კაცის დრაივი უმეტესწილად ვიზუალურ სტიმულზე რატომაც არის მიბმული.

თითქმის ყველა პარამეტრი რომელსაც ვპოულობთ რომ მამრებს იზიდავთ თითქმის ყველა კულტურაში, არის ნაყოფიერების მაჩვენებელი პირდაპირ თუ არა მინიმუმ ირიბად მაინც.

Share on other sites

  • ფორუმელი
46 minutes წინ, Damnoc said:

ჯერ ერთი როგორ წარმოგიდგენია სცენარი, სად ექნებოდა მამრს არჩევანი ტილიან და უტილო მდედრებს შორის? ერთ ტომში ან ყველას ეყოლებოდა ან არავის. და თუ ყავდათ, რა, იტყოდნენ, წავალ მე ვიმოგზაურებ სანამ უტილო მდედრს არ ვიპოვიო?

 

თემამდელ პერიოდზე ვსაუბრობ ჯიგარ ეგ ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი იყო  კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენი სახეობისთვის ყველაზე დიდ ხანს გაგრძელდა სოციალიზაციამდელი ეტაპი, ძირითადი ფსიქოფიზიოლოგიური ადაპტური მექანიზმები მაგ ეტაპზე ჩამოყალიბდა და მოდიფიცირდა  თორემ 50-მაქს 150 კაციან ჯგუფებში დიდი არჩევანი ეგრე ვერ ექნებოდა მამრს. 

50 minutes წინ, Damnoc said:

თითქმის ყველა პარამეტრი რომელსაც ვპოულობთ რომ მამრებს იზიდავთ თითქმის ყველა კულტურაში, არის ნაყოფიერების მაჩვენებელი პირდაპირ თუ არა მინიმუმ ირიბად მაინც.

ჰო და ბრად არც მაგ ლოგიკით გამოდიხარ შენ მართალი, პუბერტატულ ასაკში ციკლამდელ ასაკში არც ცხოველები კავდებიან სექსით და არც ადამიანები კავდებოდნენ იშვიათი გამონაკლისების გარდა იმიტომ რომ არაფრის მომცემი არ იყო ეგ აქტი.

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, mulan said:

ჩვენი სახეობისთვის ყველაზე დიდ ხანს გაგრძელდა სოციალიზაციამდელი ეტაპი

რაის სოციალიზაციამდელი? ასოციალური პრიმატი არსებობს ალბათ თითებზე ჩამოსათვლელი ჯიში და ისიც ძალიან ნიშა გარემოებში.

ადამიანს არასდროს ჰქონია არა-სოციალური პერიოდი. ადამიანს კი არა, 4 საფეხურით ზემოთ რომ ავიდეთ ევოლუციის ხეზე იმათაც არ ექნებოდათ.

15 minutes წინ, mulan said:

ჰო და ბრად არც მაგ ლოგიკით გამოდიხარ შენ მართალი, პუბერტატულ ასაკში ციკლამდელ ასაკში არც ცხოველები კავდებიან სექსით და არც ადამიანები კავდებოდნენ იშვიათი გამონაკლისების გარდა

წაიკითხე რა დავწერე ვა. ნიშნები ფუნქციას იძენს სხვა ნიშნების კონტექსტში. თმა სახესთან, კანთან და პროპორციებთან ერთად.

პარალელურად იმ ნიშნებთან ერთად რომლებიც სქესობრივ მომწიფებას აჩვენებს. მაგალითად მკერდი და წელი-თეძოს პროპორცია.

ცალკე ქერა თმა შეიძლება გელამაზებოდეს მაგრამ მკერდთან და თეძოსთან ერთად უკვე სხვა კერძია.

Share on other sites

  • ფორუმელი

მოქერავო თმა მაქვს და კანიც და ზოგადად ღია ფერებში ვარ, ანუ ცუდია? :hahaaa:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ბავშვობაში ჩემს უკრაინელ დაქალს რომ ვუყურებდი, ერთ დასკვნამდე მივედი:
ბავშვი თუ მეყოლება ქერა იქნება ან საერთოდ არ იქნება.
დღემდე ერთგული ვარ ამ მოსაზრების :user:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Damnoc said:

ადამიანს არასდროს ჰქონია არა-სოციალური პერიოდი. ადამიანს კი არა, 4 საფეხურით ზემოთ რომ ავიდეთ ევოლუციის ხეზე იმათაც არ ექნებოდათ.

ღადაობ ხო?

ფრირაიდერები  ვინ ჯანდაბები იყვნენ? ფრირაიდერი ქერა თუ შავთმიანი ქერას მიეკარებოდა  და არა შავთმიანს ამაზეა საუბარი აქ...

3 საათის წინ, Damnoc said:

პარალელურად იმ ნიშნებთან ერთად რომლებიც სქესობრივ მომწიფებას აჩვენებს. მაგალითად მკერდი და წელი-თეძოს პროპორცია.

 

ამაზე ვინმე გეკამათება? 

ქერებზე ვსაუბრობდით, შენ ახსენე მეც ქერა ვიყავი  ერთ წლამდე ანუ ჩვილობაშიო, ჩვილობის მერე ადრეული ბავშვობაა რომლის დროსაც ურმავლესობა ვიცვლით ამ ბიოლოგიურ თვისებებს, ცოტა ქერა რჩება ქერა. რეპროდუქციულ ასაკამდე ბევრი ბავშვობაში ქერა უკვე შეიძლება იყოს შავთმიანი და არც ისე მმზიდველი პოტენციური პარნტიორისთვის. რაზე ვკამათობთ? 

1 საათის წინ, marguerite said:

მოქერავო თმა მაქვს და კანიც და ზოგადად ღია ფერებში ვარ, ანუ ცუდია? :hahaaa:

რატო ცუდი. მშვენიერია. :love:

 

59 minutes წინ, Darkness said:

ბავშვობაში ჩემს უკრაინელ დაქალს რომ ვუყურებდი, ერთ დასკვნამდე მივედი:
ბავშვი თუ მეყოლება ქერა იქნება ან საერთოდ არ იქნება.
დღემდე ერთგული ვარ ამ მოსაზრების :user:

:givi:

მთავარია თეთრი იყოს და ლოყები ქონდეს ფუუმფულა :mulan:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, mulan said:

ღადაობ ხო?

ფრირაიდერები  ვინ ჯანდაბები იყვნენ?

მაჩვენე რამე სტატია ან ლიტერატურა სადაც ნახსენებია რაზე ლაპარაკობ.

Free-rider ტერმინი არ ნიშნავს ვიღაცას ვინც თავისუფალია, ნიშნავს ტიპს რომელიც სხვის ხარჯზე ცხოვრობს, ანუ პარაზიტი.

Free მაგ ტერმინში ნიშნავს უფასოს და არა თავისუფალს.

8 საათის წინ, mulan said:

ამაზე ვინმე გეკამათება?

მართალი ხარ, კამათი არ ქვია ამას, ზუსტად იმდენად კითხულობ ჩემს ნაწერს რომ შესაწინააღმდეგებლად გეყოს და არა მთლიანად.

8 საათის წინ, mulan said:

ჩვილობის მერე ადრეული ბავშვობაა რომლის დროსაც ურმავლესობა ვიცვლით ამ ბიოლოგიურ თვისებებს, ცოტა ქერა რჩება ქერა.

ნწუ.

დავწერე კიდეც. გარდატეხის ასაკიდან რამდენიმე წელიწადშია როცა ქერას ქერა აღარ ეთქმის. 18 წლის ჩვეულებრივი ქერა ვიყავი, ახლა აღარ მეთქმის. ხაზი გადიოდა სადღაც 20-25 წლის ფარგლებში.

თან ეს კონკრეტული ხაზი არც არის მნიშვნელოვანი, ბინარული ფაქტორი არ არის, სკალარულია. რაც უფრო ქერა ხარ უფრო პლიუსები გეწერება და თუნდაც 25 წლისას უკვალოდ არ აქვს წაშლილი რომ ქერა იყო.

8 საათის წინ, mulan said:

რეპროდუქციულ ასაკამდე ბევრი ბავშვობაში ქერა უკვე შეიძლება იყოს შავთმიანი და არც ისე მმზიდველი პოტენციური პარნტიორისთვის.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს 2-3 ფაქტორზე მეტის გათვალისწინება არ გამოგდის ერთ დებულებაში და ყოველთვის სპილოს ან ხორთუმზე უთათუნებ ხელს ან კუდზე მაგრამ მთლიანად ვერ ხედავ როგორია.

გაქვს არჩევანი გასაკეთებელი ორი შესაძლო კანდიდატისგან, ორივეს აქვს ძუძუც და თეძოც, მაგრამ ერთს შავი თმა აქვს და მეორეს თუნდაც უკვე ჩალისფერში გარდამავალი ქერა.

პირველზე თმით ვერ საზღვრავ ასაკს, მარტო იმას ატყობ რომ ჯერ ჭაღარა არ აქვს, მაგრამ მეორეს ჯერ ერთი ის რომ ატყობ ახალგაზრდობას და მეორე ის რომ ჭაღარა უფრო დიდხანს "გაუვა".

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   790 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 790 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(1)