Jump to content
×
×
  • Create New...

დაკავებები საპროტესტო აქციაზე და მადლობები ბიძინა ივანიშვილს. “ქართულ ოცნებას” ახალი თავმჯდომარე ჰყავს


Recommended Posts

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მეექვსე ყრილობის დელეგატებმა პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

ირაკლი კობახიძემ ამ თანამდებობაზე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც 11 იანვარს პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის გადაწყვეტილება გაახმაურა.

გაგრძელება იქნება

წყარო: Civil.ge

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%

“ქართული ოცნების” ყრილობაზე ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.

ყრილობის გაპროტესტება ექსპო ჯორჯიასთან, სადაც ღონისძიება მიმდინარეობდა, აქტივისტების ჯგუფმა სცადა, თუმცა აქციაზე 9 აქტივისტი მაშინ დააკავეს, როდესაც შლიდნენ პლაკატს წარწერით “არჩევნები მოპარულია”.

მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს – წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დაკავებულები მოგვიანებით, ყრილობის დასრულების შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%დაკავება აქეციაზე. ფოტო: ფორმულა

“ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისმა დამფუძნებელმა და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

______________________________________________

● “რასაცა გასცემ შენია” – რა ქონება გადასცა ბიძინა ივანიშვილმა ფონდ „ქართუს”

● ყოფილი პრემიერი, მოქალაქე, მილიარდერი. ივანიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან

● რას ფიქრობენ ექსპერტები და პოლიტიკოსები ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

_________________________________________________

„ქართულმა ოცნებამ“ ახალ თავმჯდომარესთან ერთად პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც აირჩია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზარდა და ის 20 წევრითაა წარმოდგენილი.

პარტიის გენერალური მდივანი კვლავ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იქნება, მისი მოადგილე კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე, თორნიკე რიჟვაძე.

„ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს”, – ასე დაიწყო გამოსვლა პარტიის ახალმა თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მაშინ როცა „ქართულ ოცნებას“ აქვს სახელმწიფოს მართვის რვაწლიანი გამოცდილება, ჰყავს ღირსეული და გამორჩეული ლიდერები, პროგრესული საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი, პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა.

პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მოსაზრება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ პარტია ამომრჩევლებს დაკარგავს, ტყუილია.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარდამჭერები ელოდებიან შემდეგი პროგრესის უზრუნველყოფას“, – აცხადებს თალაკვაძე.

პარტიას კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ:

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ, რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება. თუმცა, თუკი იმ არაჩვეულებრივი გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა“.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების გარანტი გახდა.

Screen-Shot-2021-01-16-at-16.07.21-1-102

ვინ არის ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამჟამინდელი, მეათე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და წინა მოწვევის გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარეა. მისი გადადგომა ე.წ. გავრილოვის ღამეს მოჰყვა.

“გავრილოვის ღამე” თბილისში, 2019 წლის 20 ივნისს, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა, რომელმაც პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა, რასაც სახალხო პროტესტი მოჰყვა.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ, სპეცრაზმმა გამოიყენა სპეციალური ტექნიკა. საერთო ჯამში, სამასამდე ადამიანი დაშავდა. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დაწყებულმა გამოძიებამ “ყურადღება გაამახვილა მხოლოდ რიგითი პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მაგრამ ვერ შეძლო ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის ობიექტურად ან სრულად შეფასება.”

%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%ირაკლი კობახიძე

____________________________________________

● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში

● გავრილოვი, პროპორციული, რკინის ღობე – რით დაგვამახსოვრდება მეცხრე მოწვევის პარლამენტი

● 20 ივნისი. გზამკვლევი მათთვის, ვისაც დეტალები კარგად არ ახსოვს

წყარო: JAMnews

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share