ფორუმელი Damnoc Posted 16 იანვარი, 2021 Posted 16 იანვარი, 2021 13 minutes წინ, iaiameri said: ქალს ძალიან დიდი დრო უნდა სიბრაზის დასაოკებლად და ამ პერიოდში შეიძლება იყოს ძალიან სასტიკი. იშვიათი მოვლენაა თვითანალიზის მოტივაციაც და უნარიც. ვაფასებ. ამას კიდევ იმას დავამატებდი რომ ემოციური ფონი ქალებს ბევრად უფრო ინტენსიური აქვთ და გრძელვადიანი. თან ამ ფონის გასანეიტრალებლად ხშირად ყველაზე ეფექტური საშუალება ლოცვაა ("ყველაზე ეფექტური" აქ არ ნიშნავს რომ ეფექტურია, უბრალოდ სხვა ყველაფერი კიდევ უფრო ნაკლებად არის). ანუ როცა ქალი "აკრიფავს", რაც ზოგისთვის არც ისე რთული ან იშვიათი მოვლენაა, შემდეგ წამში რა ფაქტორიც არ უნდა ამოტივტივდეს რომელმაც წესით მთლიანად უნდა გაანეიტრალოს სიტუაცია რაციონალობის ჩარჩოში, ეს "აკრეფა" არ და ვერ მიდის ვერსად. არის როგორც სისტემაში გაზრდილი წნევა, ერთი მხრიდან თუ არ დაიცალა, სადმე სხვაგან გამოხეთქავს. ეს იწვევს ქალის "ხტუნვას" ერთი თემიდან მეორეზე შუა კონფრონტაციაში, როცა ერთი საკითხიდან უცებ ადგება და მეორეზე გადახტება რომელიც ლოგიკურ კავშირში არ არის ამასთან მაგრამ უბრალოდ ამ ემოციის გამოშვების საშუალებას მისცემს. ალუბალი ამ ტარტალეტკაზე არის ის რომ ემოციური ფონი ხშირად რეალობის აღქმას ამრუდებს იმდენად რომ იკვრება ე.წ. დადებითი უკუკავშირის წრე (positive feedback loop): რაც უფრო ემოციურია > უფრო მეტად აღიქვამს ყველაფერს ისეთად რაც ამ ემოციაზე ნავთს დაასხამს > ხდება უფრო ემოციური > კიდევ უფრო მეტ მიზეზს ხედავს > დ.ა.შ. ბოლოს ვიღებთ ემოციურ დნობას (meltdown) რასაც პოპ კულტურაში ისტერიკის სახელით ვიცნობთ. გათვითცნობიერებული ქალები ასეთუისე საქმის კურსში არიან და ასეთ სიტუაციაში უბრალოდ ცდილობენ რომ განმარტოვდნენ ან ნეიტრალურ გარემოში მოხვდნენ სადაც ეს წნევა ნელნელა დაიცლება თავისით, მაგრამ უმრავლესობა მომართულია იმაზე რომ რაც შეუღიტინებს ყველა ემოციას ბოლომდე აყვეს, ის კი არა ზოგი ამ აფექტურ ემოციურობას აფეტიშებს კიდეც. Share on other sites More sharing options...
ვიზიტორი Posted 16 იანვარი, 2021 Posted 16 იანვარი, 2021 5 minutes წინ, Damnoc said: გათვითცნობიერებული ქალები ასეთუისე საქმის კურსში არიან და ასეთ სიტუაციაში უბრალოდ ცდილობენ რომ განმარტოვდნენ ან ნეიტრალურ გარემოში მოხვდნენ სადაც ეს წნევა ნელნელა დაიცლება თავისით, :აჰჰააამ: როცა საფრთხეს წარმოვადგენ ვიცი და დისტანციაზე ვდგები. ვოტ! ვაღიაროთ რომ მონსტრები ვართ. კაცებისგან განსხვავებით საყვარელი მონსტრები! აი რომ მოგინდება მოდღნა და იზრუნო ისეთი მონსტრები Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 16 იანვარი, 2021 Author Posted 16 იანვარი, 2021 11 minutes წინ, Damnoc said: ის კი არა ზოგი ამ აფექტურ ემოციურობას აფეტიშებს კიდეც. ავადმყოფობად შეიძლება ჩაითვალოს? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 16 იანვარი, 2021 Posted 16 იანვარი, 2021 32 minutes წინ, mulan said: ვაღიაროთ რომ მონსტრები ვართ. კაცებისგან განსხვავებით საყვარელი მონსტრები! აი რომ მოგინდება მოდღნა და იზრუნო ისეთი მონსტრები მდედრი ტარანტულა (მგონი) თუ კარგად გამომძღარი არ არის, მამრს შეჭამს და ამიტომ ამათ აქვთ სპეციალური კაუჭები საცეცებზე რომ სექსის დროს ეშვები ისეთ პოზიციაში დაუჭირონ რომ მერე უკან დახევაც უსაფრთხოდ მოახერხონ. ანუ ამბის მორალი ის არის რომ გადარჩა და გამრავლდა ის, რომელმაც სპეციალური კაუჭი და მეთოდი განავითარა და არა ის ვინც სოროში დარჩა, სად მაქვს მაგის თავიო ხოდა ზოგადად მაგას ვურჩევ ხოლმე კაცებს ვინც ერთხელ უკვე დაიწვა . . . ხელი (იქამდე თვლიან ხოლმე რომ არ ჭირდებათ განათლება ამ საკითხში ): პირველ რიგში გაახილე თვალები, შეხედე რეალურად რასთან გაქვს საქმე და უკვე მერე დაიწყე იმაზე ფიქრი რა ფორმის კაუჭი დაგჭირდება ეშვების გასაკავებლად 28 minutes წინ, iaiameri said: ავადმყოფობად შეიძლება ჩაითვალოს? ერთერთი დიდი პრობლემაა ეს კითხვა მთელ ფსიქო-სამედიცინო სფეროში. ობიექტური სტანდარტი არ არსებობს და ვერც იარსებებს იმის გადასაწყვეტად თუ რას დაარქმევ ავადმყოფობას და რას ხასიათის ნაკვთს. Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 16 იანვარი, 2021 Posted 16 იანვარი, 2021 ხოოოოო ....... "მამენტ" საშიში ვარ. კი - არა, ადრე უფრო ვიყავი, ახლა წლებმა "დამარბილა". გაქანებული ცხენიდან ჩამოათრევს კაცსო - ასე უთხრეს ერთ ქალს ჩემზე . . . კარგად ვიცინე! არადა რა მაცინებდა .... Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 16 იანვარი, 2021 Posted 16 იანვარი, 2021 საველიევი როა ეგ ბაზრობს ნეოკორტექსის პროპორციის თემააო ეგეთი განსხვავებები. ყველაფერ სიკეთესთან ერთად ნების მიერი იმპულსების ბლოკირების ფუნქციაა აქვს მაგ არეს. 'სოციალიზაციისათვის' ჭირდება. მამაკაცის შემთხვევაში შედარებით ძლიერ სიგნალს აფორმირებს(ჩისტად მოცულობის გამო). შესაბამისად უკეთესი ტორმუზია. მე მაინც კულტურის გავლენა მგონია. შეგნებაი Share on other sites More sharing options...
ვიზიტორი Posted 17 იანვარი, 2021 Posted 17 იანვარი, 2021 (შესწორებული) 18 საათის წინ, Damnoc said: პირველ რიგში გაახილე თვალები, შეხედე რეალურად რასთან გაქვს საქმე და უკვე მერე დაიწყე იმაზე ფიქრი რა ფორმის კაუჭი დაგჭირდება ეშვების გასაკავებლად მოდერ, ნამეტანი ბუნდოვანი რჩევაა თავი ნუ მამიკვდება 16 საათის წინ, ChariotGod said: საველიევი როა ეგ ბაზრობს ნეოკორტექსის პროპორციის თემააო ეგეთი განსხვავებები. ყველაფერ სიკეთესთან ერთად ნების მიერი იმპულსების ბლოკირების ფუნქციაა აქვს მაგ არეს. 'სოციალიზაციისათვის' ჭირდება. მამაკაცის შემთხვევაში შედარებით ძლიერ სიგნალს აფორმირებს(ჩისტად მოცულობის გამო). შესაბამისად უკეთესი ტორმუზია. მე მაინც კულტურის გავლენა მგონია. შეგნებაი ნეოკორტექსის რაო? უფრო რომ განმარტო? კულტურის თუ სოციუმის? სხვა და სხვა კულტურებში სხვა და სხვანაირად სასტიკები არიან ქალები? თუ კულტურას სოციუმის დამატებით პარამეტრად განვიხილავთ მაშინ უფრო მარტივდება საქმე... ანუ წიპა ჯერ ხარ მდედრი გამრავლების ინსტინქტებით და მერე იაპონელი, არაბი თუ ფრანგი ... მგონია რომ საფრთხეზე რეაგირება კულტურების მიხედვით არ ვარირებს... სასტიკი კიდევ ტყუილად ვერ იქნები, საბოლოო ჯამში ან პოტენციური კონკურენტის გაწიწკვნის მცდელობას აქვს ადგილი ან ნაშიერის გადარჩენაზე ზრუნვას, ან სოც სტატუსის თემაა რომელსაც ისევ და ისევ ამ ორ მნიშვნელოვან პრობლემასთან მივყავართ. მოკლედ რაც არ უნდა ვიკატუნოთ თავი ქცევის მაინც და მაინც დიდი პალიტრით ადამიანები არ გამოვირჩევით ერთადერთი იმით განვსხვავდებით ერთმანეთისგან ვინ უფრო მოსაწყენია Edited 17 იანვარი, 2021 by mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 17 იანვარი, 2021 Posted 17 იანვარი, 2021 27 minutes წინ, mulan said: მოდერ, ნამეტანი ბუნდოვანი რჩევაა თავი ნუ მამიკვდება ბუნდოვანია როგორც ცხვრისთვის იქნებოდა რჩევა ეშვების ხმარებასთან დაკავშირებით Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა