Jump to content
×
×
  • Create New...

დესერტი


marguerite
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

დავდოთ სხვადასხვა ტკბილეულობისა და დესერტის რეცეპტები.

დღევანდელი, ბავშვობის დროის სიყვარული 

 

ტრუბოჩკა

მასალა კრემისთვის:

1ლ რძე

3 კვერცხის გული

200 გრამი კარაქი

300გრამი შაქარი

5 ს/კ ფქვილი

1ც ვანილი

 

მომზადება: 

კვერცხის გულები და შაქარი გავთქვიფოთ გათეთრებამდე, ნელა დავამატოთ ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით. რძე დავდგათ შესათბობად და თბილ რძეში გახსნათ მიღებული მასა ხელის სათქვეფით. მოვადუღოთ ფაფა და ვხარშოთ 3 წთ. გადმოვდგავათ და მივიყვანოთ ოთახის ტემპერატურამდე. ავთქვიფოთ ამავე ტემპერატურის კარაქი და შევურიოთ ფაფას, დავამატოთ ვანილი და კრემიც მზადაა. 

 

მასალა ცომისთვის:

350გრ ფქვილი

200გრ მარგარინი

2კვერცხის გული

1.5ს/კ არაყი

1.5ს/კ ძმარი

1.5ს/კ ზეთი

 

მომზადება:

ფქვილს და 50 გრამ მარგარინს ვურევთ კარგად და შემდეგ ვასხამთ კვერცხის გულს, არაყს, ძმარს და ზეთს, ვზელთ კარგად ცომს. შემდეგ ავდგებით და დარჩენილ 150 გრამ მარგარინს ვყოფთ სამად. გავაბრტყელებთ მიღებულ ცომს და მარგარინის მესამედს ვუსვამთ. გადავკეცავთ და ვინახავთ მაცივარში 15 წუთით. ვიმეორებთ სამჯერ და ბოლოს ვათავსებთ მაცივარში 3-5სთ. გამოვიღებთ და ცომი მზადაა. 

ფორმის გამოსახობად იხილეთ ფოტოები და ვაცხობთ 180გრადუსზე

გამოვიღებთ, გავაციებთ და დავკრემავთ, გავაკეთებთ შაქრის პუდრას და მოვაყრით(ცომი დედას ნახელავია).

 

 

პ.ს. თავადვე დავკრემე :hahaaa:

 

 

 

138920720_1058817704617806_1094451762690139608_n.jpg

Capture.JPG

137614816_2773085036241527_4384308006393343713_n.jpg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@Holden Caulfield

ის ჩემი ვაკანსია იყო და არავინ გამომეხმიანა.

@Grinch

ეკლერი(შუ)

 

მასალა კრემისთვის:

 

6 სუფრის კოვზი ფქვილი

400 გრამი შაქარი

2 კვერცხის გული

1 ლიტრი რძე

250 გრამი კარაქი

ვანილი

 

მომზადება:

შაქარი და ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ რძე და დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ მოხარშული კრემი(გაზზე აუცილებელია გამანაწილებელი), მუდმივად ვურიოთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოვრთათ გაზი და მაშინვე შევათქვიფოთ ცხელს კვერცხის გული. დავდგათ გასაციებლად. პარალელურად ამოვიყვანოთ ოთახის თემპერატურის კარაქი და ამავე ტემპერატურამდე მიყვანილი კრემი ნელ-ნელა ჩავუმატოთ. კარგად ავთქვიფოთ და დავუმატოთ ვანილი. 

 

მასალა ცომისთვის: 

 

250 მლ წყალი

250 გრ ფქვილი

100გრ კარაქი

1/2 ჩ/კ მარილი

6ც კვერცხი

 

მომზადება:

წყალი, კარაქი და მარილი მოვათავსოთ ქვაბში, მაღალ ტემპერატურაზე ავადუღოთ და გავადნოთ კარაქი, შემდეგ დავუწიოთ და ჩავყაროთ ნელ-ნელა ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გადმოვდგათ და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხი. მივცეთ სასურველი ფორმა და 200გრადუსზე გამოვაცხოთ. ღუმელი უნდა იყოს ცხელი. ეკლერის გამოცხობის შემდეგ ფორმები გავაციოთ ღუმელშივე. 

 

 

კაკაოს მინანქარი:

 

5ს/კ რძე

2ს/კ კაკაო

2ს/კ კარაქი

100გრ შაქარი

 

მომზადება:

 

ავურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და მივიყვანოთ სასურველ კონსისტენციამდე. 

 

 

138694313_911675949641386_3374424864093363474_n.jpg

139335026_715088522528430_2701860283455863918_n.jpg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
17 საათის წინ, marguerite said:

@Holden Caulfield

ის ჩემი ვაკანსია იყო და არავინ გამომეხმიანა.

@Grinch

ეკლერი(შუ)

 

მასალა კრემისთვის:

 

6 სუფრის კოვზი ფქვილი

400 გრამი შაქარი

2 კვერცხის გული

1 ლიტრი რძე

250 გრამი კარაქი

ვანილი

 

მომზადება:

შაქარი და ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ რძე და დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ მოხარშული კრემი(გაზზე აუცილებელია გამანაწილებელი), მუდმივად ვურიოთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოვრთათ გაზი და მაშინვე შევათქვიფოთ ცხელს კვერცხის გული. დავდგათ გასაციებლად. პარალელურად ამოვიყვანოთ ოთახის თემპერატურის კარაქი და ამავე ტემპერატურამდე მიყვანილი კრემი ნელ-ნელა ჩავუმატოთ. კარგად ავთქვიფოთ და დავუმატოთ ვანილი. 

 

მასალა ცომისთვის: 

 

250 მლ წყალი

250 გრ ფქვილი

100გრ კარაქი

1/2 ჩ/კ მარილი

6ც კვერცხი

 

მომზადება:

წყალი, კარაქი და მარილი მოვათავსოთ ქვაბში, მაღალ ტემპერატურაზე ავადუღოთ და გავადნოთ კარაქი, შემდეგ დავუწიოთ და ჩავყაროთ ნელ-ნელა ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გადმოვდგათ და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხი. მივცეთ სასურველი ფორმა და 200გრადუსზე გამოვაცხოთ. ღუმელი უნდა იყოს ცხელი. ეკლერის გამოცხობის შემდეგ ფორმები გავაციოთ ღუმელშივე. 

 

 

კაკაოს მინანქარი:

 

5ს/კ რძე

2ს/კ კაკაო

2ს/კ კარაქი

100გრ შაქარი

 

მომზადება:

 

ავურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და მივიყვანოთ სასურველ კონსისტენციამდე. 

 

 

138694313_911675949641386_3374424864093363474_n.jpg

139335026_715088522528430_2701860283455863918_n.jpg

რა გოგო ხარ <3

One man’s toxic sludge is another man’s potpourri

Share on other sites

  • ფორუმელი

ზებრა ორცხობილა

 

ინგრედიენტები:

250გრ ფქვილი

100გრ შაქარი

100გრ კარაქი

3ს/კ კაკაო

1ც კვერცხი

1/2ჩ/კ გამაფხვიერებელი

 

მომზადება:

ფქვილისა და კაკაოს გარდა მოცემული მასალა ავურიოთ ერთმანეთში და გავყოთ ორ ტოლ ნაწილად, ერთში ჩავაყაროდ 125გრ ფქვილი, ხოლო მეორეში დანარჩენი ფქვილი და კაკაო. მოვზილოთ ორი ცომი და ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გავახვიოთ სამზარეულოს პარკში და შევდოთ მაცივარში 1სთ. გამოვიღოთ და გავაბრტყელოთ. თეთრ ნაწილს ზემოდან დავადოთ შავი მასა,მივცეთ მრგვალი ფორმა და დავჭრათ. ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსზე და შევაწყოთ გამოსაცხობად. 10-15 წუთში ორცხობილები მზადაა. 

 

71644076_942652282794226_161222077175562240_n.jpg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

კაია, ე.ი. გცოდნია რაღაცეები და ტყუილად მეგონე მარტო ჭამია :up:
 

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

@საწყალი ოსვალდო რიოსი

შენი შემოქმედებაც გვაჩვენე :yeah:

 

შვრიის ორცხობილა

 

მასალა:

250გრ ფქვილი

250გრ შვრიის ფანტელი

250გრ დაფქული ნუში(შეგვიძლია კაკალი, თხილი და ა.შ.)

200გრ შაქარი

150გრ კარაქი

150 გრ ქიშმიში

2 კვერცხი

1.5ჩ/კ გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

 

მომზადება:

 

ფხვიერი მასა ავურიოთ ერთმანეთში, ოთახის თემბერატის კარაქი დავჭრათ, ასევე დავამატოთ კვერცხი, ავურით ყველაფერი ერთმანეთში კარგად, შევფუთოთ სამზარეულოს პარკში და დავასვენოთ მაცივარში 30წთ. შემდეგ დავაწყოთ ჟარონაზე და გამოვაცხოთ180 გრადუსზე. 

 

71285971_943164799409641_3637498375252738048_n.jpg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ნამცხვარი არაჟნის კრემით

ცომისთვის:

250 მლ წყალი

250 გრ ფქვილი

100გრ კარაქი

1/2 ჩ/კ მარილი

6ც კვერცხი

 

 

მომზადება:

წყალი, კარაქი და მარილი მოვათავსოთ ქვაბში, მაღალ ტემპერატურაზე ავადუღოთ და გავადნოთ კარაქი, შემდეგ დავუწიოთ და ჩავყაროთ ნელ-ნელა ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ გადმოვდგათ და სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხი. საცხობი შპრიცით მივეცი ჩემთვის სასურველი ფორმა და ადუღებულ ზეთში ჩავყარე. შემდეგ დავდე საწურზე და ბოლოს ამოვავლე შაქარში.

 

 

კრემისთვის:

1ლ 20% არაჟანი

200გრ შაქარი

ვანილი

 

მომზადება:

 

არაჟანი მაცივარში დავტოვოთ ერთი ღამე მარლაში, რომ ზედმეტი სითხე გაუვიდეს, შემდეგ გადმოვიღოთ თასში, შევურიოთ შაქარი, ვანილი და ვთქვიფოთ 20წთ. მიიღება ჰაეროვანი სქელი კრემი. 

 

 

 

16880168_384232525302874_1956146412_o.jpg

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share