Jump to content
×
×
  • Create New...

წელი, რომელმაც გამოგვცადა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ვირუსი, საპროტესტო გამოსვლები და კლიმატის ცვლილება სახეს უცვლის მსოფლიოს

ლექსიკონების ამერიკული გამომცემლობა Merriam-Webster-ი აღრიცხავს, რა სიტყვებს ეძებს ხალხი ინტერნეტში ყველაზე ხშირად – არა იმიტომ, რომ მაძიებლებმა სიტყვის მნიშვნელობა არ იციან, არამედ იმიტომ, რომ სიტყვის ფორმალური განსაზღვრება მოვლენის ნათლად გააზრებაში შეიძლება დაგვეხმაროს. პოპულარულ სიტყვებს შორის 2020 წელს „აპოკალიფსი“ ნაადრევად გამოიკვეთა, ისევე როგორც „უბედურება“, „ჭირი“, „პანიკა“ და „სიურრეალისტური“.

ეს იყო ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე, როდესაც ყოველდღიური მოვლენები უკვე ჩვენს წარმოსახვასაც სცილდებოდა. ზაფხულში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, საძიებო სიტყვებს შორის „რასიზმი“ დაწინაურდა. „ფაშიზმი“. „ემპათია“. სექტემბერში: „ფსიქიკური ჯანმრთელობა“. იმ დროს აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში შტორმები არ წყდებოდა და როდესაც ქარიშხლის ეროვნულმა ცენტრმა ტრადიციული სახელების სია სრულად ამოწურა, ბერძნულ ანბანზე გადავიდა; ქვეყნის დასავლეთი შტატები კი ცეცხლში იყო გახვეული. ტყის ხანძრების მომწამლავ კვამლს ქარი ათასობით კილომეტრზე ავრცელებდა.

ერთ დილასაც სქელმა კვამლმა სან-ფრანცისკოს ცა მუქ ნარინჯისფრად შეღება და ეს ბიბლიური წყვდიადი მთელი დღე გაგრძელდა. კალიების შემოსევა? ეგეც იყო – აფრიკასა და აზიაში. ამ გამოცემაზე მუშაობის დროსაც, პანდემიის შეკავების ნიშანწყალიც კი არსად ჩანდა აშშ-სა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში. გადარჩენილთათვის თითქოს მთელი ეს წელი ემოციური გამძლეობის ერთი გიჟური ექსპერიმენტი იყო. ვიცით, რომ ადამიანი შეიძლება იყოს შეშინებული, თავგანწირული, გაოგნებული, მადლიერი, სასტიკი, მგლოვიარე, უანგარო, იმედიანი, ცინიკური, გააფთრებული და ურყევი; 2020-მა წელმა კი დაგვანახა, რომ ადამიანს უამრავი ეს თვისება შეიძლება ერთდროულად ახასიათებდეს.

The post წელი, რომელმაც გამოგვცადა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor ამეების გადმოკოპირების მაგივრად ჯობია ინსტაგრამის და ფეისბუქის გამართვას მოახმარო დრო :yes:

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი ჩვენი ბრალი არაა რეალურად. ჩვენ თავიდანვე აწყობილი გვქონდა, მარა მწარმოებელს და ფეისბუქს შორისაა პრობლემა ნოემბრიდან, რაღაც ბაგია მგონი, და სანამ დალაგდება ტაბებით მოგვიწევს მოძრაობა დროებით. მაგას გავასწორებთ

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Moor said:

სანამ დალაგდება ტაბებით მოგვიწევს მოძრაობა დროებით

ტაბებით მოძრაობა?

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, დათვების მეგობარი said:

ტაბებით მოძრაობა?

რაღაც ისეთი რაც ფორუმჯისაც აქვს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor ეგ ვარიანტი თუ არსებობს, გვასწავლე

 

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share