Jump to content
×
×
  • Create New...

კაი კომბოსტო როგორ ჩავამწნილო? :დ

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

კი დავგუგლავ, მარა თქვენი საოჯახო რეცეპტები და მეთოდები გამიზიარეთ. მოვკვდი ამ პიკულების, საუერკაუტის და კიმჩის ძოვით, კაი მამა-პაპური მწნილი მომენატრა :დ  ჰოდა, აბა ჩამაიყარეთ :დ

მამენტ მხოლოდ კომბოსტო არა, წიწაკა, კიტრიც გამოუშვით. სხვა მწნილები არ მევასება (ნივრის მნწილის ფანებმა ნერვი არ ამიშალოთ :დ ). ჯონჯოლს კიდე აქ ვერ ვიშოვი :დ 

Edited by Harry Potter
Share on other sites

  • ფორუმელი

@Harry Potter

დედაჩემის რეცეპტს გეტყვი, კი გამოდის ხრამუნა, წითელი და უგემრიელესი

კომბოსტო

ჭარხალი(რაც მეტი იქნება მით უფრო წითელი გამოვა)

მარილი

დაფნა ნიახური

მწარე წითელი წიწააკა

ნიორი

(ყველაფერს იღებს თვალის ზომით)

კომბოსტოს ზედა რამდენიმე ფოთოლი შემოვაცალოთ. გავჭრათ 4-6 მსხვილ ნაჭრად. ჭარხალი თხელ ფირფიტებად დავჭრათ.
ემალის ან შუშის ჭურჭელში, ძირზე დავალაგოთ ნიახური, ნივრის კბილები, ჭარხლის ნაწილი, დაფნა, წიწაკა. დავამატოთ კომოსტოს ნაჭრები. შემდეგ ისევ ნიახური, ნიორი, წიწაკა, ჭარხალი, დაფნა და ასე ბოლომდე, სანამ კომბოსტო გვეყოფა.
მდუღარე წყალში გავხსნათ მარილი. ხსნარი მლაშე უნდა იყოს, როგორც ზღვის წყალი. გავაგრილოთ და დავასხათ კომბოსტოს, ისე რომ დაფაროს. ზემოდან დავადოთ ჭურჭელზე ნაკლები დიამეტრის სახურავი და დავადოთ სიმძიმე. 7-10 დღეში მწნილი მზადაა.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 1/14/2021 at 5:19 PM, marguerite said:

მნეა მომინდა. 

მარა შუების გაკეთების სწავლას რომ დამპირდი და გადამაგდე, არ დამვიწყებია :mad:

Edited by Grinch

One man’s toxic sludge is another man’s potpourri

Share on other sites

  • ფორუმელი

@Grinch

მართლა გინდოდა? 

ხვალ უნდა გამოვაცხო, დღეს სხვა რაღაცას ვაცხობ და თუ არ გეჩქარება ხვალ გასწავლი. 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, marguerite said:

@Grinch

მართლა გინდოდა? 

ხვალ უნდა გამოვაცხო, დღეს სხვა რაღაცას ვაცხობ და თუ არ გეჩქარება ხვალ გასწავლი. 

აქაც გაამარიაჟე :hug:

One man’s toxic sludge is another man’s potpourri

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   410 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 410 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(1)
    • Facebookexternalhit(6)
    • Googlebot(1)