ფორუმელი Moor Posted 14 იანვარი, 2021 Posted 14 იანვარი, 2021 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 14 იანვარს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა, წინა წელთან შედარებით, 14.8%-ით შემცირდა და 11.3 მლრდ აშშ დოლარი გახდა. 2020 წელს, ექსპორტის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 12.0%-ით – 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, იმპორტის მოცულობამ კი – 15.9%-ით იკლო და 8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1%-ია. საქსტატი 2020 წლის საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს 20 იანვარს გამოაქვეყნებს. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წელს საქსტატი: ნოემბერში მშპ 7.7%-ით შემცირდა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა