ფორუმელი Moor Posted 14 იანვარი, 2021 Posted 14 იანვარი, 2021 საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, ახლანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საიმედო, მაგრამ არის ერთი მოცემულობა, რა შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება, რომ მთავრობამ სკოლების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებაზე მუშაობა დაიწყოს. „ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სკოლებისა და ბაღების გახსნისთვის ეპიდემიური სურათი არ არის კეთილსაიმედო. ამდენად, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლებისა და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს ისევ და ისევ დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5 პროცენტზე ნაკლები, 3 პროცენტი მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე და როგორც კი მივუახლოვდებით ამ მაჩვენებლს, შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ მიმართულებით ფიქრი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნის გეგმაზე კითხვას 13 იანვარს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. ამავე თემაზე: როდის და როგორ განახლდება სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეორე სემესტრიდან? – რა ვიცით ამ დროისთვის „შეზღუდვების მოხსნისას სწორედ სკოლები უნდა გაიხსნას უპირველეს ყოვლისა, დახურვის საფასური გამანადგურებელია“ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა