Jump to content
×
×
  • Create New...

„თეა წულუკიანის განათლების მინისტრობა არ განიხილება“ – პარლამენტის თავმჯდომარე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის თეა წულუკიანის კანდიდატურა განათლების მინისტრის პოსტზე არ განიხილება. ამის შესახებ თალაკვაძემ სამთავრობო გუნდში შესაძლო ცვლილებების კონტექსტში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“ასეთი ცვლილება არ განიხილება. განათლების მინისტრი გახლავთ ბატონი მიხეილ ჩხენკელი. ეს არის აკადემიური წრეების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ადამიანი, ვისაც აქვს საჯარო მართვის გამოცდილება. მას აქვს დასავლური განათლება და სათანადო გამოცდილებაც. ვფიქრობ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამოცანებს, რაც ზუსტად განათლების რეფორმას უკავშირდება. მე პირდაპირ გეტყვით, რომ განათლების რეფორმა არის ჩვენი სამომავლო ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი არსებითი კომპონენტი. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმაც ძალიან დიდი ინვესტიცია გააკეთეს განათლებაში, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაფუძნდა. ამიტომ აქვე ჩანს, რომ განათლებას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ჩვენ დიდ ყურადღებას დავუთმობთ. ჩვენ გვინდა, რომ მეტი ახალგაზრდა, ვინც საზღვარგარეთ მიიღო განათლება საქართველოში დაბრუნდეს და ასევე საქართველოში ახალგაზრდებმა მიიღონ კონკურენტული განათლება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “რუსთავი -2-ის” ეთერში საუბრისას.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

კიდევ კარგი :D 

On 1/12/2021 at 12:03 AM, Moor said:

განათლების მინისტრი გახლავთ ბატონი მიხეილ ჩხენკელი

ეს ახლა გავიგე.

ახლა გავიაზრე, შაშკინის შემდეგ განათლების მინისტრი ვინ იყო აღარ დავკვირვებივარ :user: ვიღაც ქალი რომ იყო მახსოვს, მაგრამ გვარი ვერ გავიხსენე. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share