Jump to content
×
×
  • Create New...

სხეულით ვაჭრობა ბადეზეე ო იე...


ცხენესი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@Katutu

კაი ხვალამდე მე დაგიწერ მაშინ

ბოზი ძალით არავის არაფერს ართმევს არ ყაჩაღობს არ ქურდობს ის ცვლის თავის საკუთრებას და არაფერს აშავებს ამიტომ არ არის სასირცხვილო ეს პროფესია და სხვა ადამიანების თანასწორნი არიან

საერთოდ ჩვენ რისთვის ვცხოვრობთ ხო კაცმა არ იცის ვინმე იტყვის განვითარებისთვისო და საზოგადოებისთვის სასარგებლო არ არის ადამიანი ვინც მის განვითარებაში არ იღებს მონაწილეობასო თუმცა ბოზდეც ვერ იტყვი მაგას ბოლოს და ბოლოს ვენერიულების სტატებს მაინც ააწყობ და დააკვირდები ხოდა რაღაც როლს ყველა თამაშობს ამ განვითარებაში თუმცა გამრავლება და განვითარებაც რაში გვჭირდება ეგეც კაცმა არ იცის ჩვეულებრივი ინერციაა რისი მიზანიც არ ჩანს ამიტომ დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვით ეს ამბავი კარგისკენ მიდის თუ ცუდისკენ ამიტომ დაზუსტებით ვერც იმას ვიტყვით შენი წვლილი კარგია თუ ცუდი ხოდა ამ ამიტომების გამო ვინმეზე მეტობის დამტკიცებას (რაც სისულელეა) ვფიქრობ ჯობია აკეთოს ყველამ თავისი საქმე თავისი არჩევანის მიხედვით და იცხოვროს ისე როგორც მას სურს თუ სხვა ადამიანისთვის ზიანი არ მოაქვს 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, fornacis said:

 

ბოზი ძალით არავის არაფერს ართმევს არ ყაჩაღობს არ ქურდობს ის ცვლის თავის საკუთრებას და არაფერს აშავებს ამიტომ არ არის სასირცხვილო ეს პროფესია და სხვა ადამიანების თანასწორნი არიან

dafuq? :D

ნოდარა ნაბოზართა კუნძულუდან ჩემი კაი :D

6 საათის წინ, Sylar said:

რითაა კომუნიზმი ცუდი, ყველას რო სამყოფი აქვს და თავზე არავის გადასდის?

ღადაობ შენ?

ეგეთი კომუნიზმი იყო 65=85 წელი მთელი 70 წლიდან.

დანარჩენი იყო დედის ხვნა და მამის შიმშილი.

ზედ დამატებული გულაგებით და რეპრესიებით.

ეგი გინდათ კიდე ქართველებს? ასეთი დებილიზმია გამეფებული?

6 საათის წინ, Sylar said:

საქმიანი შეხვედრები, ფორუმები, ჰალსტუხიანი სირების პლანეტა. და ეს ყველაფერი ფულისთვის, კაპიტალისთვის, მოხვეჭისთვის. 

ნებით თუ უნებლიედ ყველა ფულის მიხედვით ახარისხებს ადამიანს, ტვინში გაჯდა ეს ვირუსი და არ მგონია კარგა ხანს მოიშოროს მსოფლიომ, თუ ოდესმე მოიშორებს.

თუ არ დახვრიტე ან არ გაატუსაღე, ისე თავისუფლები ჰგონიათ თავი. მაგ 2 პროცენტის მონები ვართ ყველანი და აქედან გამოსავალი არსადაა. ან ეგ 2 პროცენტი უნდა გახდე თავად, ან მონად მოკვდე.

რატო კაცო არ აქვს თავისუფლებას სხვადასხვა ხარისხები? :D

გულაგზე თავისულები არ ვართ?

@fornacis

ცოტა დააკვირიდ რა სანამ რაღაცა მემებს დაიწყებდე კეთებას ვისზე აკეთებ.

6 საათის წინ, Darkness said:

ეს რაღად მინდა? 

იმიტომ რომ ეგაა სიმდიდრე რეალურად.

და არა ფული შენს ანგარიშზე.

იმ მილიარდერების შვილს რომელსაც ეს ვერ აუგია მილიარდერობიდან აგდებენ როგორც ყოველთვის.

6 საათის წინ, Darkness said:

ნეტარ არიან პატიოსანი მშრომელები

ნეტაარ არიან აპტიოსანი სოციალისტები რომლებსაც თავი მონები ჰგონიათ და არ ახსოვთ გულაგი.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

არ ვიცი საერთოდ რატომ შემომეფიქრა ამ თემაზე მაგრამ ასეთი თეორია ამომიტივტივდა გონების ზედაპირზე. ორი ნაწილი აქვს რა პა ბალშომუ:

1) რაღაცის სიკარგეს ჭირდება რომ მისი საპირისპირო მდგომარეობა ცუდი იყოს. ანუ სიკარგე და სიცუდე განაპირობებენ ერთმანეთს. მაგალითად, როცა მანქანას ყიდი და "დაურტყმელია", იმისთვის რომ ამ ფაქტმა ფასი მოამატოს, საჭიროა ხალხი თვლიდეს რომ "დარტყმული" ცუდია. თუ ეს პირობა არ შესრულდება, პრინციპში თანაბარი ფასი ექნება ორივეს.

2) არაერთი იგავის, ხალხური სიბრძნის და ცხოვრებისეული გამოცდილების მიხედვით, ადამიანი იმას აფასებს ბევრად უფრო მეტად რისთვისაც გარჯა დაჭირდა. როცა მემკვიდრეობით დაგრჩა ქონება, გაანიავებ, როცა ბუნებისგან ხარ ლამაზი, არ დააფასებ იმ ბენეფიტებს რომლებიც ამის გამო გაქვს, თან არათუ არ დააფასებ, არც კი გეცოდინება ხშირ შემთხვევაში.

ხოდა საბოლოო ჯამში ეს ორი ფაქტორი იკრიბება თეორიაში რომ ვისაც გარჯა უწევს იმისთვის რომ არ გადაეშვას გარყვნილების მორევში, სწორედ ის შეაფასებს მის ამ მდგომარეობას ყველაზე ძვირფასად და ყველაზე მეტად ვერ აიტანს იმას რომ საზოგადოებამ ეს სათვალავში არ ჩააგდოს. იმიტომ რომ "თუ არაფრად ღირს, აბა რისთვის ვიდღნავ კარგის დრაგს?".

P.S. ბევრი ამას ისე გაიგებს რომ ვამბობ ვოკალური სასტავი ლატენტური ბოზები არიანო, მაგრამ არა, უფრო სწორად კი, მაგრამ უბრალოდ ბოზობის მცნებაა ჩვენთან სასწაულად გაზავებული და ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით სოც. კონდიცირების გამო ჩვენთვის, ქვეცნობიერად მაინც, კურთხეულის გარეთ ყველანაირი სექსუალობა სხვადასხვა ხარისხის ბოზობაა.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

აჰა, მეც დავაგდე ჩემი მამაკაცური შავბანჯგვლიანი სხეული დახლზე: https://bade.ge/topic/3662-mamakatsi-gamodzakhebit/

მსურველები შემეხმიანეთ

Edited by დათვების მეგობარი
ესთეტიკა უპირველეს ყოვლისა!

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, t-90 said:

იმიტომ რომ ეგაა სიმდიდრე რეალურად.

და თუ კასტის ნაწილად არ მინდა ყოფნა?

არ მინდა სოც. ქსელების გაფართოებაში დრო ვხარჯო, ის საქმე მინდა ვაკეთო, რომელიც მსიამოვნებს.

ხალხთან ურთიერთობა კი მღლის.

8 საათის წინ, t-90 said:

ნეტაარ არიან აპტიოსანი სოციალისტები რომლებსაც თავი მონები ჰგონიათ და არ ახსოვთ გულაგი.

ჩემს პოლიტიკურ სიმპატიებში, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ვარ სოციალისტი.

მაგრამ სოციალიზმზე, მაინცდამაინც, სსრკ რომ გახსენდება, იქნებ სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც გადახედო?

5 საათის წინ, ChariotGod said:

საშა გრეიზე რომ იყო თემა ეხლახანს. ეგ ტიპა ბოზად ითვლება თუ ნუ კააკბი yk..

კარგი კითხვაა.

ინფლუენსერია სექსის საკითხებში- ასე რომ შევხედოთ? :givi: 

Share on other sites

10 საათის წინ, fornacis said:

ბოზი ძალით არავის არაფერს ართმევს არ ყაჩაღობს არ ქურდობს ის ცვლის თავის საკუთრებას და არაფერს აშავებს ამიტომ არ არის სასირცხვილო ეს პროფესია და სხვა ადამიანების თანასწორნი არიან

სამაგიეროდ ვენერიულ დაავადებებს ავრცელებენ, მათ შორის სასიკვდილოსაც, ანუ ზიანს მაინც აყენებენ გარშემომყოფებს პირდაპირ და ირიბადაც.

10 საათის წინ, fornacis said:

ხოდა ამ ამიტომების გამო ვინმეზე მეტობის დამტკიცებას (რაც სისულელეა) ვფიქრობ ჯობია აკეთოს ყველამ თავისი საქმე თავისი არჩევანის მიხედვით და იცხოვროს ისე როგორც მას სურს თუ სხვა ადამიანისთვის ზიანი არ მოაქვს 

ხოდა ზევით დაგიწერე რომ ზიანი მაინც მოაქვს. მაგრამ ეს არაა იმის მიზეზი რის გამოც ერთი თავით დაბლა დგას, ეს უბრალოდ ფაქტია და შენივე თავს ეწინააღმდეგები პირველი აბზაციდან გამომდინარე, როდესაც ჯერ ამბობ ზიანი არ მოაქვსო მაგრამ მერე აღიარებ რომ მაინც მოაქვს, ეს ზიანი კაცობრიობისთვის დადებითია თუ უარყოფითი ეს უკვე ფილოსოფიური განხრაა და ამ თემასთან არაა კავშირში. 

ერთი თავით დაბლა ყოფნის მიზეზი: 

მიზეზი პირველი - ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ სხეულის რესურსი დროის გათვალისწინებით მეტად ცვეთადია, ვიდრე გონება. ბოზი თანახმაა იმაზე რომ მისი სხეული იყოს უთვალავჯერ (ფიზიკურად) ნახმარი ფულის გულისთვის, ფიზიკურად როცა იხმარენ, ხმარებამდე წინამდებარე მდგომარეობას სხეული ვეღარ დაუბრუნდება, ჭკვიან ადამიანს კი თავისი დაგროვილი ცოდნის გაყიდვისას, ცოდნა არ ეკარგება. ანუ შეუძლია უთვალავჯერ მიჰყიდოს ცოდნა სხვადასხვა დამქირავებელს და ეს ცოდნა დარჩება წინამდებარედ, ანუ არ გაცვდება, არ "გაფუჭდება".

მიზეზი მეორე - სოციუმში ნებისმიერი პროფესია იმსახურებს პატივისცემას დამსახურების მიხედვით, საზოგადოებაზე მისი დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფარდების ხარჯზე. (ზევითაც დაწერეს მაგრამ ცოტა განვავრცობ), ხშირად ეს უარყოფითი გამომდინარეობს თავად პროფესიაში მომუშავე ადამიანიდან, ანუ არა პროფესიაა ცუდი და უსარგებლო, არამედ ადამიანი (ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის. რა თქმა უნდა გარე ფაქტორებიც უშლიან ხელს ხანდახან). ექიმის შემთხვევაში უარყოფითია ის რომ შეიძლება მის შეცდომას ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს, მასწავლებელი შეიძლება ინდოქტრინაციას ეწეოდეს, მეხანძრე უყურადღებო იყოს და ა.შ. ასევე არსებობს ბევრი, ადამიანების კეთილდღეობისთვის არსებული პროფესია, რომელიც დაბალანაზღაურებადია მაგრამ იქ მომუშავე ადამიანები მაინც არიან თავდადებულები საქმისადმი (ექთნები, მასწავლებლები, თუნდაც მოლარეები და ა.შ.), ანუ მოაქვთ სარგებელი საზოგადოებისთვის ანგარების გარეშე, რის გამოც ცალკე იმსახურებენ პატივისცემას. ბოზების შემთხვევაში ერთადერთი დადებითი მხარე არის ფიზიკური დაკმაყოფილება, რასაც მოჰყვება უარყოფითი მხარე - ვენერიული დაავადების გადადების დიდი რისკი, ანუ დადებითის და უარყოფითის შეფარდებით ისევ უარყოფითზე დადის მათი პროფესია. + ამას, ანგარების გარდა არაფერი ამოძრავებთ. მაჩვენეთ ბოზი, რომელსაც საკუთარი პროფესია უყვარს ან "ჰობად" აქვს, ან ისეთი ბოზი, რომელმაც კაცების "გასაბედნიერებლად" აირჩია ეს პროფესია :) არ არსებობს. ბოზობის პროფესიის არჩევის ერთადერთი მიზეზი იოლი ფულია, მაშინ როდესაც ბევრი საპატივსაცემო პროფესია არ მოიაზრებს დიდი ფულის შოვნას, ანუ ადამიანებს ამ პროფესიების არჩევისას არ აქვთ ანგარებიანი მიზეზი, როგორც ბოზებს, შესაბამისად, ბოზების მენტალური მხარე აპრიორი ერთი თავით დაბლაა, რადგან მათი პროფესია თავიდან ბოლომდე ანგარებაზეა აგებული. თუნდაც მოლარე რომ ავიღოთ, შეიძლება მოლარის პროფესიაზე არ უოცნებია ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანს, მაგრამ მის პროფესიას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის ვიდრე ბოზის პროფესიას. მომსახურების სფერო, ექიმები, მეხანძრეები ან მასწვლებლები რომ გაქრნენ, საზოგადოებას მიადგება დიდი ზიანი, ბოზები რომ გაქრნენ, არავის გაახსენდება (თუნდაც ამ პანდემიამ აჩვენა ეს).

პირველი ორი მიზეზის შეჯამებით რა მივიღეთ: ბოზს საზოგადოებისთვის არ მოაქვს სარგებელი, პროფესიას ირჩევს მხოლოდ და მხოლოდ ანგარებით, ნებაყოფლობით ცვეთს აღუდგენელ ფიზიკურ რესურსს ანგარების ხარჯზე, რაც მოიაზრებს უთავმოყვარეობასა და სიძუნწეს, ბოზის პროფესია სრულიად უსარგებლოა მსოფლიო კატასტროფის პირობებში.

პროფესიას პატივს სცემენ როდესაც საზოგადოებისთვის მოაქვს დადებითი სარგებელი, ბოზის პროფესიას ეს სარგებელი, სხვა პროფესიებთან შედარებით, მინიმალურად მოაქვს, შესაბამისად, მინიმალურ პატივისცემას იმსახურებს, შესაბამისად, ერთი თავით დაბლაა. 

ერთი თავით დაბლა რომ არის ეს არ ნიშნავს იმას რომ არ აქვთ უფლება აირჩიონ ეს პროფესია და აკეთონ რაც უნდათ, ამაზე არაა აქ საუბარი, არამედ იმაზე რომ ბოზი არ იმსახურებს ერთნაირ პატივისცემას სხვა პროფესიებთან შედარებით. 

 

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Katutu said:

ბოზის პროფესიას ეს სარგებელი, სხვა პროფესიებთან შედარებით, მინიმალურად მოაქვს

ამაში ვერ დაგეთანხმები, უძველესი და საჭირო პროფესიაა, საზოგადოების არაერთი წევრის ფიზიკურ თუ ემოციურ განტვირთვას ემსახურება, მთლიანობაში, პოზიტიური ფუნქციაც კი აქვს სოციუმისთვის, ცოტახნით ,,ბინძური ბოზების" წინასწარგანწყობა გვერდზე რომ გადავდოთ და ისე შევაფასოთ.

ბოზობაზე ნაკლებად პატიცსაცემი არაერთი პროფესია მახსენდება. მეძავი საბოლოო ჯამში თავის თავს, ფსიქიკას თუ სხეულს ცვეთს, მაშინ როცა რამდენი სხვა პროფესიის წარმომადგენელია ისეთი, ვინც თავისი არსებობით თუ მოღვაწეობით ზიანს სხვა ადამიანს ან მთლიან სოციუმს აყენებს. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   167 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 166 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(7)