Jump to content
×
×
  • Create New...

კიდალამ მივდივარო ხოდა ვინცხა დალოხდით შემოიხედეთთ


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

გავიხსენოთ, ადრეც ხომ თქვა?__ კი, ხოდა წავიდა?__ არა, იმიტომ რომ ეხლა კიდევ მიდის ე.ი. არ წასულა, ხოდა აწი სად წავა__ ცხადია ეს არის ბოლი გოიმებისთვის. აშკარაა რომ ამ კაცს რაღაც ძველმოდური ბანძი გემოვნება აქვს, რა "ეპისტოლე"?! უკვე მერამდენედ გვწერს, ნეტა მტრედს ატანს? თუ ტრაკი გაქვს დადე ეს განცხადება ტელემიმართვაში გეყოს გამბედაობა, მაგრამ ვერ იტყვის ამდენ ტყუილს პირდაპირი სახით და იმიტომ იწერება.

 

მოდი ტყუილები გავარჩიოთ: 2012 წლის არჩევნები იყო ყველაზე დიდი გაყალბების მაგალითიო (ჩემი პერიფრაზი)___ მოიცა, ვინ მოიგო არჩევნები?__ქართულმა ოცნებამ; ვინ გადააბარა ხელისუფლება ქართულ ოცნებას?__ნაციონალურმა მოძრაობამ; გადაბარების პროცესი ძალადობრივი იყო თუ მშვიდობიანი?__ მშვიდობიანი, დემოკრატიის წესების სრული დაცვით. ეს ფაქტი ხომ რკინის ფაქტებია, განა სპეკულაცია, რკინის ფაქტი!!! ხოდა თუ არჩევნები უპრეცენდენტოდ გაყალბდა როგორ მოიგე? როგორ მოხვედი ხელისფლებაში, როგორ გადაიბარე ხელისუფლება? ანუ თუ გაყალბდა, ე.ი. 2012 ში ოცნებამ უფრო მეტი ხმა აიღო, ხო? დაუშვათ ასეა, თუ არ გაყალბდებოდა ამით რა შეიცვლებოდა? შედეგის ორ ზემოთხსენებულ ნაწილში ცვლილება შევიდოდა? ანუ ტიპი გაბოლებს, ერთი და იგივე შედეგს სხვადასხვა ფორმით გვტენის 

 

პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდაო?___ რაში გამოიხატება უპასუხისგმებლობა, რომ შენს დაძახებულზე არ წაუკინტაურეს? პასუხისმგებლობა სწორედ საკუთარ სიყალბესთან მარტო დატოვებაში გამოიხატა, შეგეტენა შენივე გაყალბებული არჩევნები და ქვეყანა დააყენა ისეთ ერთპარტიულ პარლამენტის ძონძთა კლუბში, როგორიცაა:კუბა, დასავლეთ საჰარის რესპუბლიკა, ერითრია, ჩინეთი, ლაოსი, ვიეტნამი და ჩრდილოეთ კორეა. აი ესააა ქოცური მმართველობის შედეგი, ზუსტად იქ მივედით სადაც გვეკუთვნის, საღორეში, იმიტომ რომ ტყლაპო გვყვარებია. ვერ გავიგე რას საყვედურობს ოპოზიციას, ანუ მართლა სჯერა რომ არ გაუყალბებია?

 

ძალადობრივი რეჟიმი იყოო: ეს როგორ, ქოცების დროს ციხეში ადამიანებს თავი არ მოუკლია ძალადობის გამო? მისი მმართველობის დროს კონკრეტულად აღარებული და დაფიქსირებული პოლიტპატიმრები არ გვყავს, რომელიც ევროდეპტატებმა, ამერიკის სენატორებმა აღიარეს? ხალხი არ დაარბია? თვალები არ დათხარეს ახალგაზრდებს? თავისუფალ სიტყვას არ დევნის? მისი მმართველობის დროს გირგვლიან რობაქიძისდარი საქმეები არ გვაქვს, სარალიძის და მაჩალიკაშვილის სახით? ბიზნესს არ ატერორებენ? მამუკა ხაზარაძე არ დაატერორეს?

 

მისი მმართველობის შედეგები შევაჯამოთ: ეროვნული ვალუტა 210% გაუფასურდა, დეფოლტამდე გვიკლია 5 წუთი!... ეს და ზემოთხენებული რომელიმე პუნქტი ჩემი სპეკულაციაა, თუ ფაქტი?!___ყველა ფაქტია, რკინის ფაქტი!

 

რატომ გადაწყვიტა კიდალამ ტრიუკის ჩატარება. მე ამას უკავშირებ ზემოთხსენებულ ფაქტებს, იცის ბიძომ რომ ქვეყნის სადავეები მალე ხელიდან გაექცევა, არა განა ქოცები გაექცევიან, როცა ადამიანი მონააა ეს სამუდამოა, მაგრამ ადრეც მოგახსენეთ, რომ პანდემია ქართულ ოცნებას დაშლის, იმიტომ რომ ქვეყანა დაიმსხვრევა, დეფოლტის ფაქტის წინაშე დადგება, შეგვცივდება და როგორ შეგვცივდება, მოგვშივდება და როგორ მოგვშივდება, ხოდა მაშინ გამოვალთ გარეთთქო, გახსოვთ? ხოდა მაშინ დაგვხეთქავს ბიძო ისე როგორც ბელორუსიაში მოხდა, მაშინ დაგვლეწავს როგორც არასდროს უცემივართ, ხოდა მაგ დროს არ უნდა პასუხისმგებელი იყოს, ქვეყნის მოღალატის სტატუს ჩიჩილაკს, კობზონას, ან კალოშას აკიდებს, თვითონ კი მაგ დროს "ხალხის გვერდზე" დადგება და იმათ ლანღვას დაიწყებს, აი ესაა კიდალას გეგმა.

 

საერთაშორისო ვითარებაც ბიძოს საზიანოდ მოეწყო, იგრძნო კიდალამ რომ ღრუბლები მოგროვდა მის თავზე და მალე გაავდრდება, ის რეგვენი ტრამპი მიეთრევა, იმ ბრიყვს სულ ეკიდა საქართველო, გასდიოდა ბოლომდე რაც უნდოდა, ისიც უკვირდა ეს კიზინგერი ვინ ჩემი ყ...ლე არისო და მართალიც იყო, ტრამპს ეკიდა და სენატორები რას წყვიტავდნენ. აქეთ ვოვკაც ბანძდება, ბერდება, ფარჩაკდება, იმდენად სირია ტიპი რომ მემკვიდრეც ვერ დაასახელა, იქ კონკრეტული ტოტალიტარიზმია, ხოდა იქაც აირევა სიტუაცია, ღრასიაში შედგება რევოლუცია, ეს ჩემი აზრით გარდაუვალია. ხოდა ბიძოს ხურდაში მოხვედრა არ უნდა, ეს მოვლენები შეიძლება ხვალ ან ზეგ მოხდეს, ამიტომ კიდევ უფრო ბნელში გადასვლა ამჯობინა, ნუ ცხადია არსად არ მიდის, უბრალოდ ლოხებს ატყუებს. 

Edited by Mepar

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Mepar said:

 

ძალადობრივი რეჟიმი იყოო: ეს როგორ, ქოცების დროს ციხეში ადამიანებს თავი არ მოუკლია ძალადობის გამო? მისი მმართველობის დროს კონკრეტულად აღარებული და დაფიქსირებული პოლიტპატიმრები არ გვყავს, რომელიც ევროდეპტატებმა, ამერიკის სენატორებმა აღიარეს? ხალხი არ დაარბია? თვალები არ დათხარეს ახალგაზრდებს? თავისუფალ სიტყვას არ დევნის? მისი მმართველობის დროს გირგვლიან რობაქიძისდარი საქმეები არ გვაქვს, სარალიძის და მაჩალიკაშვილის სახით? ბიზნესს არ ატერორებენ? მამუკა ხაზარაძე არ დაატერორეს?

მაჩალიკაშვილიც და სარალიძეც არ იყო რობაქიძის და გირგვლიანის ნაირები.

მაჩალიკაშვილი იყო ტერორიზმთან დაკავშირებული ტიპის აყვანისას დაშვებული შეცდომა (მაგასთან ერთად ერტი 10 კაცი გაიყვანეს)

სარალიძე იყო ქუჩაში მომხდარი ამბავ რაც მანამდეც მომხდარა და მერეც. უარესებიც მომდარა მიშას დროს.

აი ხაზარაძეს კიდე რავი, მთავარია საშუალო ბიზნესი არ დაატეროროს და ხაზარაძე აიტანს.

10 საათის წინ, Mepar said:

 

მოდი ტყუილები გავარჩიოთ: 2012 წლის არჩევნები იყო ყველაზე დიდი გაყალბების მაგალითიო (ჩემი პერიფრაზი)___ მოიცა, ვინ მოიგო არჩევნები?__ქართულმა ოცნებამ; ვინ გადააბარა ხელისუფლება ქართულ ოცნებას?__ნაციონალურმა მოძრაობამ; გადაბარების პროცესი ძალადობრივი იყო თუ მშვიდობიანი?__ მშვიდობიანი, დემოკრატიის წესების სრული დაცვით. ეს ფაქტი ხომ რკინის ფაქტებია, განა სპეკულაცია, რკინის ფაქტი!!! ხოდა თუ არჩევნები უპრეცენდენტოდ გაყალბდა როგორ მოიგე? როგორ მოხვედი ხელისფლებაში, როგორ გადაიბარე ხელისუფლება? ანუ თუ გაყალბდა, ე.ი. 2012 ში ოცნებამ უფრო მეტი ხმა აიღო, ხო? დაუშვათ ასეა, თუ არ გაყალბდებოდა ამით რა შეიცვლებოდა? შედეგის ორ ზემოთხსენებულ ნაწილში ცვლილება შევიდოდა? ანუ ტიპი გაბოლებს, ერთი და იგივე შედეგს სხვადასხვა ფორმით გვტენის 

რომ არა ამერიკა მაშინ მიშა წამსვლელი არ იყო. კონკრეტული ზონდერებიც გამზადებული იყო პროტესტების გასაჩუმებლად და ა.შ.

მარა ჩავიდა ნორლანდა ძია და დაალაგა.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share