Jump to content
×
×
  • Create New...

რა ვჭამე დღეს ვოლ. 1


Katutu
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@ფორთოხალი აუ როგორ მიყვარს საოცრებააა

 

ბაზილიკი ბიბინებს ჩემ ეზოში, საღამოობით რომ ვრწყავ ეგენი ხო ბიძაშვილები არიან აუუ რა სურნელი ასდის მიწის სუნთან ერთად კომბინაციაში არის ნეტარება :love:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
25 minutes წინ, Mulan said:

ბაზილიკი

ამას რეჰანად ვიცნობდი

რა განსხვავებაა?

მწვანე როა, ეგ არის ბაზილიკი?

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
46 minutes წინ, Mulan said:

ეს მოყევი... 

რამე დანადგარზე იხდება?

ჰო, უფრო სწორად, დანადგარებზე, პატარა ქარხანასავითაა მოწყობილი სადღაც 300კვ.მ ფართში. პირველ რიგში დიდ სასწორზე იწონება და მინდს იღებდნენ ყოველ 100კგზე მგონი 10 კგ იყო. მერე დიდ ამოყირავებულ პირამიდაში იყრება მზესუმზირა, რომელსაც დაბლა წვეროსკენ აქვს ჩამკეტი. ეს თავიდან ჩაკეტილია, სანამ წინა მომხმარებლის მზესუმზირისგან არ გათავისუფლდება მომდევნო დანაგდარი. მერე ამ ჩამკეტს გახსნიან გარკვეულ დონეზე, რომ ძაან ჩქარა არ წავიდეს მზესუმზირა და მიდის პირველ რიგში გაწმენდა და ნაგვისგან გათავისუფლება - ზომების მიხედვით ხარისხდება. მანდ რამდენიმე სხვადასხვა ზომის ნახვრეტებიანი საცერია ერთმანეთის ქვეშ და ვიბრაციის შედეგად იყრება მარცვლები 4 თუ 5 გამოსავლიდან, რომლებსაც წინასწარ ტომრებს უდგამენ.  ძირითადი მასა 2 საშუალო ზომის გამოსავალში გამოდის, დანარჩენი - დიდები ნაგავია - თავის, ფოთლების ნატეხები, გამხმარი კალიები და ა.შ. (თუმცა მანდვე გამოდის ტყუპ-ტყუპი მარცვლები, როცა 3-4 მარცვალია ერთად შეზრდილი), პატარები - ფაქტიურად ეგეც ნაგავია - წვრილი, ფშუტე მარცვლები. ხო, ეს თან ნიავდება კიდეც და მასე ეცლება ყვავილის ნამცეცები, რაც ზეთს სიმწარეს მისცემდა. 

მერე ეს საშუალო მარცვლები მიდის და იბეგვება, იქ ნაჭუჭი ეცლება, ცალკე გამოდის ნაჭუჭი, რომელსაც სახდელი იტოვებს და მაგას იქვე საწვავად ხმარობენ, პლუს ისედაც ღუმელში, ზოგს მიაქვს კიდეც ნაჭუჭი, ეგ მაინც ოხრადაა-ხოლმე შიგნით ერთ ოთახში დახვავებული და ატანენ მსურველებს უპრობლემოდ. თუმცა ნაჭუჭი ბოლომდე არ ეცლება და მერე მოშუშვაშიც ჰყვება ნაწილი გულებთან ერთად. ხოდა ეს ნაჭუჭშემოცლილი მიდის მერე დიდ ტაფებში - სადღაც მეტრიანი დიამეტრის 2 ტაფაა ჩაშენებული ღუმელში. ამ ტაფებს ზემოდან გასაწევი სახურავი აქვს, გააცურებ ამ სახურავს, ზემოთ გახსნი გარჩეული მზესუმზირის მიმწოდებელ არხს და ცვივა ეს პატიოსანი მზესუმზირები ტაფაში. ხო, მანამდე იმტვრევა კიდეც გარჩეული გულები. ტაფებს ასხამენ 1-2 ტოლჩა წყალს, რომელსაც იქვე ღუმელში ამოჭრილი ფოსოდან იღებენ (და რომელიც საკმაოდ უსუფთაოდ გამოიყურება). ამ ფოსოს დროდადრო ამატებენ ვედრებით წყალს, გარედან შემოაქვთ-ხოლმე ხელით.

ღუმელს გვერდებზე ორივე მხრიდან აქვს ნაჭუჭის ჩასაყრელი სარკმელი, სარკმლებთან ყრია ნაჭუჭი და ნიჩაბი გდია, რომლითაც დროდადრო ნაჭუჭს უკეთებენ ღუმელში. თვითონ ნაჭუჭი მომცრო (ასე 60 ლიტრიანი) დაჭეჭყილი კასრით მოაქვთ-ხოლმე, რომელსაც პირთან ცალ მხარეს ხელის წასავლები აქვს გამოჭრილი კედელში. ხოდა იშუშება ეს შენი მზესუმზირა, დროდადრო გაწევენ სახურავს და ფერს ამოწმებენ, ხომ არ ეყოო. ღუმელს წინ ტაფებთან აქვს მართკუთხა ბაგები მიდგმული, მაგ ბაგის თავზეც სარკმელივითაა, საიდანაც ფირფიტას თუ გამოსწევ, ტაფაში არსებული მასა ჩამოიყრება. დამავიწყდა მეთქვა, ტაფებში სპეციალური ავტომატიზირებული მოსარევი სიტემაა. როცა საკმარისად მოიშუშება, გამოსწევენ  ტაფის ძირის ჩამკეტ ფირფიტას და იმ ბაგაში ჩადგმული ვედრიში წამოვა მოშუშული მასა. გაივსება ვედრო და დაკეტავენ დროებით.  გავსებული ვედროს ყრიან უკვე პრესში, ყოველი ვედროს მერე პრესთან  მდგარი მამაკაცი, ერთ რკინის ფირფიტას აგდებს, სადღაც 8-10მმ სისქის. პრესი რომ გაივსება ( 15-ოდე ვედრო ჩადის თუ სწორად მახსოვს) მერე იწყება დაპრესვა და გამოდის უკვე ქაფქაფა ზეთი, ჯერ ცოტა, უცებვე იმატებს და ცოტა ხანი ღვარივით მოდის, მერე უკვე თანდათან მცირდება ნაკადი და მოწანწკარებს კაი ხანს. მაგ ნაკადს ტრადიციულად 40 ლიტრიან ალუმინის ბალონების უდგამს მომხმარებელი. პრესი რომ გააკეთებს ბოლომდე თავის საქმეს, მერე იხსნება და ამოდის რიგრიგობით ის ლითონის ფირფიტები და კოპტონი, ფირფიტებს იქვე სპეციალურ თაროზე აწყობს ამომღები, კოპტონს მეორე მხარეს აგდებს ხის მოკლე ასტამივით ნივთით (პრინციპში უბრალო ფიცრის ნატეხია). კოპტონი ეგრევე გამოაქვთ და გარეთ აყუდებენ კედელზე გასაგრილებლად.

 

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
34 minutes წინ, ფორთოხალი said:

ამას რეჰანად ვიცნობდი

რა განსხვავებაა?

მწვანე როა, ეგ არის ბაზილიკი?

არაა რეჰანი. ერთი ოჯახია მარა არაა . გემოვნური თვისებებით განსხვავდებიან, რეჰანი ბევრად ველურია და მჭახე გემო აქვს. ეს ევროპელი ბიძაშვილია მისი მოკლედ.  პესტოს ვაკეთებ და პიცაზეც საოცრებაა. 

 

@საწყალი ოსვალდო რიოსი წავიკითხე ბოლომდე. მადლობა. ხატოვნად აღმიწერე. ასე მგონია ჩემი თვალით ვნახე პროცესი.სურნელები ჰაერში ტრიალებს ალბათ ხო? :love:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

მადლობა. ხატოვნად აღმიწერე

არაფრის, მაგის გამო სამსახურში წამოსვლა დამიგვიანდა :D

 

 

1 საათის წინ, Mulan said:

სურნელები ჰაერში ტრიალებს ალბათ ხო?

ჰო, ტრიალებს, თან სითბოა და თუ ზამთარში ხდი, უფრო სასიამოვნოა შიგნით ყოფნა :uxe:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
11 საათის წინ, ფორთოხალი said:

მწვადი

ყაურმა

კიტრი-პომიდვრის სალათა რეჰანით, ხახვით, მწარე წიწაკით და ზეთით ახლადგამომცხვარ დედას პურთან ერთად

საღამოს მაწონი

და

მარწყვი :mshia:

პოსტს ვკითხულობდი და ერთი საოცარი სიმღერა ჩამესმოდა ყურში :up:

 

 

მურ, ფორთოხალს ნიკი შეუცვალე, ჩახოხბილი უფრო მოუხდება, კარქი გოგოს ჩახოხბილი არა ოღონდ :up:

Share on other sites

  • ფორუმელი
26 minutes წინ, marguerite said:

ნუ ზედმეტობ

რა დავაშავე? შენ ხომ გიყვარს მჭამელი ბიჭები :uyhuhu:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   295 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 293 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)
    • Seth