Jump to content
×
×
  • Create New...

ოჯახის საიდუმლო, ახალი ცხოვრება ამერიკაში


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ფოტოგრაფი და კინორეჟისორი დიანა მარკოსიანი მოგვითხრობს ამბებს როგორც დოკუმენტალისტი და როგორც კონცეპტუალური არტისტი. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია The New Yorker-ში, New York Times-სა და National Geographic-ში.

%E1%83%92-1-986x1024.jpg National Geographic-ის
ფოტოგრაფი
2014 წლიდან
ფოტო: მერი აღახანიანი

ჩემი როგორც ფოტოგრაფის სამუშაო ხშირად წარსულში დაბრუნებასა და მის აღდგენას, მეორე შანსის მიღებას ემსახურება. მაგალითად, შარშან „სკოლა დავამთავრე“.

მინდოდა, 2020 წლის ნაწილი ამერიკაში პანდემიის გამო დაზარალებული ერთ-ერთი სკოლის აღწერისთვის დამეთმო. მრავალი ამბიდან, რომლებიც გაზაფხულზე წავიკითხე, იმედს არც ერთი არ მაძლევდა. 2020 წლის მთავარი სათაური “დაკარგული წელი“ იყო, მე კი ისეთ სკოლას ვეძებდი, რომელიც ჯერ არ დანებებულა.

საბოლოოდ, მივაგენი სტატიას მილოუკის შემოგარენში არსებული პატარა სკოლის დირექტორ მაიკ ლევანდოვსკიზე, რომელიც გეგმავდა სოციალურად დისტანცირებულ აღლუმს სენტ-ფრენსისის სკოლის უფროსკლასელთათვის. მივხვდი, რომ მასაც გადაწყვეტილი ჰქონდა – 2020 წელი ვერ გატეხდა.

სკოლა არ დამიმთავრებია. როდესაც კალიფორნიიდან ორეგონში გადავედით, სკოლა მივატოვე. ამერიკაში ბავშვობაში რუსეთიდან გადმოვსახლდი, სანტა-ბარბარაში თავს უცხოდ ვგრძნობდი და ახალ ქალაქში ყველაფრის თავიდან დაწყება გამიჭირდა. დედაჩემს იმედი გავუცრუე. “ამერიკაში იმისთვის არ ჩამოგიყვანე, რომ დანებდე“, – მითხრა მან.

აღმოჩნდა, რომ სენტ-ფრენსისის სკოლის პროექტზე მომუშავე კინოოპერატორ ენდი კატარისანოს სკოლა ჩემსავით, იმავე წელს ჰქონდა მიტოვებული, ამიტომ უისკონსინის სკოლაში მუშაობამ ორივეს მოგვცა საშუალება, გამოტოვებული ემოციებით აღვსილიყავით. დირექტორ ლევანდოვსკის აოცებდა, რომ სკოლა არ დაგვიმთავრებია. ჩვენ ვხუმრობდით, რომ ეს პროექტი სკოლის დამამთავრებელ ნაშრომად უნდა ჩაგვთვლოდა. შემდეგ, სკოლის ბოლო დღეს, დირექტორმა ენდის და მე ქუდები, მანტიები და საქაღალდეები გადმოგვცა ატესტატის მოსათავსებლად.

სააღლუმოდ მოწყობილ სკოლის ავტოსადგომზე წითელ-თეთრ მანტიებში გამოწყობილი უფროსკლასელები ლევანდოვსკისთან ერთად ფოტოების გადასაღებად პოზირებდნენ. ფოტოებით და ბუშტებით მორთული მანქანების კოლონა ქალაქისკენ დაიძრა.

ერთი თვის შემდეგ ენდიმ და მე ატესტატები ფოსტით მივიღეთ. უცნაური განცდა იყო, თითქოს ორივენი ფილმის პერსონაჟები ვიყავით. ამ პროექტის წყალობით სენტ-ფრენსისის სკოლის მოსწავლეები იმაზე უკეთ გავიცანი, ვიდრე საკუთარი კლასელები. დირექტორ მაიკის თქმით, ჩვენ მათ სასწავლო წლის უეცარ დასასრულთან გამკლავებაში დავეხმარეთ. ვფიქრობ, ეს დახმარება ორმხრივი იყო: მათ ჩვენ ჭრილობები მოგვიშუშეს.

დედაჩემს ეს დიპლომი იმაზე მეტად ეამაყებოდა, ვიდრე ჩემი მაგისტრის ხარისხი. მეუბნებოდა, ვერ ვიჯერებ, რომ ვიღაც დაარწმუნე, შენთვის სკოლის ატესტატი მოეცაო. მხოლოდ ამერიკაში შეგიძლია მიხვიდე რომელიმე სკოლაში, მოყვე შენი ისტორია და მეორე შანსი მიიღო. სკოლის მიმართ ნეგატიური შეგრძნებები გამინელდა. დაკარგულის ანაზღაურების საშუალება მომეცა. – ნინა სტროქლიკისთვის მონათხრობი

STOCK_NN11473391-1.jpg

ოჯახის საიდუმლო, ახალი ცხოვრება ამერიკაში

ნახე სრულად

The post დიანა მარკოსიანი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

“მოგონება მშვენიერი რამ არის, სანამ მას დაუპირისპირდები“, − ამბობს დიანა მარკოსიანი. იგი იხსენებდა რუსეთში, სომხეთსა და შეერთებულ შტატებში გატარებული ბავშვობის მოგონებების ფრაგმენტებს. მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიერა მან დედის მიერ გაღებული მსხვერპლი მათ მიღმა.

ერთ დღეს, 7 წლის დიანა და მისი ძმა დედამ, სვეტლანამ, ღამე, მოსკოვის ბინაში გააღვიძა და უთხრა, რომ „სამოგზაუროდ მიდიოდნენ“.

ოციოდე წლის შემდეგ დიანამ შეიტყო, რომ სვეტლანამ ყოფილ მეუღლეს არაფერი უთხრა რუსეთის დატოვებასა და იმაზე, რომ საგაზეთო განცხადების საშუალებით გაიცნო ამერიკელი მამაკაცი შვილებთან ერთად აშშ-ში ახალი ცხოვრების დასაწყებად.

დიანას საკუთარ წარსულთან შეგუება უჭირდა, ამიტომ მან წლები დაუთმო ბავშვობის გახსენებას − იმოგზაურა თავისი ბავშვობის სახლებში, მსახიობებს თავისი ნათესავების როლები ათამაშა და გადაიღო ფილმი სახელად „სანტა-ბარბარა“.

ეს პროექტი დაეხმარა მარკოსიანს, უკეთ გაეგო დედისთვის და შეევსო ნაპრალები ბავშვობის მოგონებებში. „ვფიქრობ, ორივე განვიკურნეთ ფილმის შექმნისას“, − ამბობს მარკოსიანი. „მე დავინახე მისი პიროვნული მხარეები, მისი განსჯა შევწყვიტე და ბრაზიც გამიქრა. ამ პროექტის წყალობით დედაჩემის სიყვარული ვისწავლე“.

MM9377_200612_001646-1.jpg

დიანა მარკოსიანი

ნახე სრულად

The post ოჯახის საიდუმლო, ახალი ცხოვრება ამერიკაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   168 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 167 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(3)