ფორუმელი Lollygag Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 ,,რკინის გალია“ (Stahihartes Gehaeuse)- არის მეტაფორა, რომელიც გერმანელმა სოციოლოგმა მაქს ვებერმა ,,პროტესტანტული ეთიკასა და კაპიტალიზმის სულისკვეთების“ ბოლო გვერდებზე გამოიყენა. ვებერის მიხედვით, კაპიტალიზმი მისი ორი მახასიათებლის- ბიურიკრატიზმისისა და რაციონალიზაციის წყალობით- თავის მარწუხებში აქცევს ყველა ინდივიდს, განუსაზღვრავს ადამიანს ცხოვრების სტილს, თან არამხოლოდ იმ ადამიანების ცხოვრებას ცვლის, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში, ,,არამედ ყველა ადამიანის ცხოვრებას ეხება, რომლებიც მოდერნული სისტემის ნაწილი არიან, დაბადებიდანვე“. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ,,რკინის გალია“ ინდივიდს ათავსებს ისეთ ბიუროკრატიული სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ განსაზღვრულ სარგებელზე და რაციონალურ გათვლაზე. ვებერის მიხედვით თანამედროვე სამყაროში კაპიტალიზმმა შექმნა სრულიად ახალი რეალობა, რომელიც დომინანტურია და აქვს ინდივიდთა ყოველდღიურობის რუტინიზაციის პერსპექტივა. როგორც ვებერი აჩვენებს, რაციონალიზაციის და ბიუროკრატიზაციის ზრდა წარმოქმნის პიროვნების თავისუფლებისთვის საფრთხეს. ტექნოლოგიური და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც კაპიტალისტური წარმოების შედეგია, საზოგადოების, სულ უფრო, ფუნდამენტურ და განმსაზღვრელ ძალებად იქცევა. ეს სოციალური სტრუქტურა კი ინდივიდს არც თუ ისე მომხიბვლელ სამყაროში ცხოვრებას სთავაზობს. სოციალური შრომის დანაწილება და სოციალური სტრუქტურის იერარქიულ კიბეზე გარკვეული ადგილის დაკავება არის ინდივიდისთვის ცხოვრების ერთადერთი შაბლონი, ინდივიდისთვის ცხოვრების სხვა ალტერნატიული ვარიანტი არ არსებობს. ამრიგად, ,,რკინის გალიაში“ დაბადებული ინდივიდები ცხოვრობენ ამ გალიის მოთხოვნებიდან გამომდინარე და ახდენენ რკინის გალიის მუდმივ კვლავწარმოებას. ცხოვრების სხვა ვარიანტებზე მათი ინფორმაცია არ აქვთ და არც თავისუფლები არიან. ამასთანავე, რაციონალიზაციას მივყავართ ,,მნიშვნელობის და შინაგანი საჭიროების დაკარგვისადმი“ (Sinnverlust und innere Not). რის შედეგადაც, თანამედროვეობაში ჩნდება ,,მნიშვნელობის არარსებობის“ პრობლემა. ანუ მუშაობ იმისათვის რომ გამოიმუშავო თანხა, დააგროვო დოვლათი, მაგრამ ამ დოვლათის მოპოვების იქით სხვა ღირებულ საქმიანობას ვე ანხორციელებ. ვებერის ,,რკინის გალიის“ კონცეფცია კარგად ჩანს ლიტერატურაში. მაგალითად, ფრანც კაფკას ,,პროცესი“ ნათლად აღწერს იმ ბიუროკრატიულ აპარატს და რაციონალიზებულ რუტინას, რომელშიც ვებერისდროინდელ, მოდერნულ ინდივიდს უწევდა ცხოვრება. ამავდროულად, თანამედროვე ადამიანებისათვის, ,,რკინის გალია“ შეხსენებაა იმ საფრთხეების, რომელიც სამეცნიერო თუ ეკონომიკურ პროგრესს და ,,განაჯადოებულ სამყაროს“ ახლავს თან. 2 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 14 minutes წინ, Darkness said: ცხოვრების სხვა ვარიანტებზე მათი ინფორმაცია არ აქვთ და არც თავისუფლები არიან. კოგნიტური პერცეფციის მასშტაბებზე არ საუბრობდა აქ ის საუბრობდა სოციალური პერცეპციის შეზღუდულობაზე რაც სისტემის რეალობით არის გამოწვეული ხო? მე ვიკიტხავდი რა არის თავისუფლება? როგორ ესმოდათ თავისუფლება ასი წლის წინ? რას ნიშნავს თავისუფლება დღეს ჩვენთვის? მნიშვნელობის არარსებობის თუ კრიზისი პირობებში შენ იღებ შთაბეჭდილებების/ განცდის საზოგადოებას, რკინის გალიის მიკროკლიმატის ბაგია თუ რა არის მაინც? ტექნოლოგიების შიში მე არ მიმაჩნია ჯანსაღ შიშად, იქნებ ტექნოლოგიებშია ხსნა ზუსტად, სწორედ მათი საშუალებით გამოტავისუფლდეს ადამიანი და იპოვოს ბოლოს და ბოლოს თავისი ბედნიერი ალაგი? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 ვებერი ფიზიკოსიც იყო ერთი და ეგ მაქსი ისაა თუ სხვა? მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 4 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said: ვებერი ფიზიკოსიც იყო ერთი და ეგ მაქსი ისაა თუ სხვა? სხვაა 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 16 დეკემბერი, 2020 Posted 16 დეკემბერი, 2020 სამყაროს გალიად განხილვა ყოველთვის შეიძლებოდა. ბიუროკრატიზმს და რაციონალობას ბევრად მეტი პლუსი აქვს, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადამიანის პროდუქტიულობა თუნდაც. თანამედროვეობის მინუსი ალბათ უფრო ანომიაა და არა რაციონალობა. ზედმეტი დინამიურობა და სტრესული სამყარო მარტოობის განცდას აძლიერებს, თორე ადამიანად ყოფნის სევდა უცხო არასდროს უნდა ყოფილიყო კაცობრიობისთვის. რაღაც გასაღები ყოველთვისაა სადღაც, უბრალოდ ყოველთვის არ გვიღირს გასაღებისთვის ჩალიჩი. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 16 დეკემბერი, 2020 Posted 16 დეკემბერი, 2020 (შესწორებული) 1 საათის წინ, Moor said: ბიუროკრატიზმს და რაციონალობას ბევრად მეტი პლუსი აქვს, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადამიანის პროდუქტიულობა თუნდაც. +1 მაგრამ ეს არ არის ბოლო გაჩერება ბრად 1 საათის წინ, Moor said: თანამედროვეობის მინუსი ალბათ უფრო ანომიაა და არა რაციონალობა. და რამ მიგვიყვანა აქამდე? 1 საათის წინ, Moor said: ზედმეტი დინამიურობა და სტრესული სამყარო მარტოობის განცდას აძლიერებს, ერთის მხრივ რადიკალური ინდივიდუალიზმი, მეორეს მხრივ რეტრიტიზმი და ამავდროულად შთაბეჭდილებებზე ნადირობა რაც ევოლუციის მინი პროტოკოლის ნაწილია... ახლა არ თქვა რომ ცირკი არაა მე მომავლის საზოგადოება მაინტერესებს, გამაუშვით იდეები ვითაფლები მომავლის ამბებით Edited 16 დეკემბერი, 2020 by cosmia Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა