Jump to content
×
×
  • Create New...

რკინის გალია - ინდივიდი, როგორც სისტემის მსხვერპლი?


Lollygag
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი


maxresdefault.thumb.jpg.c8d0900126393d2f7e0eb3b788143020.jpg
,,რკინის გალია“ (Stahihartes Gehaeuse)- არის მეტაფორა, რომელიც გერმანელმა სოციოლოგმა მაქს ვებერმა ,,პროტესტანტული ეთიკასა და კაპიტალიზმის სულისკვეთებისბოლო გვერდებზე გამოიყენა. ვებერის მიხედვით, კაპიტალიზმი მისი ორი მახასიათებლის- ბიურიკრატიზმისისა და რაციონალიზაციის წყალობით- თავის მარწუხებში აქცევს ყველა ინდივიდს, განუსაზღვრავ ადამიანს ცხოვრების სტილს, თან არამხოლოდ იმ ადამიანების ცხოვრებას ცვლის, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში, ,,არამედ ყველა ადამიანის ცხოვრებას ეხება, რომლებიც მოდერნული სისტემის ნაწილი არიან, დაბადებიდანვე“. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ,,რკინის გალიაინდივიდს ათავსებს ისეთ ბიუროკრატიული სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ განსაზღვრულ სარგებელზე და რაციონალურ გათვლაზე.
bureaucracycage.png.2457dfa46f830b453129f0e61bd4e137.png

ვებერის მიხედვით თანამედროვე სამყაროში კაპიტალიზმმა შექმნა სრულიად ახალი რეალობა, რომელიც დომინანტურია და აქვს ინდივიდთა ყოველდღიურობის რუტინიზაციის პერსპექტივა. როგორც ვებერი აჩვენებს, რაციონალიზაციის და ბიუროკრატიზაციის ზრდა წარმოქმნის პიროვნების თავისუფლებისთვის საფრთხეს. ტექნოლოგიური და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც კაპიტალისტური წარმოების შედეგია, საზოგადოების, სულ უფრო, ფუნდამენტურ და განმსაზღვრელ ძალებად იქცევა. ეს სოციალური სტრუქტურა კი ინდივიდს არც თუ ისე მომხიბვლელ სამყაროში ცხოვრებას სთავაზობს.

businessman-working-computer-bird-cage-overworked-business-man-jail-stress-work-bureaucracy-paperwork-deadline-187375582.thumb.jpg.14959d0a2f5edbfdc1459b5b71961d3b.jpg

სოციალური შრომის დანაწილება და სოციალური სტრუქტურის იერარქიულ კიბეზე გარკვეული ადგილის დაკავება არის ინდივიდისთვის ცხოვრების ერთადერთი შაბლონი, ინდივიდისთვის ცხოვრების სხვა ალტერნატიული ვარიანტი არ არსებობს. ამრიგად, ,,რკინის გალიაშიდაბადებული ინდივიდები ცხოვრობენ ამ გალიის მოთხოვნებიდან გამომდინარე და ახდენენ რკინის გალიის მუდმივ კვლავწარმოებას. ცხოვრების სხვა ვარიანტებზე მათი ინფორმაცია არ აქვთ და არც თავისუფლები არიან.

ამასთანავე, რაციონალიზაციას მივყავართ ,,მნიშვნელობის და შინაგანი საჭიროების დაკარგვისადმი“ (Sinnverlust und innere Not). რის შედეგადაც, თანამედროვეობაში ჩნდება ,,მნიშვნელობის არარსებობისპრობლემა. ანუ მუშაობ იმისათვის რომ გამოიმუშავო თანხა, დააგროვო დოვლათი, მაგრამ ამ დოვლათის მოპოვების იქით სხვა ღირებულ საქმიანობას ვე ანხორციელებ. 

ვებერის ,,რკინის გალიისკონცეფცია კარგად ჩანს ლიტერატურაში. მაგალითად, ფრანც კაფკას ,,პროცესინათლად აღწერს იმ ბიუროკრატიულ აპარატს და რაციონალიზებულ რუტინას, რომელშიც ვებერისდროინდელ, მოდერნულ ინდივიდს უწევდა ცხოვრება.

255962_900.jpg.11b2a790213609e3496ea56a81ed578f.jpg

ამავდროულად, თანამედროვე ადამიანებისათვის, ,,რკინის გალიაშეხსენებაა იმ საფრთხეების, რომელიც სამეცნიერო თუ ეკონომიკურ პროგრესს და ,,განაჯადოებულ სამყაროსახლავს თან.
201702-omag-quiz-deflated-doer-949x534.jpg.61a21fe2bc0ea0661a82418aeb2d2585.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Darkness said:

ცხოვრების სხვა ვარიანტებზე მათი ინფორმაცია არ აქვთ და არც თავისუფლები არიან.

კოგნიტური პერცეფციის მასშტაბებზე არ საუბრობდა აქ ის საუბრობდა სოციალური პერცეპციის შეზღუდულობაზე რაც სისტემის რეალობით არის გამოწვეული ხო?  

მე ვიკიტხავდი რა არის თავისუფლება?

როგორ ესმოდათ თავისუფლება ასი წლის წინ? 

რას ნიშნავს თავისუფლება დღეს ჩვენთვის?

 

მნიშვნელობის არარსებობის თუ კრიზისი პირობებში შენ იღებ შთაბეჭდილებების/ განცდის საზოგადოებას, რკინის გალიის მიკროკლიმატის ბაგია თუ რა არის მაინც? 

ტექნოლოგიების შიში მე არ მიმაჩნია ჯანსაღ შიშად, იქნებ ტექნოლოგიებშია ხსნა  ზუსტად, სწორედ მათი საშუალებით გამოტავისუფლდეს ადამიანი და იპოვოს ბოლოს და ბოლოს თავისი ბედნიერი ალაგი? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვებერი ფიზიკოსიც იყო ერთი და ეგ მაქსი ისაა თუ სხვა? :rolleyes:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ვებერი ფიზიკოსიც იყო ერთი და ეგ მაქსი ისაა თუ სხვა? :rolleyes:

სხვაა

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

 სამყაროს გალიად განხილვა ყოველთვის შეიძლებოდა. ბიუროკრატიზმს და რაციონალობას ბევრად მეტი პლუსი აქვს, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადამიანის პროდუქტიულობა თუნდაც. 

 თანამედროვეობის მინუსი ალბათ უფრო ანომიაა და არა რაციონალობა. ზედმეტი დინამიურობა და სტრესული სამყარო მარტოობის განცდას აძლიერებს, თორე ადამიანად ყოფნის სევდა უცხო არასდროს უნდა ყოფილიყო კაცობრიობისთვის. :esraaris:

  რაღაც გასაღები ყოველთვისაა სადღაც,  უბრალოდ ყოველთვის არ გვიღირს გასაღებისთვის ჩალიჩი.   :read:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Moor said:

ბიუროკრატიზმს და რაციონალობას ბევრად მეტი პლუსი აქვს, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადამიანის პროდუქტიულობა თუნდაც. 

+1

მაგრამ ეს არ არის ბოლო გაჩერება ბრად

1 საათის წინ, Moor said:

თანამედროვეობის მინუსი ალბათ უფრო ანომიაა და არა რაციონალობა.

და რამ მიგვიყვანა აქამდე? 

 

1 საათის წინ, Moor said:

ზედმეტი დინამიურობა და სტრესული სამყარო მარტოობის განცდას აძლიერებს,

ერთის მხრივ რადიკალური ინდივიდუალიზმი, მეორეს მხრივ რეტრიტიზმი და ამავდროულად შთაბეჭდილებებზე ნადირობა რაც ევოლუციის მინი პროტოკოლის ნაწილია...

ახლა არ თქვა რომ ცირკი არაა

 

მე მომავლის საზოგადოება მაინტერესებს, გამაუშვით იდეები :chups: ვითაფლები მომავლის ამბებით 

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share