Jump to content
×
×
  • Create New...

პაკაზუხა aka (დემონსტრაციული მოხმარება)


Recommended Posts

არის ეგეთი მოსაზრება რომ ამ ფენომენს განაპირობებს ადამიანის მოთხოვნილება იყოს გარჯვეული ჯგუფის წევრი. (მაგალითად შეძლებული ფენის.) მეორეს მხრივ არის ეგეთი მოსაზრება რომ რაც უფრო სერიოზულად უდგება ადამიანი ხსენებული მოთხოვნილების ამ გზით რეალიზაციას, მით უფრო შორდება მიზანს. ანუ რაღაც თვალსაზრისით თვითონ ფენომენი შეიძლება ჩაითვალოს ანტისოციალური ხასიათის მატარებლად.

 

imho აქვს უკვე აზრი ამ საკითხზე საუბარს ციფრულ ასპექტში. ვსმისლე კატეგორიზაცია მოხმარებული ინფორმაციის, ონლაინ სერვისების და აშ. მიხედვით.

Share on other sites

  • ფორუმელი
11 საათის წინ, ChariotGod said:

ვსმისლე კატეგორიზაცია მოხმარებული ინფორმაციის, ონლაინ სერვისების და აშ. მიხედვით.

+1

ამ ატრიბუციებით ხდება დაიარლიყება დახარისხება და სოციუმის ორგანიზება. არაა გასაკვირი. დროს და ენერგიას ზოგავს ფსიქიკაც, რაღაცნაირი კოგნიტური სიზარმაცის თემაა რომელიც სოც სივცრეებს ამგვარად აორგანიზებს რა. 

სხვები რომ კოსმოპოლიტენს კითხულობდნენ მე ცხელ შოკოლადს ვკითხულობდი და კი იმ დრომ და ეპოქამ ჩემზე დიდი პოზიტიური გავლენა მოახდინა ისე როგორც მათზე ვინს კოსმოს ან რომელიმე სიყვითლეს ფურცლავდა. ახლა ფბ ზე რას აშეარებ ეგ მეტყველებს შენზე, რომელ აპლიკაციებს იყენებ და აშ :givi: 

ჩვენთან ქალების სამყაროში დამატებითი განზომილებაა ეგეთი - ვინ რომელი კოსმეტიკური ბრენდის მომხმარებელია. 7$ იან სახის შრატს ვხმარობ და მომისმენია რომ ძალიან იაფია და ვერ გავეკარები ეგეთსო, ამ დროს ეს კომპანია შეფუთვასა და მარკეტინგში არ ხარჯავს იმდენს რამდენსაც სხვა კონკურენტი ბრენდები. შემადგენლობა არ შეიძლება ამაზე ძვირი ჯდებოდეს  ამ მოცულობის სითხის ვიდრე ღირს. მე გონივრულ გამოსავლებზე ვდგავარ. ვიღაც იყიდის 50 $ იანს და კმაყოფილი იქნება იმის გაჟღერებისას რომ ამხელა ფასიან სახის შრატს ხმარობს. 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

საინტერესოა საკითხია. გუშინ ლეპტოპს ვათვალიერებდი და ალტაში 17999ლარიან ლეპტოპს გაწავაწყდი, ლინკის დადება მინდოდა ახლა, მაგრამ აღარაა, ალბათ გაიყიდა:? ჰოდა, ჩემთვის ვფიქრობდი, რა კატეგორიის მომხმარებელი გადაიხდიდა 18კ-ს ლეპტოპში, ან რა საქმე უნდა გაგიკეთოს ისეთი, რომ ასეთი თანხის დაბანდება უღირდეს :esraaris: მერე ვფიქრობდი, მილიონერი რომ ვიყო ვიყიდიდი თუ არ, ან რატომ ვიყიდიდი. გულზე ხელის დადებით, იმ დასკვნამდე მივედი, რომ მაინც არ ვიყიდიდი, ამ თანხით რამე გიჟურ სისტემას ავაწყობდი და ისე სატარებელ ლეპტოპად რამე ნაკლებფასიანი, მაგრამ დახვეწილი დიზაინის ლეპიც გამომადგებოდა.

ჰოდა, შენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, კომპლექსური საკითხი მგონია, ერთი მხრივ, მარკეტინგი ისე ურტყავს მომხმარებელს, ანდომებს რომ უფრო მაღალ სოციალურ კლასს ეკუთვნოდეს, იმ საშუალებებთან გათამაშების შესაძლებლობა ჰქონდეს, რომელზეც ხელი მოსახლეობის მცირე %-ს მიუწვდება. არადა, რეალურად ეს ნივთები, ისე სწრაფად ძველდება, არ ღირს მათში ბევრის გადახდა. თან საბოლოოდ ბაზარს, იქამდე დაჰყავს ადამიანის ცხოვრება, რომ ნივთების მსყიდველთუნარიანობის გაზრდაა თითქოს მნიშვნელოვანი.

მეორე მხრივ, თუ მომხმარებელი ამ საშუალებებით ბედნიერია- იქნებ აღარ ვაკრიტიკოთ და მის საქმეში არ ჩავძვრეთ. სსრკ-ს დროინდელი სამყარო მახსენდება, სადაც ფული კი ჰქონდათ, მუთაქებში, მისი ხარჯვის საშუალება არ ან ძალიან მწირე იყო. ყველაფერი ძვირიანი, კაპიტალისტურ ბოროტებად აღიქმებოდა. საშუალო ევროპული ხარისხის საქონელი აქ ძვირად რომ იყიდებოდა და მაინც იხდიდნენ იმ ძვირსაც. 

გამოსავალი რა არის? :meravi:

,,ძვირი ე.ი. ხარისხიანია" მოცემულობის გადალახვა? ამაზე გამახსენდა, ერთი სოციალური ესქპერიმენტი, ღვინის დეგუსტატრორები, როგორ ,,გააცურეს" (კვლევა). თეთრი ღვინო, წითლად შეღებეს, სხვადასხვა ფასიან ბოთლებში ჩაასხეს და დეგუსტატორებს სთხოვეს შეეფესაბეინათ. ექსპერტებმაც წითლად შეღებილ თეთრ ღვინოში, ის ნოტები და მახასიათებლები ,,დაინახეს", რომელიც მხოლოდ წითელ ღვინოს აქვს. ეჭვი მაქვს, რომ მსგავსი ექსპერიმენტი ძალიან ბევრ სფეროში შეიძლება ჩაატარო და დაახლოებით მასგავს შედეგს მიიღებ. ჩვენი ტვინის მახასიათებელია - სწრაფვა ყველაფრის გამარტივებისკენ და როცა ბევრი ინფოა, სტერეოტპებით ამ ინფოს გაცხრილვა. 

ჩემი დაქალი მსაყვედურობს ხოლმე, არ გირჩევნია ერთი იყიდო და ხარისხიანიო, ვიდრე 5ცალიო. იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მირჩევნია ორივე კატეგორიის საქონელი ვიყიდო, ისე რომ ორივეში რაც შეიძლება ნაკლები გადავიხადო და ამ მრავალფეროვნებიდან არჩევნის საშუალება მქონდეს, მაგრამ იქაც არ ვარ დაზღვეული, რომ ნეოკორტექსი არ მომატყუებს;(

Share on other sites

მანდ სუბჟანრია კიდევ ეგეთი _დემონსტრაციული_ ზომიერების(скромность).

anyway

შეკითხვა იჩენს თავს - შეიძლება თუ არა ხსენებული დემონსტრაციულობა ჩაითვალოს სხვის პერსონალურ სივრცეში შეჭრად.

თუ კი მაშინ ჰიპერურბანიზაციის პირობებში (საითკენაც გეზი გვაქვს აღებული) როგორ აისახება ეს ფაქტორი კომუნიკაციაზე.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, ChariotGod said:

შეკითხვა იჩენს თავს - შეიძლება თუ არა ხსენებული დემონსტრაციულობა ჩაითვალოს სხვის პერსონალურ სივრცეში შეჭრად.

 

არა რა თქმა უნდა, თვითპრეზენტირების ფორმაა, სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს, სხვა არჩევანია რ გაქვს!

2 საათის წინ, ChariotGod said:

თუ კი მაშინ ჰიპერურბანიზაციის პირობებში (საითკენაც გეზი გვაქვს აღებული) როგორ აისახება ეს ფაქტორი კომუნიკაციაზე.

კაიგაჩე

ახლა ტროლაობ

 

 

 

 

Share on other sites

23 minutes წინ, mulan said:

არა რა თქმა უნდა, თვითპრეზენტირების ფორმაა

მაშინ რატომაა შიშველი სიარული მიუღებელი?

29 minutes წინ, mulan said:

კაიგაჩე

რავი რამდენადაც ვიცი ციხეებში სადაც მჭდროდ უწევთ თანაარსებობა პაკაზუხობები ვერ ყვავის. ტაქშტო არაა მთლად ხელწამოსაკრავი თეზა.

Share on other sites

  • ფორუმელი
17 საათის წინ, ChariotGod said:

შეიძლება თუ არა ხსენებული დემონსტრაციულობა ჩაითვალოს სხვის პერსონალურ სივრცეში შეჭრად.

ჰმ, მსგავსი მიდგომით ბევრი რამის გაპრავება შეიძლება. ჰოლოკოსტსაც კი გააპრავებ: ებრაელები თავისი წარმატებით ჩვენს სივრცეში შემოიჭრნენ, თან ისე რომ მათთან შედარებით თავი ლუზერებად ვიგრძენით და ჩვენც მივჯირყვნეთ, იტყოდა რიგითი ფაშისტი.

იმჰო, ცხოვრებაში მთავარი ადაპტაციის უნარია. შეიძლება დავიბოღმო ჩემზე მდიდარზე(ადამიანური მომენტია), შემშურდეს იმ შესაძლებლობების რაც მას აქვს, მერე ტვინმა მისი წარმატებისგან ჩემი ლუზერობის თავდაცვისათვის რამე ისტორიას/პოზიციას შეთხზავს, ვითომდა მისი ე.წ. წარმატების დემონსტრაციულობა პასიურად აგრესიული აქტი იყო, რომელიც ჩემს პერსონალურ სივრცეში იჭრებოდა. მოკლედ, ამ მიდგომით, არის რისკები, რომ აგრესიამდე და ძალადობის გაპრავებამდე მივალთ. ჰოდა, მეორე გამოსავალიც არსებობს- შეგუება იმ ფაქტთან, რომ ამ სამყაროში რესურსები და შესაძლებლობები არათანაბრად არის გადანაწილებული,მერე იმ იდეის დაშვება რომ ვიღაც ჩემზე მდიდარი კი არის, მაგრამ ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა არც უნდა მივანიჭო, ე.წ. ,,უსამართლობასთან" ჩემი ფსიქიკის ადაპტირება მოვახდინო. ამ დროს სოციუმში არესბული განწყობები დიდ როლს თამაშობს. 

17 საათის წინ, ChariotGod said:

ჰიპერურბანიზაციის პირობებში (საითკენაც გეზი გვაქვს აღებული) როგორ აისახება ეს ფაქტორი კომუნიკაციაზე.

რთულია წინასწარმეტყველება, ,,საოცარი ახალი სამყაროც" შეიძლება მივიღოთ და რენდის სამყაროც. გააჩნია სოციუმში აქცენტირებულ მიზნებს და იმასაც რომელი პოლიტიკური იდეოლოგია გაბანტონდება. სოციალიზაციის არხების მეშვეობით რომელ იდეებს ჩააწვეთებს ახალ თაობას: კლასობრივ ჩაგვრასთან შეუგუებლობის აუცილებლობას თუ იდეას, იმის შესახებ, რომ ხშირად უთანასწორო პირობებში ვიბადებით, მაგრამ ძალისხმევით შეგვიძლია უთანასწორობის გადალახვა, ან რამე ჰიბრიდულ იდეას. ბევრი ვარიანტია, კონკრეტულ საზოგადოებებზე თუ ქვეყნებზე რომ ჩავშალოთ, შესაძლოა განვითარების სხვადასხვა ვარიანტები დაისახოს.

Share on other sites

7 საათის წინ, Darkness said:

ჰოლოკოსტსაც კი გააპრავებ: ე

ერთი რჩეული ერი მიტისკა მეორე რჩეულმა ერმა. მერე კიდევ სხვა რჩეული ერები გამოჩნდნენ რომლებმაც ეს მეორე რჩეული ერი მიტისკეს.

ჩემი თეზა ტისკვას აპრავებს თუ რჩეულობის ნეგატიურ გავლენას უსვამს ხაზს?

თვალის დახყჭვით შეიძლება გადაჭრა წარმოსახვითი პრობლემები. პირადი სივრცე რეალურია.

 

7 საათის წინ, Darkness said:

შეიძლება დავიბოღმო ჩემზე მდიდარზე

ილონ მასკზე რატომ არ იბოღმები? (თუ მაგაზეც ახერხებ :})

anyway

(აქ რაღაც უნდა მეთქვა სოციალური წნეხის მინიმიზაციაზე).

sry :яспац:

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share