ფორუმელი Moor Posted 9 იანვარი, 2021 Posted 9 იანვარი, 2021 დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი სიღარიბეში ცხოვრობს. როგორ გამოიყურება მათ ფონზე და ერთმანეთთან შედარებით აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო და როგორ იცვლებოდა ამ ქვეყნების კეთილდღეობა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით. მსოფლიო ბანკი ათწლეულების განმავლობაში აწარმოებს მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობისა და მათი მცხოვრებლების შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგს. ყველა მონაცემი ითვლება ე.წ. საერთაშორისო დოლარებში – ანუ სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციისა და ფასების გათვალისწინებით. სომხეთისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა 2017 წელს (მსოფლიო ბანკი აზერბაიჯანის მონაცემებს არ აქვეყნებს) აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა 2005 წელს აზერბაიჯანი – კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ზრდა: +295 პროცენტი აზერბაიჯანის მოსახლეობის კეთილდღეობა 1995-2005 წლების პერიოდში, საშუალოდ, 295 პროცენტით გაიზარდა. აზერბაიჯანში, 1995 წლიდან მოყოლებული ცხოვრების დონე განუხრელად და საგრძნობი პროგრესიით იზრდებოდა – ყოველ შემთხვევაში, 2005 წლამდე (მონაცემები, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქვეყნებს). 1996 წელს, მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს (795 ათას ადამიანს) შეეძლო დღეში 10 და მეტი დოლარის დახარჯვა და უმრავლესობა ცხოვრობდა დღეში ორიდან ხუთ დოლარამდე თანხით (მოსახლეობის 7 პროცენტი). 2005 წელს, ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავზე დღეში 10 დოლარზე მეტს ხარჯავდა, 2 მილიონზე მეტით გაიზარდა და 3 მილიონამდე მიაღწია. უმრავლესობა ცხოვრობდა უკვე დღეში 5-დან 10 დოლარამდე თანხით. და 2003 წლიდან არ დაფიქსირებულა არც ერთი ადამიანი, რომელიც დღეში 2 დოლარზე ნაკლებად ცხოვრობდა. 1995 2001 2005 სომხეთი – კეთილდღეობის მცირედი მატება: +27 პროცენტი სომხეთის მოსახლეობის კეთილდღეობა 1996-2017 წლების პერიოდში, საშუალოდ, 27 პროცენტით გაიზარდა. სომხეთში, მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდებოდა და ისევ მცირდებოდა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. 2008-დან 2015 წლამდე გარკვეული ზრდის შემდეგ, ახალი ვარდნა დაიწყო, რომელიც, როგორც მინიმუმ, 2017 წლამდე გაგრძელდა (მონაცემებით, რომელიც მსოფლიო ბანკს აქვს). 1996 წელს, მოსახლეობის, დაახლოებით, 10 პროცენტს შეეძლო დღეში 10 დოლარზე მეტის დახარჯვა და უმრავლესობა დღეში 2-დან 5 დოლარამდე თანხით ცხოვრობდა (მოსახლეობის 18 პროცენტი). 2001 წელს ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავზე დღეში 10 დოლარზე მეტს ხარჯავდნენ, ორჯერ შემცირდა და დაახლოებით, მოსახლეობის 4 პროცენტს შეადგენდა. უმრავლესობა კვლავ დღეში 2-დან 5 დოლარამდე თანხით ცხოვრობდა. 2017 წლისთვის, სომხეთში, მოსახლეობის, დაახლოებით, 13.5 პროცენტს შეეძლო საკუთარი თავისთვის დღეში 10 დოლარზე მეტის დახარჯვის უფლება მიეცა – 84 ათასით მეტს, ვიდრე 1996 წელს. და საგრძნობლად შემცირდა მათი რიცხვი, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა (დღეში 2 დოლარზე ნაკლებით): მოსახლეობის 1.3 პროცენტი 2017 წელს – 1996 წლის თითქმის 18 პროცენტის საპირისპიროდ. 1996 2009 2017 საქართველო – მოსახლეობა საერთო ჯამში გაღარიბდა: -22 პროცენტი საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა 1996-2017 წლების პერიოდში, საშუალოდ, 22 პროცენტით შემცირდა. საქართველოში, ცხოვრების დონის საშინელი ვარდნა იყო 2001 წელს – მხოლოდ მოსახლეობის 6 პროცენტს შეეძლო დღეში 10 დოლარზე მეტის დახარჯვა და უმრავლესობა ცხოვრობდა დღეში ორიდან ხუთ დოლარამდე თანხით. მას შემდეგ, ცხოვრების დონე იზრდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ მიაღწია 1996 წლის დონეს. 22 პროცენტით ნაკლებია (მინუს 241 ათასი ადამიანი) მათი რიცხვი, ვისაც დღეში 10 დოლარზე მეტის დახარჯვის უფლება შეუძლია მისცეს საკუთარ თავს. მართალია, 1996 წელთან შედარებით, შემცირდა მათი რაოდენობაც, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს (დღეში 2 დოლარზე ნაკლებით) – მაგრამ მხოლოდ 65 ათასი ადამიანით. ასეთ მდგომარეობაში, საქართველოს მოსახლეობის 5 პროცენტია. აი, რა დასკვნამდე მივიდა მსოფლიო ბანკი საკუთარ ანგარიშში: 1996 2007 2017 დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი სიღარიბეში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარი – ხარჯები დღეში არაუმეტეს 10 დოლარისა. უკიდურეს სიღარიბეშია დედამიწის ყოველი მეათე მცხოვრები. სიტუაცია უმჯობესდება უკიდურესი სიღარიბე იწყება დღეში 1.90 დოლარის ნიშნულიდან. იმ ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე, რომელიც ამ თანხად ცხოვრობს – ყოველი მეათეა. ეტაპობრივად და ძალიან განსხვავებული ტემპებით ეს მაჩვენებელი უმჯობესდება – ამაზე მეტყველებს მსოფლიო ბანკის უკანასკნელი ათწლეულების შედარებითი ანალიზი. ყველა ქვეყანას არ წარუდგენია ყოველი წლის სტატისტიკა, მაგრამ საერთო ტენდენცია ნათელია. მაგალითად, 1981-დან 2015 წლამდე, დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც დღეში 10 დოლარზე მეტი თანხით ცხოვრობენ, თითქმის ერთ-ნახევარი მილიარდით გაიზარდა – 1.14-დან 2.59 მილიარდამდე. ამ მაჩვენებლით ზრდის საუკეთესო ტემპი ჩინეთმა აჩვენა – ზრდა +5,723,582,400%. 1981 წელს, მხოლოდ 15 მილიონი ადამიანი მოხვდა მათ რიცხვში, ვინც დღეში 10 დოლარზე მეტი თანხით ცხოვრობს. 2015 წლისთვის, ასეთი ადამიანის რაოდენობამ 542 მილიონი შეადგინა. ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ საგრძნობი შედეგები აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა – ვიეტნამი (ზრდა 3.466%), ბანგლადეში (+1.118%) და ალბანეთი (+55%). ყველა ქვეყანა, სადაც მოსახლეობის კეთილდღეობის დიდი ზრდა დაფიქსირდა, ძალიან დაბალ ნიშნულზე იყო, მაგრამ დაჩქარებული ტემპებით დაიწყო საბაზრო ეკონომიკის განვითარება. ქვეყნები, სადაც ცხოვრების საშუალო დონე მცირდება მსოფლიოს 20 ქვეყანა უმცირესობაში აღმოჩნდა – მათში ცხოვრების საშუალო დონე უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, პირიქით, შემცირდა. მათ შორისაა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო – შემცირება 22 პროცენტით. ასევე, სიაში შევიდნენ: სერბეთი (მინუს 2 პროცენტი), საბერძნეთი (მინუს 16 პროცენტი), უნგრეთი (მინუს 18 პროცენტი), ბულგარეთი (მინუს 37 პროცენტი), რუმინეთი (მინუს 53 პროცენტი). ყველაზე ცუდადაა უზბეკეთის საქმე – ცხოვრების საშუალო დონე იქ 81 პროცენტით შემცირდა. 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Grinch Posted 9 იანვარი, 2021 Posted 9 იანვარი, 2021 კაი ინფოა, ადმინ ------------- One man’s toxic sludge is another man’s potpourri Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა