Jump to content
×
×
  • Create New...

შტორმი, რომელსაც ზოგი ქალი ვერ გაურბის


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

National Geographic-ის მკვლევარი ჰანა რეიეს მორალესი ფოტოგრაფიის მეშვეობით იკვლევს ისეთ თემებს, როგორებიცაა: გამძლეობა ცხოვრებაში და მგრძნობიარობა ძნელბედობის ჟამს. 2019 წელს მან მიიღო ვიზიონერის პრემია ტიმ ჰეზერინგტონის ფონდისგან.  

HannahReyesMorales__001-4lmk.jpgNational Geographic-ის ფოტოგრაფი  2017 წლიდან
ფოტო: რუპერტ კომფსტონი

უკანასკნელ წლებში ვმუშაობ „ცოცხალ იავნანებზე“ – პროექტზე იმის შესახებ, თუ როგორ უქმნიან ბავშვებს უსაფრთხო სივრცეს ძილისპირული სიმღერებითა და ამბების თხრობით. 

ჩემი მეწყვილე რეპორტიორი რუპერტ კომფსტონი და მე თურქეთ-სირიის საზღვარზე შევხვდით ლტოლვილებს და მიგრანტებს; მათთვის იავნანა მშობლიური სახლის ის ნაწილი იყო, რომლის თან წაღებაც შეძლეს. ლიბერიაში შევხვდით თინეიჯერ დედებს და ვნახეთ, საკუთარი იავნანებით როგორ უნერგავდნენ შვილებს იმედს. შემდეგ მონღოლეთს ვეწვიეთ – ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილს მსოფლიოში, სადაც გასათბობად ქვანახშირს იყენებენ და გავიცანით დედა, რომელიც ჰაერის დაბინძურების გამო დაავადებულ შვილებს სამკურნალო იავნანას უმღეროდა. 

აშშ-ში ვესტუმრე სმენადაქვეითებული ბავშვების ოჯახებს. იავნანა მხოლოდ სიმღერა არ არის; ესაა დედასთან სიახლოვის და ნაზი რწევის შეგრძნება. კოხლეარული იმპლანტანტის მქონე ბიჭის დედამ მითხრა, რომ მას ყოველ ღამე უმღერის, რადგან ხვალ მისმა შვილმა შეიძლება საერთოდ ვეღარაფერი გაიგონოს.   

იავნანა თითქოს მხოლოდ ბავშვისთვისაა, თუმცა ეს სიმღერა ბავშვზე მზრუნველისთვისაც მნიშვნელოვანია. პანდემიისას დავინახეთ, რომ ჯანდაცვის სფეროსა და წინა ხაზზე მდგომი სხვა მუშაკები საკუთარ შვილებთან ძილისპირულ რიტუალებს კვლავ ინარჩუნებენ, თუმცა დისტანციურად. ერთმა მშობელმა გამანდო, რომ დაცვა ადრე სრულიად განსხვავებულად წარმოედგინა – მანამდე ბავშვებს მათ გვერდით დგომით იცავდა, ახლა კი – განშორებით.

ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო პანდემიის ზეგავლენის ხილვა გლობალურ დონეზე და შემდეგ სხვადასხვა საძინებელში ახლოდან დაკვირვება. ვამაყობ, რომ ეს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი პროექტი პანდემიამ ვერ შეაჩერა. – პატრისია ედმონდსისათვის მონათხრობი

STOCK_DSC07115-1.jpg

შტორმი, რომელსაც ზოგი ქალი ვერ გაურბის

ნახე სრულად

The post ჰანა რეიეს მორალესი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ჰანა რეიეს მორალესს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს იმის თაობაზე, თუ როგორ ხატავს მედია „ძალადობას გადარჩენილ ქალებს“ − ბავშვობაში თავადაც აქვს გადატანილი სექსუალური თავდასხმა, ახლა კი თავდადებით მუშაობს ძალადობას გადარჩენილი ქალების რეალური ცხოვრების აღსაბეჭდად, რომელიც, მისივე სიტყვებით − „გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე ამას გვიხატავენ“.    

მორალესისა და ჟურნალისტ ავრორა ალმენდრალის ერთობლივი პროექტი − „თავშესა-ფარი შტორმისაგან“ − მოგვითხრობს  წითელი ფარნების კვარტალში მომუშავე ფილიპინელ ქალებზე. მათი დიდი ნაწილი სოფლად მცხოვრებ ტაიფუნებით დაზარალებულ ოჯახებს არჩენს.

2013 წელს ფილიპინებს თავს დაატყდა ტაიფუნი „ჰაიანი“ − ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ტროპიკული ციკლონი. შედეგად, 4 მილიონი ადამიანი გადაადგილდა იძულებით, ამით კი ბოროტად ისარგებლეს ადამიანებით უკანონოდ მოვაჭრეებმა; მათ ბარებში დაასაქმეს  სასოწარკვეთილი ქალები, რომელთა ნაწილი შემდეგ სექსმუშაკი გახდა. 

მგრძნობიარე თემებზე მუშაობამ მორალესი ერთ რამეში დაარწმუნა: „თუ სათანადო დროს დაუთმობ ერთ ამბავს, ნახავ, როგორ უმკლავდებიან ადამიანები სირთულეებს. პირდაპირ არ უნდა დავასკვნათ, რომ „ესაა მათი ამბავი“. ინფორმაცია ყოველთვის მათგან უნდა მივიღოთ“.

MM9153_200107_09322-1.jpg

ჰანა რეიეს მორალესი

ნახე სრულად

The post შტორმი, რომელსაც ზოგი ქალი ვერ გაურბის appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   258 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 258 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)