ფორუმელი Moor Posted 6 იანვარი, 2021 Posted 6 იანვარი, 2021 აფხაზეთის ერთბაშად რამდენიმე რაიონში ტყეები იწვის, ცეცხლმა უკვე დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია. დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გუდაუთის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში. რესპუბლიკის დასავლეთში ცეცხლმა უშუალოდ ფსოუ-ენგურის ავტომაგისტრალამდე მიაღწია. მსხვერპლი ჯერჯერობით არაა. განსაკუთრებით კრიტიკული ვითარება შეიქმნა გალის რაიონში, სადაც ხანძარმა ცხრა სოფელი მოიცვა. ხანძრების ძირითადი მიზეზი – გლეხები არიან. ზამთრის პერიოდში ისინი, როგორც წესი, გამხმარ ბალახს წვავენ. ტერიტორიის ამგვარი გაწმენდის შედეგად ცეცხლი ტყის მასივებზეც გადავიდა. მხოლოდ გალის რაიონში ცეცხლითაა მოცული 600 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. 5 იანვრის დილისთვის ხანძრის ლიკვიდირება მოხერხდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში ახალი კერები გაჩნდა და ხანძარი 6 იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა